პარლამენტის მოშიმშილე წევრმა, „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის თვალსაზრისით გორის ჰოსპიტალში უსაფრთხოდ გადაყვანა ამ ვითარებაში არის გამოსავალი. „ჩემი ამ რადიკალური ზომის - შიმშილობის ყველა ეტაპზე ჩემი პოზიცია იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე. ჩემი მოთხოვნა არის სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ღირსების უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, გუშინ მის სიცოცხლეს მიადგა დიდი რისკი. მე შიმშილობის დაწყებამდე მქონდა კონსულტაციები თუ რა გამოსავალი...
პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობითვე, სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრავე მუნიციპალიტეტში პროგრამით დაფინანსებული ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, „განახლებული რეგიონების“ პროგრამა 4-წლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც...
გურიის მთიანი ლანდშაპტის უნიკალური ბუნების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWP) შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით ახორციელებს პროექტს გურიის ეროვნული პარკის დაარსებისთვის. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამიზნე სოფლებში მუდმივად მცხოვრებ ან/და რეგისტრირებულ მოქალაქეს: ლიხაურის თემი, სოფლები: ნიაბაური, ლიხაური (აჭი). მაკვანეთის თემი,...
გიგი უგულავა აცხადებს, რომ იმ სამკურნალო დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, არანაირი აქცია არ გაიმართება. „ჩვენთვის, ისევე, როგორც მთელი ქვეყნისთვის, ამ ქვეყნის ისტორიისა და მომავლისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა უფსკრულში არ ჩავარდეს. ამისთვის, მთავარია, რომ გადარჩეს მიხეილ სააკაშვილისა და ელენე ხოშტარიას სიცოცხლეები. გორის ჰოსპიტალს რაც შეეხება, მოდით, დავაცადოთ, ექიმებმა თავად თქვან... რაც შეეხება პროტესტის ნაწილს: როგორც კი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალო...
ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში გამართულ კონფერენციაზე განიხილეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება პროექტის „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება - ფაზა II“ ფარგლებში გაიმართა. უცხოელმა ექსპერტებმა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჰაერის ხარისხის მართვისა და მონიტორინგის...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან. მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემდეგ, დღეს სამი სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობის ნაცვლად, აქციის მონაწილეთა შეკრების ადგილად მხოლოდ რესპუბლიკის მოედანი გადაწყდა. მათი მთავარი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და ლიდერები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით გადასვლასაც გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რეანიმატოლოგის ჩარევის...
იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფის მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. „ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ“, -განაცხადა მინისტრმა. მისივე განმარტებით, ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას...
ნოემბრის დასაწყისში საგრძნობლად გაურესდა ეპიდვითარება დეფაქტო სამხრეთ ოსეთის დაბა ახალგორში და მთლიანად რაიონის ტერიტორიაზე. ამის გამო, ორი კვირით დაიკეტა დაწესებულებები, რესტორნები, სკოლები, უმაღლესი სასწავებელიც კი. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. სასწავლო პროცესი კი, დღეიდან 15 ნოემბრიდან განახლდა. თუმცა, ბოლო ორი კვირა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ვითარება საკმაოდ რთული იყო. ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი გვიყვება, რომ მანამდე მოსახლეობა სიფრთხილეს არ იჩენდა. იმართებოდა ქორწილები,...
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელიც 13 მილიონ 434 ათას 800 ლარით განისაზღვრა,  ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში ახლა განხილვის სტადიაშია. ირკვევა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 1 მილიონ 110 ათას 300 ლარით იზრდება. ბიუჯეტის ავტორთა განმარტებით, აღნიშნული ზრდა განპირობებულია მომსახურების ხარჯების ზრდით. ამის შესახებ გურიანიუსი წერს. ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა ჯერ კიდევ გასულ...
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი „მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2022“-ის გამარჯვებულებს შეხვდა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.  მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტების კონკურსი 3 ეტაპად მიმდინარეობდა და საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგების მიხედვით 4 გამარჯვებული იდეა გამოვლინდა: 1. საფეხმავლო და ველო ბილიკები - თამაზ ბაბუნაშვილი; 2. საბავშვო მინი-პარკი - ეკატერინე საკანდელიძე; 3. მულტიფუნქციური სველი წერტილები - თამთა გირგვლიანი; 4. საზაფხულო კინოთეატრი - ლევან ბიბილეიშვილი. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი რამდენიმე წელია, წარმატებით ხორციელდება ქუთაისის მუნიციპალიტეტში...
სოციალურად დაუცველთა კომუნალური ხარჯების ანაზღაურება საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით დარეგულირდება. კერძოდ, 2022 წლიდან მთავრობასთან უწყებათაშორისო ჯგუფი იმუშავებს, რომელიც ენერგომატარებლებზე ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, ორი კვირის ვადაში მოამზადებს წინადადებებს, მოწყვლადი ჯგუფების განსაზღვრისა და ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ. ამავე ჯგუფმა მხარდამჭერი ღონისძიებების ვადა და საჭირო დაფინანსების მოცულობა უნდა განსაზღვროს, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიან: ჯანდაცვის, ეკონომიკის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ფინანსთა...
თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 22 ნოემბრიდან ვერ განახლდება. როგორც speqtri.ge-ს ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ია ლუარსაბაშვილმა განუცხადა, ბაღები სავარაუდოდ, პირველი დეკემრიდან გაიხსნება. "კარგად იცით, რაც ხდება მუნიციპალიტეტსა და მთელ საქართველოში. 22 ნოემბერს ვერ გავხსნით ბაღებს. ფიქრობთ, პირველი დეკემბრიდან დავიწყებთ მუშაობას. გვინდა, წინასაახალწლოდ ერთი თვით მაინც გვყავდეს ბავშვები ბაღში,"-აღნიშნა ლუარსაბაშვილმა. ცნობისთვის, თელავის მუნიციპალოტეტში ყველა საბავშვო ბაღი 21 ოქტომრიდან დაკეტილია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები საპროტესტო აქცია გამართეს. სოფელ კახათის ყოფილი კულტურის სახლში მცხოვრები ოჯახები ამბობენ, რომ დაპირების და უმძიმესი საცხოვრებელი პირობების მიუხედავად, ახალი ბინები ვერც ამ ეტაპზე მიიღეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, სოხუმიდან დევნილი მაია მურუსიძე ამბობს, რომ დასახლებაში ჯამში 18 ოჯახი ცხოვრობს და აქედან ახალი საცხოვრებლით მხოლოდ სამია დაკმაყოფილებული: "ჩვენთან იმყოფებოდნენ მონიტორიგნის ჯგუფები,...
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარდგენილი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” ცვლილებები დაამტკიცა. კანონპროექტი მესამე მოსმენით 80 ხმით, 8-ის წინააღმდეგ მიიღეს. “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” განხორციელებული ცვლილებებით, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ საკრებულოს წევრებს ერთზე მეტი ფრაქციის შექმნის უფლება არ ექნებათ. ამასთან, საკრებულოებში თანამდებობის პირთა რაოდენობა იზრდება. კერძოდ, საკრებულოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე, მათ შორის პირველი მოადგილე ეყოლება. (ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, საკრებულოს თავმჯდომარეს ერთი მოადგილე ჰყავს....
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებას, ექვსი თვის წინ, სამსახურიდან გათავისუფლებული აღმზრდელის, მარინა ლალუაშვილის სამსახურში დაბრუნება და იძულებით განაცდური საათების ანაზღაურება დაავალა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. N1 ბაგის აღმზრდელი, მარინა ლალუაშვილი სამსახურიდან მიმდინარე წლის ივნისში გაათავისუფლეს, გათავისუფლებამდე ოთხი თვით ადრე კი საყვედური გამოუცხადეს. „ჯერ საყვედურში, შემდეგ კი გათავისუფლების ბრძანებაში ეწერა, თითქოს მარინა ლალუაშვილი კონფლიქტური პიროვნება იყო და პედაგოგებს...
60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 200-ლარიანი დანამატის თაობაზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ აიცრნენ, კუთვნილი თანხა „ლიბერთი ბანკის“ საპენსიო ანგარიშებზე დღეს დაერიცხებათ. ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოგოძემ განაცხადა. 200-ლარიან დანამატს მხოლოდ ის პირები მიიღებენ, ვინც პირველადი დოზით 8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრებიან. 60 წლისა და უფროსი ასაკის პირები, რომლებიც პირველი დოზით აცრილები ან...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ