გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ #FREEMISHA კამპანია მისი მთავარი დღის წესრიგი არაა. ჯაფარიძის თქმით, ახლა მისთვის ყველაზე მთავარია სრულად პროპორციული 2%-იანი ბარიერი და რიგგარეშე არჩევნები.
" არ არის ჩემი დღის წესრიგის მთავარი საკითხი. მთავარი საკითხი არის სრულად პროპორციული 2%-იანი ბარიერი, რიგგარეშე არჩევნები და ამის გარშემო შემოშენება ბევრი სხვადასხვა საკითხების და მათშორის იმ პრობლემების, რომლებიც ყოველდღიური პრობლემებია",...
ა(ა)იპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების 2022 წლის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით იზრდება.
მომდევნო წლის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მიხედვით, ბაღების გაერთიანების ბიუჯეტი 14 250 000 ლარი იქნება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი განმარტავს, რომ თანხა მხოლოდ ხელფასების ნაწილში იზრდება. საუბარია 10 მილიონ ლარზე მეტზე.
"ეს თანხა, ძირითადად, თანამშრომლების ხელფასებისათვის არის განსაზღვრული. როგორც ვიცით, მომავალი წლიდან ხელფასების 20%-იანი მატებაა....
ლაგოდეხისა და გურჯაანის საჯარო სკოლების პირველკლასელებს ნოუთბუქები სამთვიანი დაგვიანების შემდეგ გადასცეს. ნოუთბუქებს მოსწავლეები სკოლაში შესვლის პირველსავე დღეს იღებენ, თუმცა მიმდინარე სასწავლო წელს სკოლებს ლეპტოპები არ აღმოაჩნდათ. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
საგანმანათლებლო რესურსცენტრებში განმარტავენ, რომ დაგვიანების მიზეზი პანდემიაა გახდა, რადგან ლეპტოპების ქვეყანაში შემოტანა გართულდა.
” ყოველ წელს, ნოუთბუქი მერხზე ხვდება პირველკლასელს. ჩემი ინფორმაციით, წელს, მსოფლიო პანდემიის გამო, მათი ქვეყანაში შემოტანა გართულდა. დღევანდელი...
კომუნიკაციების კომისიამ წინასაარჩევნოდ დებატების განუთავსებლობის გამო, ტელეკომპანია „იმედი“ და „სტუდია მაესტრო“ 2500-2500 ლარით დააჯარიმა, „ტელეკომპანია ქართულ არხს“ კი გაფრთხილება მისცა. აღნიშნულ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
“ „ტელეიმედმა“ და „სტუდია მაესტრომ“ ეთერში 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, წინასაარჩევნო დებატები არ განათავსეს, ხოლო „ტელეკომპანია ქართული არხის“ ეთერში დებატებთან ერთად, არც პოლიტიკური გადაცემები გასულა, რითაც მოცემულმა ტელეარხებმა საქართველოს კანონმდებლობა დაარღვიეს”,...
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე 137 სკოლა და 358 კლასი იმყოფება.
უწყების ინფორმაციით, მესამე კვირაა სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.7%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს.
ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70,9%“.
ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე მოსახლეობა სიჩქარის შემზღუდველი კამერების დამონტაჟებას ითხოვს
ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე, (ფარეხას მონაკვეთზე), იქ სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება, მოსახლეობა სიჩქარის შემზღუდველი კამერების დამონტაჟებას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით პეტიცია გუშინ, 24 ნოემბერს შეიქმნა. ადრესატი საქართველოს მთავრობა და შს სამინისტროა.
manifest.ge-ზე ამ ეტაპზე 516 ხელმოწერაა, საჭიროა კიდევ 484.
„ახალციხე–ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე (ე.წ. ფარეხას მონაკვეთი) წლებია, არა ერთი ავტოავარია მოხდა, რომელმაც, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა, მიგვაჩნია, რომ ერთადერთი საშუალება, რომლითაც შესაძლებელი გახდება მინიმუმამდე დავიყვანოთ,...
წინა სტატია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ მოქმედი საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილება, რომლითაც დამტკიცდა მომდევნო, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი, ლეგიტიმური და სამართლიანია. ამის შესახებ მამუკა წოწერიამ ჟურნალისტებს, სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
მისი მტკიცებით, საბიუჯეტო პროცესი წარიმართა საბიუჯეტო კოდექსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული ყველა პროცედურის და ვადების დაცვით. "დესტრუქციული ოპოზიციის" მიზანი კი, როგორც აღნიშნა, არის არა საფინანსო დოკუმენტის მოცულობა,...
სადაც ვერ მიაღწიეს კონტროლს, იქ პრაქტიკულად, აუქმებენ თვითმმართველობას და არჩევნების შედეგს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ის, რაც ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოში ხდება, ეს არის მაგალითი იმის „როგორ ეპყრობა ივანიშვილის რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებს და არა ოპოზიციას“ .
„მიუხედავად ყველა არალეგიტიმური მეთოდისა, რაც გამოიყენეს ამ არჩევნებზე, სადაც ვერ მიაღწიეს კონტროლს, იქ პრაქტიკულად აუქმებენ თვითმმართველობას...
ბათუმის საკრებულოს სხდომა დასრულებულია. "ოცნების" ვადაგასულმა დეპუტატებმა ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებასთან ერთად, ქალაქის მერისა და მერიის მაღალჩინოსნებისთვის ხელფასების გაზრდასაც დაუჭირეს მხარი. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
სხდომას სულ 16 დეპუტატი ესწრებოდა, საიდანაც 14 "ქართული ოცნების" წევრია, ხოლო 2 ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის. განხილვაზე ოპოზიციის დეპუტატები პოლიციამ არ შეუშვა, რამდენიმე მათგანი აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
ბიუჯეტის დამტკიცებასა და...
ვადაგასული მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი ზუგდიდშიც დაამტკიცა. სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს და მას მხოლოდ "ოცნების" დეპუტატები ესწრებიან. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
თავდაპირველად ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე შესვლა ანი წითლიძემ და 3 დეპუტატი შეძლო. ისინი ითხოვდნენ, რომ სხვებსაც ესარგებლათ იგივე უფლებით, რასაც დაპირისპირება მოყვა. პოლიციამ მათ საკრებულოს სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინა.
ანი წითლიძე ამბობს, რომ გაყვანის დროს პოლიციელებმა თითი მოტეხეს.
ზუგდიდის ძველი მოწვევის საკრებულოს სხდომა ბათუმის მსგავსად პროტესტისა...
ახლადარჩეული საკრებულოების პირველი სხდომის თარიღი ცნობილია.საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 2021 წლის 3 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.
აღნიშნულთან დაკავშირებით განკარგულება ცესკომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო და ის მიღებისთანავე ამოქმედდა.
ცნობისთვის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ცესკოს საკრებულოების სხდომის თარიღის დანიშვნის გაჭიანურებაში ადანაშაულებდა და მას პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელ ორგანოდ მიიჩნევს. ამასთან, საკრებულოების ძველმა შემადგენლობამ რამდენიმე რეგიონში უკვე დაამტკიცა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, რომელზეც ოპოზიციის შეფასებით, ახალარჩეულ საკრებულოებს უნდა...
„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა გიგა ბოკერიამ, აკაკი ბობოხიძემ, ვახტანგ კალოიანმა, გიორგი ნონიაშვილმა და ოთარ კახიძემ საზოგადოებას ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ხედვა წარუდგინეს.„ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ხედვა 10 პუნქტისგან შედგება.
„1. ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი კრიზისიდან ოპტიმალური გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნების მიღწევა და ამ არჩევნებში რეჟიმის დამარცხება;
2. მცდარი და საზიანოა გზავნილი, რომ არჩევნები გაუქმდა და მხოლოდ არასაარჩევნო გზით მივაღწევთ ცვლილებებს. ეს ამომრჩეველში უიმედობას იწვევს;
3. მცდარი, ალოგიკური და...
ბათუმის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტი 252 მილიონ ლარს შეადგენს.
როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ბიუჯეტი მორგებულია სოციალურ პროექტებსა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე. მათი თქმით, ბიუჯეტი არის ხალხზე ორიენტირებული.
ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტს მხარი საკრებულოს 25 დეპუტატიდან 14-მა დეპუტატმა დაუჭირა. საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ წინა მოწვევის საკრებულოს არ...
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ მიმდინარე აქციის დროს ხელი დაიზიანა. პირველადი დამხარება მას ადგილზე გაეწია. როგორც ანა წითლიძემ განაცხადა, ხელი მას მაშინ დაუზიანდა, როდესაც შენობის წინ საპროტესტო შინაარსის მქონე წარწერის გაკეთებას ცდილობდა.
„მონებოს“ დაწერას ვცდილობდი და ამიტომ მომატეხეს თითი“, - განაცხადა ანა წითლიძემ.
ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც ოპოზიცია საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას აპროტესტებს, ამ...
ბათუმის საკრებულოს შენობასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება. აქციის მონაწილეები პოლიციელებს შეძახილებით „მონებო“ მიმართავენ. მათი განცხადებით, სამართალდამცავები ძალადობის გზით ცდილობენ აქციის დაშლას.
არსებული ინფორმაციით, აქციაზე სამი ადამიანია დაკავებული.
„დაკავებულია რამდენიმე ადამიანი სრულიად უკანონოდ. შსს-ს წარმომადგენლები სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადმოდიან, რათა წამოაგონ ადამიანები დაპირისპირებაზე. პროვოკაციას აწყობენ თავად პოლიციელები, რომლებმაც წესრიგი უნდა დაიცვან და უსაფრთხოება უზრუნველყონ. ჩვენ გავაგრძელებთ და ყოველდღიურადა ასეთ მდგომარეობაში...
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს ახალარჩეულმა საკრებულომ, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა დამტკიცებაზე",- განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ.
მისი განმარტებით, ამ პროცესით ფორმალურად კანონი არ ირღვევა, თუმცა აღნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი სწორედ ახლად არჩეულმა საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, რადგან პასუხისმგებელი სწორედ ის არის.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა განცხადება მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით. ჩვენი შეფასებით,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































