საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გუგული მაღრაძის თქმით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა უნდა შემცირდეს. "ქართული ოცნების" მიერ თავის დროზე განხორციელებულმა რეფორმამ არ გაამართლა. გუგული მაღრაძე ამბობს, რომ საზოგადოების პროტესტს და მოთხოვნას იმ შემთხვევაში გაითვალისწინებენ, თუ ამასთან დაკავშირებით დასაბუთებული არგუმენტი ექნებათ.
"ვფიქრობ, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა უნდა შემცირდეს. თუ მოსახლეობა ამის წინააღმდეგია, მაშინ დაგვიდასტურონ, ამით რა უპირატესობა მიიღეს. ასეთი რაიმე ლოგიკური დასაბუთება თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით...
გასულ კვირას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე უნდა აერჩიათ. პროცედურის თანახმად, საკრებულოს სხდომამდე მმართველ ფრაქციას სხდომა უნდა ჩაეტარებინა, კანდიდატი შეერჩია და, შესაბამისად, ბიუროზე წარედგინა.
თუმცა, ფრაქციის სხდომა არ გამართულა. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, ზვიად მამალაძემ განმარტა, ამის მიზეზი ის გახდა, რომ კანდიდატის შერჩევა ვერ მოხერხდა.
იგივე ითქვა ბიუროს სხდომაზე, რასაც ოპოზიციის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა, რომელიც სიტყვიერ დაპირისპირებაში...
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების - დიდი ვანის, შუა სურების და ზემო სურების საინიციატივო ჯგუფის წევრები დახმარებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, 2016 წელს გაკეთებული, ბუკისციხე - სურების გზის 6-კილომეტრიან მონაკვეთზე გავლა კვლავ შეუძლებელია, რისთვისაც ადგილობრივ ხელისუფლებას და საქართველოს მთავრობას დახმარების თხოვნით მიმართავენ.
მათივე ინფორმაციით, 2016 წელს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გზის 6-კილომეტრიანი მონაკვეთის მოხრეშვას 385 ათასი ლარი დაახარჯა, თუმცა, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უხარისხოდ შეასრულა....
წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"
ავტორი: რუსუდან შელია
შვიდი თვითმმართველი ქალაქი სტატუსს კარგავს. რა ცვლილებები იგეგმება კანონმდებლობაში, რომელიც 2014 წელს შევიდა ძალაში და როგორ პასუხობს ოპოზიციის ბრალდებებსა და 120 არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გვესაუბრება:
- არავინ დაობს, რომ 2014 წელს დაწყებული რეფორმა იყო წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელმაც შექმნა ძლიერი ფუნდამენტი თვითმმართველობის განვითარებისათვის, თუმცა სამწლიანმა პრაქტიკამ გამოკვეთა სისტემის...
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, გამგებლის ინსტიტუტის გაუქმება არ იგეგმება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, საუბარია გამგებლისთვის მხოლოდ სახელწოდების შეცვლაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები ტექნიკურ ხასიათს ატარებს.
"გამგებელს შეიძლება ეწოდოს მერი, რაც არის ევროპაში აპრობირებული პრაქტიკა. ცვლილება ინსტიტუტს არ ეხება, ეხება მხოლოდ სახელწოდებას და არის ტექნიკური ხასიათის ცვლილება. სწორი იქნება, მხოლოდ ერთი სახელწოდების, ერთი ტერმინოლოგიის დამკვიდრება", - განაცხადა კობახიძემ.
წყარო: ინტერპრესნიუსი
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა სოფლების: ზემო ხვედურეთი-ხეობა-ჭანდრებისა და მოხისი-კოდავარდისუბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
აღნიშნული პროექტები რეგიონული პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.
ზემო ხვედურეთი-ხეობა-ჭანდრების 3,225 კმ-იანი ადგილობრივი მნიშვნელობის გზა, ქარელის მუნიციპალიტეტის 6 სოოფელს(ზემო ხვედურეთი, ჭანდრები, ხეობა, თრეხვი, მეხეთი, ტყემალა-აქედან სამი სოფელი მთის სტატუსით სარგებლობს) ემსახურება. რაც შეეხება, მოხისი-კოდავარდისუბნის 5 კმ-იან გზას, აღნიშნული საგზაო მონაკვეთი მუნიციპალიტეტის 3 სოფლის 2100 მოსახლეს, მათ...
"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე ადასტურებს, რომ თბილისის მერის პოსტზე პარტიაში ერთ-ერთ კანდიდატად ელენე ხოშტარია განიხილება.
სხვა შესაძლო კანდიდატებს ბაქრაძე არ ასახელებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ამ საკითხზე 27 მაისს პარტიის ყრილობაზე, თბილისიდან არჩეული დელეგატები მიიღებენ.
"პარტიაში გადაწყვეტილება მიღებული იქნება დემოკრატიული გზით, პარტიული მექანიზმების გამოყენებით, მე ვგულისხმობ კარდაკარსაც. ჩვენი პარტია ამჟამად თბილისში ატარებს კარდაკარს და ერთ-ერთი შეკითხვა არის სწორედ ის, ვის...
დუშეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 მაისს, "გახდი გადაწყვეტილების მიმღები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში" - პროექტის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ვაჟა ჩოხელი ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. დუშეთის მუნციპალიტეტის მიერ 2016 წლის დეკემბერში წარდგენილმა ზემოაღნიშნულმა საპროექტო წინადადებამ, გაიმარჯვა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში "პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის". პროექტის მიზანია, დუშეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში გიორგი დარეჯანაშვილმა მარწყვის ბიო მეურნეობის წარმოება გააფართოვა.
ფერმერის განცხადებით, ახალი სათბური მოიცავს 410 კვ.მეტრს, სადაც 9 ათასამდე ძირი მარწყვია გაშენებული.
,,სათბურის მშენებლობა, რომელიც დასრულდა ერთი თვის წინ, დაფინანსებულია ენპარდის გრანტით, ორგანიზაციის "ქეა საერთაშორისო კავკასიაში" გამოცხადებული საგრანტო კონკურსის საფუძველზე. ახალ სათბურში დავასაქმეთ ორი ქალბატონი. გადავრგეთ ორი ჯიშის მარწყვი, ესენია – სან ანდრეასი და ალბიონი. მოსავლის მიღება დაიწყება ერთი თვის...
სათემო მუნიციპალიტეტებს თვითმმართველ ქალაქებს შეუერთებენ. შესაბამისად გაუქმდება გამგებლის თანამდებობა და სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულო. აღნიშნული თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიით იქნება გათვალისწინებული, რომელზეც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო მუშაობს.
როგორც მინისტრი ზურა ალავიძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აღნიშნავს, თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგია წლის ბოლომდე შემუშავდება.
"დღეს მერისა და გამგებლის ფუნქციებში არანაირი სხვაობა არ არის. ამიტომ უმჯობესი იქნება, ყველა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს არჩეულ ხელმძღვანელს ერთი...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შენობაში გამოიცვალა ძველი კარ-ფანჯარა, განხორციელდა შიდა მოპირკეთების სამუშაოები, მოწესრიგდა სველი წერტილი, დამონტაჟდა ელ-გაყვანილობა, მოეწყო კიბეები და პანდუსი.
გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, ამ ეტაპზე აქტიურად გარე-ფასადის მოპირკეთების, სახურავის მოწყობისა და ტერიტორიის შემოღობვის სამუშაოები მიმდინარეობს.
„არასათანადო პირობების გამო, ამბულატორია მხოლოდ ერთ ოთახში იყო განთავსებული. პროექტის მიხედვით, დღეს კაპიტალური რემონტი კიდევ 3 ოთახს ჩაუტარდა, სადაც 3 სოფლის ტაძრისის, დგვარისა და...
საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
ზუგდიდის გამგეობიდან 2016 წლის დეკემბერში გათავისუფლებული თანამშრომლების სარჩელი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
სასამართლომ ბათილად ცნო გამგეობის საატესტაციო-საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება მათი გათავისუფლების შესახებ, თუმცა, მათი აღდგენა თანამდებობებზე არ დაუვალებია და გასცა განკარგულება, რომ კონკურსი ახლიდან ჩატარდეს.
რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის ნაწილში, მოსარჩელე მხარე, რომლის ინტერესებსაც საია იცავს, ამ ნაწილის გასაჩივრებას გეგმავს.
გამგეობამ ასევე არასაკმარისად მიიჩნია მტკიცებულებები გამგეობის მიერ თანამშრომლების პოლიტიკური...
ორ კვირაში იქნება გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტი წარმოდგენილი, რის შემდეგაც საჯარო განხილვებს დავიწყებთ, -ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრა გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით. ორი დღე, შაბათ-კვირა ვიმუშავეთ. გარკვეული წინადადებები და მოსაზრებები გვქონდა დამატებით იმისთვის, რომ კიდევ უფრო შეივსოს დოკუმენტი. ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი დოკუმენტი მომზადდა. ასე რომ, ორ კვირაში იქნება საბოლოო ვარიანტი წარმოდგენი, რის შემდეგაც...
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილოზე გზაზე ჩამოსული მიწა-კლდის შვავის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 183-ე კილომეტრზე არსებული კლიდად ჩამოვიდა შვავი, რომლის სავარაუდო მოცულობა 300-400 კუბური მეტრია, რამაც გამოიწვია გზის დაკეტვა. ამ დროისათვის მოძრაობა აღდგენილია ცალმხრივად და გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები.
გზის აღნიშნულ მონაკვეთი ინტენსიური წვიმისა და ქვის ცვენის გამო ჯერ კიდევ 11 ივნისს დაიკეტა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გზა ნაწილობრივ გაიხსნა,...
ჩვენ ვართ თქვენს გვერდით და შანსი არ არის ვინმე მოვიდეს და აქ უნებართვოდ სახლები ჩადგას, - ამ სიტყვებით მიმართა სოფელ კუმისში შეკრებილ მოსახლეობას გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა.
ჯამარაული კუმისში აქციის მონაწილეებთან მაჟორიტარ დეპუტატ გოდერძი ჩანქსელიანთან ერთად ჩავიდა.
“ეს მიწები 2008 წელს იყიდა ერთმა ქართველმა და ერთმა არაბმა ბიზნესმენმა, ეს არაბიც არის საქართველოს მოქალაქე. შემდეგ გაასხვისეს. ყიდვაც სწორად შედგა და გაყიდვის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































