დავით ნარმანია – გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტი ორ კვირაში იქნება წარმოდგენილი, რის შემდეგაც საჯარო განხილვებს დავიწყებთ

708

ორ კვირაში იქნება გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტი წარმოდგენილი, რის შემდეგაც საჯარო განხილვებს დავიწყებთ, -ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრა გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით. ორი დღე, შაბათ-კვირა ვიმუშავეთ. გარკვეული წინადადებები და მოსაზრებები გვქონდა დამატებით იმისთვის, რომ კიდევ უფრო შეივსოს დოკუმენტი. ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი დოკუმენტი მომზადდა. ასე რომ, ორ კვირაში იქნება საბოლოო ვარიანტი წარმოდგენი, რის შემდეგაც საჯარო განხილვებს დავიწყებთ”,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

წყარო: ინტერპრესნიუსი