“ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე ადასტურებს, რომ თბილისის მერის პოსტზე პარტიაში ერთ-ერთ კანდიდატად ელენე ხოშტარია განიხილება.
სხვა შესაძლო კანდიდატებს ბაქრაძე არ ასახელებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ამ საკითხზე 27 მაისს პარტიის ყრილობაზე, თბილისიდან არჩეული დელეგატები მიიღებენ.
“პარტიაში გადაწყვეტილება მიღებული იქნება დემოკრატიული გზით, პარტიული მექანიზმების გამოყენებით, მე ვგულისხმობ კარდაკარსაც. ჩვენი პარტია ამჟამად თბილისში ატარებს კარდაკარს და ერთ-ერთი შეკითხვა არის სწორედ ის, ვის ხილვას ისურვებდნენ თბილისელები თბილისის მერის პოსტზე. პარტიის ყრილობის დღეს, 27 მაისს ასევე შედგება კენჭისყრა და თბილისიდან არჩეული დელეგატები მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. ამიტომ ეს არ არის ის შემთხვევა და ეს არ არის ის პარტია, სადაც მე ერთპიროვნულად ვიტყვი, ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი. ერთ-ერთი კანდიდატი ელენე ხოშტარია არის ნამდვილად”,- განაცხადა დავით ბაქრაძემ .
მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატი “ევროპული საქართველოდან” იქნება “ის, ვისი ხილვაც უნდათ თბილისელებს და ვისაც მხარს დაუჭერს პარტიის თბილისის ორგანიზაცია”.
წყარო: ინტერპრესნიუსი