https://www.youtube.com/watch?v=85wrH5hhxcw&feature=youtu.be წყარო: ლაივპრესი საქართველოს რეგიონული განვითარების კომისიამ გამართა სხდომა, სადაც განიხილეს 2014 წელს გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანების საკითხი, რაზეც სამთავრობო კომისიის წევრებს შენიშვნა არ გამოუთქვამთ და შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოებს კონსულტაციებისა და თანხმობის მისაღებად გაუგზავნეს გაერთიანების შესახებ წინადადება. საკითხი განხილულ უნდა იქნას ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომლის შემდეგ საკრებულოებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტების გაერთიანების წინადადების შესახებ. მუნიციპალიტეტების გაერთიანებას, რომლის შედეგი იქნება ქალაქ...
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტების შერწყმის თაობაზე სამთავრობო კომისიის მიერ უწყებაში შეტანილი წერილი და მისი საკრებულოს სხდომაზე განხილვის მიზანშეწონილობა, ასევე წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილების საკითხები განიხილა. შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის საკითხის განხილვა მოსახლეობასთან კონსულტაციების გარეშე მიუღებელი აღმოჩნდა და საკუთარი აზრის დაფიქსირების შემდეგ ანა წითლიძემ სხდომა დატოვა. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებმაც კომისიის თავმჯდომარეს...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე მოამზადა და საკრებულოებში განსახილველად გააგზავნა 7 თვითმმართველი ქალაქისა და 7 სათემო მუნიციპალიტეტის კვლავ გაერთიანების შესახებ წინადადებები. რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ცოტა ხნის წინ მკაფიოდ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომ აღნიშნული ინიციატივა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. თვითმმართველი ქალაქებისა და სათემო მუნიციპალიტეტების გაერთიანებას, არ იზიარებს ადგილობრივი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც, რაც რეგიონებში კონსტიტუციის განხილვისასაც ნათლად...
ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების ხმაურიანი განხილვის პარალელურად, სადაც მოქალაქეები, სხვა საკითხებთან ერთად, ხელისუფლებისგან მოითხოვენ თვითმმართველობის უფლებას საკუთარი ქალაქებისა და სოფლებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საზოგადოებასთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, მოამზადა და მუნიციპალიტეტებში „შესათანხმებლად“ გადააგზავნა ინიციატივა, რომელიც 14 მუნიციპალიტეტის (მათ შორის, 7 თვითმმართველი ქალაქის) გაუქმებასა და კვლავ საბჭოთა რაიონების ტერიტორიული მოწყობის აღდგენას ითვალისწინებს. ხელისუფლების წარმომადგნელები აცხადებენ, რომ იგეგმება თვითმმართველი ქალაქებისთვის...
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ზუგდიდის საკრებულოს ქალაქ ზუგდიდის და ზუგდიდის თემის გაერთიანების საფუძველზე ახალი მუნიციპალიტეტის შექმნის შესახებ წერილი გამოუგზავნა, რომელიც დღეს ქალაქის საკრებულოში იურიდიულ და სამანდატო კომისიის წევრებს სხდომაზე გააცნეს. დოკუმენტში, რომელიც 15 მაისით თარიღდება, კომისიას სთხოვენ ეს წინადადება გაიტონ საკრებულოს სხდომაზე და წერილობით მიაწოდონ მოსაზრებები შემდეგ საკითხებზე - მუნიციპალიტეტების გაერთიანების საჭიროების დასაბუთება, მუნიციპალიტეტების გაერთიანებით შესაქმნელ მუნიციპალიტეტში შემავალი...
ხმაური ოზურგეთის საკრებულოში მას შემდეგ დაიწყო,  რაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შენობაში გვირგვინის შეტანა სცადეს, თუმცა დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ამის საშუალება არ მისცეს. საკრებულოში თვითმმართველი ქალაქების გაუქმების საკითხზე და სათემო მუნიციპალიტეტის  გაერთიანებაზე მსჯელობდნენ. აღნიშნულ ინიციატივას არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგება. მათი თქმით, ეს ინიციატივა თვითმმართველობის განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი კოკა კიღურაძე აცხადებს, გვირგვინის შეტანა იყო სიმბოლური ხასიათის, რადგანაც ამ ინიციატივით...
თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისის მერის პოსტზე მმართველი პარტიის კანდიდატად, არაოფიციალურად,  იმერეთის ვიცე-გუბერნატორი, "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი გიორგი ჭიღვარია განიხილება.  ჭიღვარია  განმარტავს, რომ ჯერ აღნიშნულ თემაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა შემოთავაზების შემთხვევაში, წინადადებას მიიღებს. "მე ვარ გუნდურად მოთამაშე და ვიზიარებ გუნდის მოსაზრებებს, ისევე როგორც, მივიღებ ამ გამოწვევას, თუ გუნდი მოითხოვს, მაგრამ ჯერ არ ვიცით, ვინ შეიძლება იყოს კანდიდატად დასახელებული" - განაცხადა მან.  გიორგი...
https://www.youtube.com/watch?v=a5zXM8u7zpA კახეთის ხუთი მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოქალაქეები უკვე წელიწადზე მეტია ელექტროენერგიაზე შეღავათებით ვერ სარგებლობენ. ეს იმ დროს, როცა ,“მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლი მოქალაქეს 100 კილოვატ საათამდე ელექტროენერგიის გახარჯვის შემთხვევაში, 50 პროცენტიან შეღავათს უწესებს. “კახეთის ენერგოდისტრიბუციის" მიერ ახალი რეგულაციების უგულებელყოფაზე საუბრობს ენერგოომბუდსმენის თანაშემწე და კომპანიას რეკომენდაციებით მიმართავს. ბრალდებებს დღის ბოლოს ენერგოდისტრიბუციაშიც უპასუხეს.
ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგი სიორიძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები ქალაქ ოზურგეთში წესრიგის წინააღმდეგ გამოდიან. საქმე ეხება ქალაქში გარევაჭრობის თემას, რომელთან დაკავშირებითაც ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. "ქალაქ ოზურგეთის პრობლემა ათეულობით წლების მანძილზე გახლდათ დანაგვიანებული ქუჩები და ტროტუარებზე გამართული გარევაჭრობა, რის გამოც ქვეითებისთვის გადაადგილება შეუძლებელი გახლდათ და მალფუჭებადი პროდუქტის ქუჩაში რეალიზაციის გამო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები მუდმივად დარღვეული...
შვიდი თვითმმართველი ქალაქისათვის უფლებამოსილებების წართმევა, სათემო თვითმმართველობების შემოერთება და საბჭოთა რაიონების დაბრუნება არის კომუნისტობა, - აღნიშნული განცხადებით ”რესპუბლიკური პარტია” თვითმმართველ ქალაქებთან და სათემო მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება. "2014 წელს დაწყებული ადგლობრივი თვითმმართველობის რეფორმა დასაწყისშივე შეფერხდა ხელისუფლებაში მყოფი რეტროგრადების მიერ. თუმცა ასეთ ვითარებაში მოხერხდა მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევის შემოღება და 7 ახალი თვითმმართველი ქალაქის გაჩენა, რაც რესპუბლიკელების განსაკუთრებული...
​თბილისში წლის ბოლომდე 10-მდე მეტროსადგური შშმ პირებზე ადაპტირდება. დაგეგმილია სპეციალური რკინის კონსტრუქციის შემოტანა, რომლითაც ეტლით მოსარგებლე ესკალატორზე გადაადგილებას შეძლებს, - ამის შესახებ “საზოგადოებრივს” ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა განუცხადა. მამუკა მუმლაძის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს პროექტის დეტალების დახვეწა,მეტროსადგურების შერჩევა და დაფინანსების მოძიება. პროცესი სავარაუდოდ 2 კვირაში დასრულდება და დაიწყება მუშაობა. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროს თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული წინადადება, აპრობირებულია ევროპის...
ხვალ, 18 მაისს, 11:00 საათზე საქართველოს ხუთ ქალაქში - თბილისში, თელავში, გორში, ოზურგეთსა და ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრესკონფერენციებს გამართავენ. პრესკონფერენციების თემაა: 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებისა და მათი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების თაობაზე ხელისუფლების ინიციატივა. ორგანიზაციები, ასევე, მიიღებენ მიმართვას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებებისადმი. მიმართვის ტექსტი პრესკონფერენციების მიმდინარეობისას გამოქვეყნდება. პრესკონფერენციები გაიმართება: თბილისში - 11:00 საათზე ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში (ჭოველიძის ქ N10); თელავში - 11:00...
ცვლილებებია მოსალოდნელი თვითმმართველობებშიც. თბილისის გარდა, ყველა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს მხოლოდ ერთი ხელმძღვანელი ეყოლება და ის მერი იქნება. ეს იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელსაც რეგიონული განვითარების სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარმოადგენს. არგუმენტად მერის და გამგებლის ფუნქციების დუბლირება და გაზრდილი ხარჯები სახელდება. გეგმის მიხედვით, თვითმმართველ ქალაქებში მერიის და გამგეობის შერწყმა მოხდება, გაერთიანდება ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და გაიზრდება საკრებულოების როლი.  ინიციატივას უკვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები. თვითმმართველი ქალაქის იდეა...
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დამოუკიდებელმა გასაჩივრების მექანიზმმა დააკმაყოფილა მწვანე ალტერნატივას საჩივარი დარიალი ჰესის პროექტთან მიმართებაში. არასამტავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" ინფორმაციით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)  დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა  ბანკის დამოუკიდებელი გასაჩივრების მექანიზმის (PCM) მიერ მომზადებული ანგარიში, რომლის თანახმადაც, EBRD-მ დაარღვია საკუთარი გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკით განსაზღვრული მოთხოვნები, როცა მიიღო გადაწყვეტილება დარიალი ჰესის დაფინანსების თაობაზე. ამ ნაბიჯით, ბანკმა გაიზიარა ...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა. გამგებლის, ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით, გია ლუკავამ და თენგიზ ფიფიამ პოსტები საკუთარი განცხადებების საფუძველზე დატოვეს. გამგებელმა არ იცის, უკავშირდება თუ არა მათი გადაწყვეტილებები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში 14 მაისის ავტოავარიას, რომელსაც ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, საჭესთან გია ლუკავა იჯდა, ავტომობილში იმყოფებოდა თენგიზ ფიფია. შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. გია ლუკავა ქუთაისის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ