ოზურგეთის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

796

ხმაური ოზურგეთის საკრებულოში მას შემდეგ დაიწყო,  რაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შენობაში გვირგვინის შეტანა სცადეს, თუმცა დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ამის საშუალება არ მისცეს. საკრებულოში თვითმმართველი ქალაქების გაუქმების საკითხზე და სათემო მუნიციპალიტეტის  გაერთიანებაზე მსჯელობდნენ.

აღნიშნულ ინიციატივას არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგება. მათი თქმით, ეს ინიციატივა თვითმმართველობის განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედებს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი კოკა კიღურაძე აცხადებს, გვირგვინის შეტანა იყო სიმბოლური ხასიათის, რადგანაც ამ ინიციატივით თვითმმართველობა სამარდება.

წყარო: პირველი არხი