ხვალ, 18 მაისს, 11:00 საათზე საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, თელავში, გორში, ოზურგეთსა და ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრესკონფერენციებს გამართავენ.
პრესკონფერენციების თემაა: 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებისა და მათი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების თაობაზე ხელისუფლების ინიციატივა.
ორგანიზაციები, ასევე, მიიღებენ მიმართვას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებებისადმი. მიმართვის ტექსტი პრესკონფერენციების მიმდინარეობისას გამოქვეყნდება.
პრესკონფერენციები გაიმართება:
თბილისში – 11:00 საათზე ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში (ჭოველიძის ქ N10);
თელავში – 11:00 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (ვაჟა–ფშაველას ქ. N3);
გორში – 11:00 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (სტალინის ქ. N7);
ოზურგეთში – 11:00 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (ჭავჭავაძის ქ. N14);
ზუგდიდში – 11:00 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (რუსთაველის ქ. N52).