ქუთაისის საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა განიხილეს. ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განცხადებით, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება. მისი თქმით, სხვა სამუშაოებთან ერთად ადგილზე უნდა მოეწყოს რეკრეაციული ზონა, რისთვისაც უნდა განაშენიანდეს ტყე. ასევე საჭიროა მოწესრიგდეს წყალგაყვანილობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ამისთვისაც კი ჯერ განაშენიანების გეგმა უნდა დამტკიცდეს. საკითხთან დაკავშირებით დეპუტატებმა მერს კითხვებით მიმართეს. „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლის, სამსონ გუგავას...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქალაქ ოზურგეთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს შესათანხმებლად გაუგზავნა წინადადებები რომელიც გულისხმობს ამ ორი მუნიციპალიტეტის  კვლავ გაერთიანებას. ქ. ოზურგეთში აღნიშნულ საკითხზე ჩატარდა რამდენიმე შეხვედრა, სადაც საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს საკრებულოს წევრებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, მოქალაქეებმა, გროვდება ხელმოწერები როგორც ქალაქის ასევე სათემო მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით. თვითმმართველი ქალაქებისა და სათემო მუნიციპალიტეტების გაერთიანებას, არ იზიარებს ადგილობრივი საზოგადოების...
https://www.youtube.com/watch?v=MZjdOrQ5t2M&feature=youtu.be ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ირმა პავლიაშვილი თვითმმართველი ქალაქების სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების საკითხზე საუბრობს.
არასამთავრობო ორგანიზაციები 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებისა და მათთვის სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების თაობაზე ხელისუფლების ინიციატივას აკრიტიკებენ. "კანონპროექტის შემუშავების პროცესი წარიმართა საზოგადოების წარმომადგენლების და ექსპერტების ყოველგვარი ჩართულობის გარეშე", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი პრეზიდენტს მიმართავენ, დანიშნოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი და ამბობენ, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა ინიციატივის განხორციელებამ, სულ ცოტა, 2022 წლამდე გადაიწიოს. თვითმმართველო ქალაქების გაუქმების საკითხზე განცხადება 5 ქალაქში: თბილისში, თელავში, გორში, ოზურგეთსა და ზუგდიდში ერთდროულად...
საქართველოს პრეზიდენტი თვითმმართველობის რეფორმას გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უფრო ლოგიკური იქნება, თუ ხალხი და თვითმმართველობა ერთმანეთს მჭიდროდ მიებმება. "დღეს თურმე ჩვენ წინაშე დგება საკითხი - თვითმმართველობა ცუდია თუ კარგია. შეუმცდარი არავინაა. როდესაც შენ ცენტრიდან მართავ, ვერც გაგიბედავენ გითხრან რომ შეცდომა დაუშვი. მაგ დროს ხდება ხოლმე, არასწორად ხიდს რომ აფეთქებენ, რომელიც თურმე ასაშენებელი კი არა, შარშან აშენებულია. თბილისიდან ვერ დაინახავ, ხიდი მუშაობს თუ არა....
https://www.youtube.com/watch?v=Sg4wVjvV6iM&feature=youtu.be სამთავრობო კომისიის წერილის განხილვას ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს იურიდიულ და სამანდატო კომისიის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. საკითხი თემის და ქალაქის მუნიციპალიტეტის გაერთიანებას შეეხებოდა, რაც ოპოზიციის და შეხვედრის მონაწილე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა კრიტიკის საგნად იქცა. სხდომა  დამთავრებამდე დატოვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ იმ საბაბით, რომ აღნიშნულ „ფარსში“ მონაწილეობას არ მიიღებდა. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა „სამოქალაქო აქტივიზმისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელ...
ხვალ ქალაქ თელავის საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ თვითმმართველი ქალაქისა და სათემო მუნიციპალიტეტის გაერთიანების საკითხს. ცვლილების ინიციატორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა. დაგეგმილი ცვლილებებით 14-დან 7 თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებაა მოსალოდნელი. ხელისუფლების ინიციატივით, 14 მუნიციპალიტეტიდან 7 თვითმმართველი ქალაქი უნდა გაუქმდეს და მათგან შვიდი ახალი მუნიციპალიტეტი შეიქმნას. შეგახსენებთ, რომ დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა აპრესკონფერენცია გამართეს. მათ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი თემის საკრებულოს...
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო მომდევნო კვირაში გეგმავს განიხილოს მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხი. ამის შესახებს "ლაივპრესს" საკრებულოს იურდიულ, სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სარიამ განუცხადა. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვას, საკრებულოებმა მხარი არ დაუჭირონ აღნიშნულ საკითხს მოსახლეობასთან კონსულტაციების გარეშე, ნუგზარ სარიამ აღნიშნა, რომ ეს მათი ინიციატივა არ არის და შესაბამისად არც საჯარო შეხვედრების გამართვას გეგმავენ. მისი სიტყვებით,...
საქართველოს ხუთ ქალაქში - თბილისში, თელავში, გორში, ოზურგეთსა და ზუგდიდში - ერთდროულად გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა პრესკონფერენცია 12-დან 7 თვითმმართველი ქალაქის შესაძლო გაუქმების თემაზე. 21 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საზოგადოებასთან კონსულტაციის გარეშე მოამზადა და მუნიციპალიტეტებში „შესათანხმებლად“ გაგზავნა ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს 14 მუნიციპალიტეტის, მათ შორის შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმებას და საბჭოთა რაიონების...
გორში არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებას. დღეს 15-მა ორგანიზაციამ გორის მუნიციპალიტეტის ქალაქისა და სათემო საკრებულოების წევრებს მიმართა და მოუწოდა მხარი არ დაუჭირონ თვითმმართველ ერთეულთა შერწყმის საკითხს. საქართველოს მთავრობა კი ჩქარობს. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე მოამზადა და საკრებულოებს განსახილველად გაუგზავნა 7 თვითმმართველი ქალაქისა და 7 სათემო მუნიციპალიტეტის კვლავ გაერთიანების შესახებ წინადადებები. მიმართვის ტექსტში არასამთავრობო ორგანიზაციების...
საკრებულოს სხდომის დასრულებისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესასვლელში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში კოკა კიღურაძემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია და მისცა ჩვენება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ. "ვითხოვ ბოდიშის მოხდას, რადგან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში შემიზღუდეს გამოხატვის თავისუფლება და არ მომცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება. მინდოდა, დამეფიქსირებინა პოზიცია საკრებულოს მიმართ, რადგან მათ მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის გაერთიანებას",  - აღნიშნა კოკა კიღურაძემ. შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დღევანდელ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე მოამზადა და საკრებულოებში განსახილველად გააგზავნა 7 თვითმმართველი ქალაქისა და 7 სათემო მუნიციპალიტეტის კვლავ გაერთიანების შესახებ წინადადებები. რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ცოტა ხნის წინ მკაფიოდ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომ აღნიშნული ინიციატივა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. თვითმმართველი ქალაქებისა და სათემო მუნიციპალიტეტების გაერთიანებას, არ იზიარებს ადგილობრივი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც, რაც რეგიონებში კონსტიტუციის განხილვისასაც ნათლად...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ