ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება

645

ქუთაისის საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა განიხილეს.

ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განცხადებით, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება.

მისი თქმით, სხვა სამუშაოებთან ერთად ადგილზე უნდა მოეწყოს რეკრეაციული ზონა, რისთვისაც უნდა განაშენიანდეს ტყე. ასევე საჭიროა მოწესრიგდეს წყალგაყვანილობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ამისთვისაც კი ჯერ განაშენიანების გეგმა უნდა დამტკიცდეს.

საკითხთან დაკავშირებით დეპუტატებმა მერს კითხვებით მიმართეს.

„ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლის, სამსონ გუგავას განცხადებით, 2012 წლიდან დაიწყო საუბარი უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ, თუმცა კონკრეტული თარიღი, თუ როდის დაიწება მშენებლობა, ან დაიწყება თუ არა, ჯერ კიდევ არაა ცნობილი.

“თავისუფალი საქართველოს” დეპუტატის, ამირან ძოწენიძის განცხადებით კი, საუნივერსიტეტო ქალაქის სანაცვლოდ, ქუთაისმა, შესაძლოა, საპარლამენტო ქალაქის სტატუსი დაკარგოს.

წყარო: ინტერპრესნიუსი