15 ხმა 12-ის წინააღმდეგ - ასე დასრულდა გორის თემის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც დღეს დეპუტატებმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადება ქალაქ გორისა და გორის თემის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შესახებ განიხილეს. სხდომა კამათის ფონზე წარიმართა. საკრებულოს წევრთა ნაწილი თემის ქალაქთან მიერთების წინააღმდეგი იყო. საბოლოოდ, საკრებულომ გადაწყვეტილება გაერთიანების სასარგებლოდ მიიღო. აღსანიშნავია, ანალოგიური გადაწყვეტილება ქალაქ გორის საკრებულომაც ცოტა ხნის წინ მიიღო. 9 ხმით 4-ის...
https://www.youtube.com/watch?v=tMxGUh-RHqI დეპუტატებმა კომენტარი თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების საკითხზე გააკეთეს, კანონპროექტის თანახმად უნდა მოხდეს 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმება და სათემო მუნიციპალიტეტებთა შეერთება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევენ ფოფხაძე მიიჩნევს რომ საკითხი დამატებით კონსულტაციებს მოითხოვს, იმისთვის რომ სტატისის ჩამორთმევამ თვითმმართველობის შესუსტება არ გამოიწვიოს.
9 ხმით 4-ის წინააღმდეგ - ქალაქ გორის საკრებულომ ქალაქის გაუქმებას და მის სათემო მუნიციპალიტეტთან გაერთიანებას მხარი დაუჭირა. ქალაქ გორში საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებს სთხოვდნენ, არ მიეღოთ გადაწყვეტილება ქალაქის გაუქმების სასარგებლოდ. "საკრებულოს წევრები რომ გახდით, ჩვენ იმ პროგრამის გამო მოგეცით ხმა, რაც გქონდათ. ღირებულებები დაიბრუნეთ", - მიმართა მოქალაქე არინა თავაქარაშვილმა საკრებულოს წევრებს, რასაც საკრებულოს...
დღეს, 19 მაისს, 15:00 საათზე, ახალციხისა თემისა და ქალაქის საკრებულოებში ჩანიშნულია სხდომა, რომელზეც თვითმმართველი ქალაქისა და თემის კვლავ გაერთიანების საკითხი განიხილება. 7 თვითმმართველი ქალაქისა და 7 სათემო მუნიციპალიტეტის კვლავ გაერთიანების შესახებ წინადადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა და საკრებულოებში განსახილველად გააგზავნა, მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართევლი ერთეულების გაერთიანებას ეწინააღმდეგებიან ყველა ამ ქალაქში და მათ შორის, ცხადია, ახალციხეშიც. ადგილობრივმა მოსახლეობამ არაერთხელ...
ქალაქ ზუგდიდის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ეხმიანება ხელისუფლების ინიციატივას 2014 წელს შექმნილი 7 ახალი თვითმმართველი ქალაქისა და ამდენივე თვითმმართველი თემის გაუქმება-გაერთიანების თაობაზე. განცხადებაში ასევე ასახულია იმ მოქალაქეთა მოსაზრებები, რომელბმაც არაერთხელ მიმართეს მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და ეწინააღმდეგებიან ზუგდიდისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევას. როგორც საბჭოს წევრებს, ასევე ქალაქ ზუგდიდის მცხოვრებთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ხელისუფლების მიერ გაცხადებული სურვილის განხორციელება ცალსახად დააზარალებს ქვეყნის დემოკრატიზაციისა...
ქალაქ გორის საკრებულოში თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის გაერთიანების საკითხს განიხილავენ. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.  დეპუტატთა ნაწილი გაერთიანების  მომხრეა, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯია და ეწინააღმდეგება, როგორც ქალაქის, ასევე, სათემო მუნიციპალიტეტის ინტერესებს.  სხდომას მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციიების წარმომადგენლები ესწრებიან, რომლებიც ასევე ეწინააღმდეგებიან გაერთიანებას.
ქალაქ ოზურგეთში დღეს საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. საკრებულოს დღეს უნდა ემსჯელა ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებასა და მისი სათემო მუნიციპაიტეტთან გაერთიანების თაობაზე. სხდომა 12 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა, ის არ შედგა. საკრებულოს სხდომა ორშაბათს, 22 მაისს გაიმართება. https://www.youtube.com/watch?v=YK_ULRgcaMg&feature=youtu.be
მეცოდებით! ყოჩაღ თქვენ! - ამ სიტყვებით დასრულდა ქალაქ თელავის საკრებულოს სხდომა. მოქალაქეები საკრებულოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილებას არ მალავდნენ. თელავმა თემთან შეერთების გადაწყვეტილება მიიღო. 7 მომხრე და 6 წინააღმდეგი - ასე განაწილდა საკრებულოს წევრთა ხმები. სხდომა დილის 10 საათზე დაიწყო და ის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოქალაქეებს შორის ცხარე კამათის ფონზე წარიმაართა. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარეს სთხოვდნენ, დაესაბუთებინა, თუ რატომ იქნება...
ამ წუთებში ქალაქ თელავის საკრებულოში ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებისა და მისი თელავის სათემო მუნიციპალიტეტთან გაერთიანების საკითხის განხილვა მიმდინარეობს. სხდომას ესწრებიან, ასევე, ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე და თელავის გუბერნატორის თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი. სხდომას,ადგილობრივი ხელისუფლების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებიან. სხდომაზე თელავში მცხოვრებმა ნიკა შარვაშიძემ საკრებულოს წევრებს მათ მიერ მომზადებული სპეციალური განცხადება გააცნო. არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 14 მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილი გაუგზავნა, რომლითაც ითხოვს საკრებულოებმა იმსჯელონ ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე. საუბარია 7 თვითმმართველი ქალაქის, თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხის სტატუსის გაუქმებაზე. წერილი 15 მაისით არის დათარიღებული და ხელს მინისტრის მოადგილე, საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე კახაბერ გულედანი აწერს. „ეფექტური ადგილობრივი თვითმმართველობა წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ...
რადიო "თავისუფლება" თვითმმართველი ქალაქებისთვის თვითმმართველი თემების შეერთების სამთავრობო ინიციატივის მხარდასაჭერად მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე ზეწოლა მიმდინარეობს, - აღნიშნულია 21 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში, რომლის ადრესატები პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არიან. განმცხადებლები დაუშვებლად მიიჩნევენ, თვითმმართველი ქალაქებისა და თემებისთვის სტატუსის გაუქმების თაობაზე სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების განხორციელების პროცესი ფართო საზოგადოების ჩართულობის გარეშე წარიმართოს. შესაბამისად,...
ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, თვითმმართველობის კოდექსში სერიოზული ცვლილებების შეტანა იგეგმება. რა პრობლემები აქვთ დღევანდელ თვითმმართველ ერთეულებს და რა შეიცვლება დეცენტრალიზაციის პროცესში - სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკი და ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი "მთავარის" სტუდიაში. https://www.youtube.com/watch?v=2-N_CqGC-YE&feature=youtu.be
https://www.youtube.com/watch?v=TDYgB5hwdCU არასამთავრობო ორგანიზაციები თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას და სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანებას უპირისპირდებიან. დღეს ხმაურის ფონზე წარიმართა საკრებულოს სხდომა ოზურგეთის თემში. საკრებულომ დააკმაყოფილა რეგიონული განვითარების სამინისტროს მოთხოვნა და ქალაქ ოზურგეთთან გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზში გვირგვინის, როგორც თვითმმართველობის დასამარების სიმბოლოს, შეტანა სცადეს, თუმცა, მათ ადმინისტრაციული შენობის დაცვის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ და შენობაში არ შეუშვეს.  
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობაზე გრიგოლ ნემსაძე დაინიშნა. როგორც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია იუწყება, გრიგოლ ნემსაძეს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. არის კვალიფიციური ეკონომისტი და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის მაგისტრი. "იგი წლების მანძილზე მუშაობდა საბანკო სექტორში წამყვან თანამდებობებზე. გრიგოლ ნემსაძე დღემდე იკავებდა სააქციო საზოგადოება "ევექსის" (ამჟამად სს GHG) საოპერაციო დირექტორის პოსტს. შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა",- აცხადებენ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში. გრიგოლ ნემსაძე  ქვემო ქართლის...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საბავშვო ბაგა-ბაღის გამგე თელავის თვითმმართველი თემის ბაღების გაერთიანებას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. imedinews-თან საუბარში მაია ბლუიშვილი ამბობს, რომ მისმა ხელმძღვანელმა დღეს დაიბარა და გათავისუფლების ბრძანებაზე ხელის მოწერას აიძულებდა, რაზეც მან უარი განაცხადა. წინააღმდეგობის მიუხედავად, ბლუიშვილი სამსახურიდან მაინც გაათავისუფლეს. უკვე ბაღის ყოფილი გამგე ამბობს, რომ გუშინ სოფელ ყარაჯალის ბაღში მონიტორინგის სამსახური შევიდა. მონიტორინგის ჯგუფმა დააფიქსირა, რომ აღსაზრდელების სადილის შემდეგ ერთი...
კომპანია "სითი ინსტიტუტი" თბილისის გენერალურ გეგმას დედაქალაქის მერიას 5 ივნისს წარუდგენს. ამის შესახებ "საქმის კურსს" გენერალურ გეგმაზე მომუშავე კომპანიის წარმომადგენელმა მამუკა სალუქვაძემ განუცხადა. მისი თქმით, გენერალური გეგმა თბილისის მერიის სამსახურებთან ერთად განიხილეს და მათგან გარკვეული შენიშვნები და რეკომენდაციები მიიღეს. "ეს არ იყო ძირეული ცვლილებები გენერალურ გეგმაში, იყო ტექნიკური ხასიათის შენიშვნები, რომელთა ჩასწორებასაც დრო სჭირდებოდა, ამიტომ მერიაში გენერალური გეგმის წარდგენის ვადამ 20...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ