ქალაქ ოზურგეთში დღეს საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. საკრებულოს დღეს უნდა ემსჯელა ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებასა და მისი სათემო მუნიციპაიტეტთან გაერთიანების თაობაზე.
სხდომა 12 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა, ის არ შედგა. საკრებულოს სხდომა ორშაბათს, 22 მაისს გაიმართება.