დავა თვითმმართველი ქალაქების გაუქმების გამო

772

არასამთავრობო ორგანიზაციები თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას და სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანებას უპირისპირდებიან. დღეს ხმაურის ფონზე წარიმართა საკრებულოს სხდომა ოზურგეთის თემში. საკრებულომ დააკმაყოფილა რეგიონული განვითარების სამინისტროს მოთხოვნა და ქალაქ ოზურგეთთან გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზში გვირგვინის, როგორც თვითმმართველობის დასამარების სიმბოლოს, შეტანა სცადეს, თუმცა, მათ ადმინისტრაციული შენობის დაცვის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ და შენობაში არ შეუშვეს.