ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა ახმეტის ცენტრში სასმელი წყლის ყველა წერტილი ბიუჯეტის დაზოგვის მოტივით გააუქმებინა, მეორე დღეს კი იმავე ბიუჯეტის ხარჯზე ამერიკის შეერთებულ შტატებში 11-დღიანი მივლინებით გაემგზავრა. გამგებლის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ეს ბექა ბაიდაურის მესამე ვიზიტია აშშ-ში. საერთო ჯამში მან 10-ზე მეტ სახელმწიფოში რამდენჯერმე იმოგზაურა. ახმეტის გამგებელი ბექა ბაიდაური 2015-2016 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ორჯერ იმყოფებოდა 7 -7 დღით. მივლინების ოფიციალურ...
ერთ საათში ქალაქ ოზურგეთში დაიწყება საკრებულოს სხდომა, რომელზეც ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის თემის გაერეთიანების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივას განიხილავენ. ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გოგუაძე მიიჩნევს, რომ ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანება არ უნდა მოხდეს, ვინაიდან მეტი ტერიტორიული დაყოფა მეტ თვითმმართველობას ნიშნავს. Droa.ge საკრებულოს სხდომის ჩატარებამდე ნინო გოგუაძეს ესაუბრა: -ქალბატონო ნინო, საკითხის განხილვამდე თქვენი პირადი პოზიცია...
თბილისის მერიამ და „თბილისის განვითარების ფონდმა“ ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მუზეუმების განვითარების პროგრამით ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და „თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა“ გიორგი ბაიდარაშვილმა დაათვალიერეს. მუზეუმს სრული რეაბილიტაცია უტარდება. დაგეგმილია, როგორც შენობის რესტავრაცია-რეკონსტრუქცია, ასევე შიდა ეზოსა და ინტერიერის აღდგენა და კეთილმოწყობა. მუზეუმის ტერიტორიაზე შიდა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები მთლიანად...
ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანებას ეწინააღმდეგებიან და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს თხოვნით მიმართვენ, მხარი არ დაუჭირონ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივას თვითმამრთველი ქალაქების გაუქმებასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე მათ დღეს საიას ოზურგეთის ოფისში პრესკონფერენცია გამართეს. “მოგახსენებათ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2017 წლის 15 მაისის #01/1628 წერილით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის...
თვითმმართველი ქალაქ ზუგდიდის და ზუგდიდის თემის მუნიციპალიტეტის შესაძლო გაერთიანება გააპროტესტეს დღეს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს შენობასთან, სადაც რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა და მათმა მხარდამჭერებმა გვირგვინი მიიტანეს. აქციაში "თავისუფალი საქართველოს" და "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები მონაწილეობენ. ისინი საკრებულოს სხდომაზე დასწრებას აპირებენ, რომელზეც სწორედ ამ სამთავრობო ინიციატივის მხარდაჭერის საკითხი განიხილება და რომელიც, მათივე ინფორმაციით, დღეს გაიმართება. „მივმართავ გიორგი კვირიკაშვილს: ძმაო გიორგი, ჩემი თაობის კაცო,...
ფოტო: დაჯი ჩხიკვაძე
ხმაური მოჰყვა სუვენირების ჯიხურების აღებას ბათუმში. გოგებაშვილის ქუჩაზე, საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე სუვენირების ჯიხურები ღამით აიღეს. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, რადგან ჯიხურების აღებას მოვაჭრეთა უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი ბათუმის მერიამ რამდენიმე თვის წინ გააფრთხილა და ალტერნატიული სავაჭრო ადგილები შესთავაზა. მოვაჭრეების განმარტებით, მერია 70 ადამიანს 25 ჯიხურს და მორიგეობით ვაჭრობას სთავაზობს, რაც მათთვის მიუღებელია. სანაპირო ზოლში ყველა ჯიხური აღებულია და სუვენირებთან ერთად საწყობშია გადატნილი. "ვაჭრობა უკანონოა,...
ზუგდიდისა და ოზურგეთისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებაზე დღეს იმსჯელებენ. ამ ქალაქების საკრებულოები სხდომებს გამართავენ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივას თვითმმართველი ქალაქების სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შესახებ განიხილავენ. ქალაქ ოზურგეთში საკრებულოს სხდომა 19 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა, ის კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. საკრებულოს სხდომა დღეს, 22 მაისს, 16:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ საკრებულოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება ქალაქ...
ქობულეთში გამგეობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საპირფარეშოების რეაბილიტაციას და ახალი მოსაცდელების მშენებლობას გეგმავს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ასევე, ამბულატორიის შენობას სოფელ ბობოყვათში და რამდენიმე არსებულ მოსაცდელს. ამ მომსახურების შეძენაზე გამგეობას ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული, საერთო თანხით – 63 120 ლარი. ქობულეთის ტერიტორიაზე არსებული საპირფარეშოებისა და ამბულატორიის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე 23 400 ლარია გათვალისწინებული; სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე წყარო: ბათუმელები
წელს საფერავის ჯიშის ყურძენზე სუბსიდირება არ განხორციელდება, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, საფერავის ჯიშის ყურძენზე სუბსიდირების განხორციელების საჭიროება არ არსებობს. მინისტრის განმარტებით, ასევე მოლოდინები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ სუბსიდირება არ განხორციელდეს რქაწითელის ჯიშის ყურძენზეც. დავითაშვილის განცხადებით, უკვე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საფერავის ჯიშზე სუბსიდირება არ განხორციელდეს, ხოლო მთავრობაში სხვა ჯიშის ყურძენთან დაკავშირებით სუბსიდირების...
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის ასაშენებლად ყოფილი "ლითოფონის ქარხნის" ტერიტორია შეირჩა. აუზის მოსაწყობად საპროექტო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ განუცხადა. "ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მოსაწყობად რამდენიმე ადგილი განვიხილეთ, ბოლოს შეირჩა ლითოფონის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც მერიის ბალანსზე იყო. ტერიტორიის ნაწილი, რომელიც სხვა კომპანიას ეკუთვნოდა, გადავცვალეთ. ამის შემდეგ ვაპირებდით დაპროექტებას, მაგრამ მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, რომ...
ქუთაისის "მწერალთა სახლის" ადგილზე სასტუმრო შენდება. ინფორმაცია დღეს ქუთაისის მერმა დაადასტურა. შოთა მურღულიას თქმით, "მწერალთა სახლის" შენობა ამორტიზებული და მოუწესრიგებელია, რის შესახებაც ინფორმაცია მედიით არაერთხელ გავრცელდა, ამიტომ "მწერალთა სახლის" ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, მოხდა ტერიტორიის გასხვისება. "შენობა ამორტიზებულია, ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტოების მიერ ხშირად ვრცედებოდა ინფორმაცია, ამიტომ მოხდა გასხვისება. ადგილზე განხორციელდება  ინვესტიცია. პირობის თანახმად, პირველ სართულზე განთავსდება "მწერალთა სახლის" ოფისები, "აქ იმუშავებენ მწერლები და...
ქუთაისის ბოტანიკური ბაღში შესვლა ფასიანი გახდა. საკითხი ქალაქის საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანეს, რომელსაც დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. პროტესტი „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელმა სამსონ გუგავამ გამოთქვა. "მოქალაქეებს ერთადერთი რეკრეაციული ზონა აქვთ ქალაქში და ბიუჯეტს შესაბამისი თანხა კი მოეპოვება, რომ ადგილობრივებს ეს სიამოვნება ფასიანი არ გავუხადოთ", - განაცხადა მან. მერის თქმით, საკმაოდ დიდი ჩამონათვალია იმ ადამიანების, რომლებსაც ბაღში შესვლა უფასოდ შეუძლიათ. ესენი არიან შმმ...
მუნიციპალური ავტობუსების შესაღებად „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ყვითელ, ლიმონისფერ და ვერცხლისფერ საღებავს შეისყიდის. „ავტოტრანსპორტში“ აცხადებენ, რომ ავტობუსები ეტაპობრივად, საჭიროებისდა მიხედვით შეიღებება – ზოგი ნაწილობრივ, ზოგი მთლიანად. სატრანსპორტო საშუალებების შეღებვისთვის საჭირო 7 სახეობის 1100 ერთეული მასალის შესაძენად „ავტოტრანსპორტი“ მაქსიმუმ 35 593 ლარს გადაიხდის. საღებავების საგარანტიო ვადა ერთი წელი მაინც უნდა იყოს.   სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე წყარო: ბათუმელები
ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან, სიჩქარის მარეგულირებელი კუნძულები კეთდება. გახშირებული ავარიების გამო, ქალაქში კუნძულებთან ერთად შუქნიშნებიც დამონტაჟდება. 9 აპრილის ქუჩაზე უსაფრთხოების კუნძულებისა და შუქნიშნების მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 104 000 ლარი იხარჯება. გასულ წელს ქალაქში 24 სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი და 6 ახალი შუქნიშანი დამონტაჟდა. წყარო: იმედინიუსი ფოტო: იმედინიუსი
კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელები მოეწყობა. ინფორმაციას მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, ორივე რეგიონისთვის ნარჩენების ინტეგრირებული მართვის ტექნიკურ-ეკონომიკური  კვლევის ანგარიში უკვე მზადაა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, ასევე  რესურსების აღდგენისა და ნარჩენების ვალორიზაციის საკითხებს. ნარჩენების მართვის სიტუაციის გაუმჯობესებაში  საქართველოს მთავრობას გერმანიის განვითარების ბანკი ეხმარება. რეგიონული ნაგავსაყრელების მოწყობის შემდეგ, ამ რეგიონებში არსებული ნაგავსაყრელები სტანდარტების შესაბამისად დაიხურება.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ