ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან, სიჩქარის მარეგულირებელი კუნძულები კეთდება. გახშირებული ავარიების გამო, ქალაქში კუნძულებთან ერთად შუქნიშნებიც დამონტაჟდება.
9 აპრილის ქუჩაზე უსაფრთხოების კუნძულებისა და შუქნიშნების მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 104 000 ლარი იხარჯება. გასულ წელს ქალაქში 24 სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი და 6 ახალი შუქნიშანი დამონტაჟდა.
წყარო: იმედინიუსი
ფოტო: იმედინიუსი