თელავში მორიგი სალოტბარო სკოლა გაიხსნა. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით 2015 წლიდან ეტაპობრივად იხსნება სალოტბარო სკოლები, სადაც სწავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. სკოლის დამთავრების შემდეგ კი წარჩინებული მოსწავლეები სწავლას გააგრძელებენ გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში. უკვე ფუნქციონირებს 18 სალოტბარო სკოლა, სადაც საუკეთესო ლოტბარები და რეგენტები 700-მდე ბავშვს უფასოდ ასწავლიან...
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ თოფჩიშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს ეროვნული უმცირესობების მდგომარეობის, თანასწორობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი წარმოადგენდა. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც მიმოიხილეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ 2015-2016–2017 წლის განმავლობაში, კულტურის სფეროში ეროვნული უმცირესობების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული...
კაფე „ფანტაზიის“, ე.წ. „რვაფეხას“ სარესტავრაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. სამუშაოებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აწარმოებს.  ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. „რვაფეხა“ ბათუმის ბულვარში მდებარეობს. „ობიექტი დაუბრუნდება თავის პირვანდელ სახეს, იფუნქციონირებს კაფე, სპეციალურად  მოეწყობა კაფემდე მისასვლელი გზა, ასევე იმუშავებს პატარა შადრევნებიც“. სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე   წყარო: ბათუმელები  
"არ მგონია, საარჩევნო სისტემაზე ვენეციის კომისიის შენიშვნების საპირწონედ დღეს არსებული სისტემა განიხილებოდეს", - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვანისა და ხონის მაჟორიტარმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა. თავად ლილუაშვილი მაჟორიტარული სისტემის შეცვლას უჭერს მხარს: - "საარჩევნო სისტემის შეცვლა და მეტი დემოკრატიისაკენ წასვლა თავად ჩვენი სურვილი იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული ნებისმიერი შენიშვნა და რეკომენდაცია...
ხვალ ბათუმში სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე ქედასა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სოფლის განვითარების ახალ პროექტებს წარადგენენ. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლების, აჭარის მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ევროკავშირის მიერ აჭარაში მხარდაჭერილ პროექტებს „სოფლის განვითარების და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ და „ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმიზაცია სოფლის განვითარებისთვის ქედას მუნიციპალიტეტში“ ორგანიზაციები საქართველოს კარიტასი (Caritas...
„ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის განცხადებით, 2017 წლის 4 თვის მონაცემებით, აჭარის მასშტაბით,  2 391 ოჯახს სახელმწიფომ სოციალური შემწეობა მოუხსნა. „ჩვენ ეს მონაცემები გამოვითხოვეთ სოციალური მომსახურების სააგენტოდან. ბათუმში 552 ოჯახს შეუწყვიტეს სოციალური დახმარება, ქობულეთში – 479, ხელვაჩაურში – 279, ქედაში – 277, შუახევში – 284 ხულოში კი – 520. ჩვენ ვითხოვთ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ გაგვცეს პასუხი,  რეალურად, რა მოხდა...
https://www.youtube.com/watch?v=E4VKeMRIGvU ქალაქის და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხი და ზუგდიდისთვის თვითმმართველის სტატუსის ჩამორთმევა აქტუალობას არ კარგავს. მიუხედავად ადგილობრივი საკრებულოების მხარდაჭერისა რეგიონული განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის ინიციატივით მიმართ, მსჯელობა აღნიშნულთან დაკავშირებით კვლავ გრძელდება. „ლაივპრესმა“ კითხვით მიმართა ზუგდიდის მცხოვრებლებს, რას ფიქრობენ ისინი მოსალოდნელ ცვლილებებზე. გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობა ამბობს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე მათთვის მოსაზრება უნდა ეკითხათ, რაც არ მომხდარა. წყარო: ლაივპრესი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 22 მაისს გამართული სხდომის ოქმი, სადაც მხარი დაუჭირეს თემის და ქალაქის მუნიციპალიტეტების გაერთიანებას, ერთი კვირის შემდეგ გამოაქვეყნა. მასში ვკითხულობთ არგუმენტებს, რატომ ეთანხმება რეგიონული განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის წინადადებას საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზია. მისი განმარტებით, 2014 წელს განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმა იყო მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიისა და თვითმმართველობის განვითარებისთვის, რომელმაც შექმნა ძლიერი ფუნდამენტი თვითმმართველობის შემდგომი პროგრესისთვის. ნატალია...
ფრაქცია „ზუგდიდის“ წევრები იყვნენ დეპუტატები, რომლებმაც 22 მაისს გამართულ სხდომაზე, სხვა დეპუტატების მსგავსად მხარი დაუჭირეს რეგიონული განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის წერილს, თემის და მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხზე. ფრაქციის წევრის გიორგი თოდუას თქმით, წარმოდგენილ ინიციატივაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საკრებულოს როლი და ფუნქციები საგრძნობლად გაიზარდა. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ამბობს - ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირებული იყო საკრებულოს ეს ფუნქციები და ამ თვალსაზრისით...
თვითმმართველი ქალაქების გაუქმებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მიმართეს და შეხვედრა სთხოვეს. ოფიციალური წერილი მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს შევიდა. "7 თვითმმართველი ქალაქის თემებთან გაერთიანების საკითხზე, 29 მარტს, 126-მა საზოგადოებრივმა და მედია ორგანიზაციამ, ასევე, 18 მაისს, 21-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელისუფლებისადმი გაავრცელა განცხადებები, სადაც გამოვთქვით მოსაზრებები დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. ამ განცხადებათა ძირითადი მოთხოვნა საკითხის მომზადებისა და განხილვის პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა იყო....
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დაბა წაღვერში და სოფელ დაბაში შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე სამუშაოებს დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი გაეცნო. მისი თქმით, პროექტის განხორციელება გასული წლის ბოლოს დაიწყო და წელს შესაბამისი კლიმატური პირობების დადგომისთანავე გაგრძელდა. "ამჟამად არმირებული ბეტონი სოფელ დაბაში მე-2 მონაკვეთზე იგება, წაღვერში კი, თამარ მეფის ქუჩის I ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული ქუჩის II ეტაპის სამუშაოებისათვის გამოცხადებულია ტენდერიც და...
თიანეთში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სპეციალურად მოწვეული ტრენერები რევაზ ეგაძე და თამარ კაპანაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ ევროსაბჭოს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი "ეთიკა საჯარო სამსახურში" ითვალიწინებს ტრენინგებს, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის გამგეობის, ა.ა.ი.პ.-ებისა და საკრებულოს წარმომადგენლების ჩართულობით მოხდება ეთიკის კოდექსის შემუშავება და შემდგომი გამოყენება სამსახურებრივი საქმიანობის პროცესში.  წყარო: ეტანიუსი
"კახა კალაძე ჩემი მეგობარია, არჩევნებისას ის გვერდში მედგა და თუ გუნდი მას დაასახელებს მერობის კანდიდატად, მეც მხარში ამოვუდგები. დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე ძალიან კარგი მერი იქნება. ჩემი წარმატების ხარისხი საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს, მითუმეტეს, იმ უამრავი პროექტის შემდეგ, რაც გავაკეთე - ახალი ავტობუსები, აღმაშენებლის გამზირი, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა, შინდისი-კრწანისის და სამება-მახათას გზა, ათზე მეტი ახალი საბავშვო ბაღი, პეკინის პროსპექტის...
აკადემიკოსი ალექსანდრე თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველი ქალაქების გაუქმების ინიციატივა საბჭოთა მენტალიტეტის გამოვლინებაა. "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში თვალჭრელიძე ამბობს, რომ ცენტრალური ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებასთან ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსების სიძვირე არაფერ შუაშია და მთავარი მიზეზი ცენტრზე დამოკიდებულების გაზრდის სურვილია. გთავაზობთ ინტერვიუს ამონარიდს: - თვითმმართველობის ორგანოების რეფორმის ფარგლებში ხელისუფლებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლითაც ქალაქის სტატუსი მოეხსნებათ ჩვენი ისტორიული მხარეების მთავარ ქალაქებს. საინტერესო ისაა, რომ ამ ქალაქების...
მნიშვნელოვანია კარგად გავიაზროთ წარსული შეცდომები, რომ უკეთესი მომავალი შევქმნათ, - ამის შესახებ პარტია "ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ელენე ხოშტარიამ დაპირება გასცა, რომ მისი მერობის შემთხვევაში, სოციალური დახმარება და პენსიები 50 ლარით გაიზრდება. მერობის კანდიდატის თქმით, ქალაქი უნდა იყოს უსაფრთხო, ქალაქში უნდა იყოს როგორც მშენებლობები, ისე გამწვანება. "ჩემი გამარჯვება არ იქნება ხმების მონადირება, როგორც...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ