თელავში სალოტბარო სკოლა გაიხსნა

608

თელავში მორიგი სალოტბარო სკოლა გაიხსნა. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით 2015 წლიდან ეტაპობრივად იხსნება სალოტბარო სკოლები, სადაც სწავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

სკოლის დამთავრების შემდეგ კი წარჩინებული მოსწავლეები სწავლას გააგრძელებენ გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში. უკვე ფუნქციონირებს 18 სალოტბარო სკოლა, სადაც საუკეთესო ლოტბარები და რეგენტები 700-მდე ბავშვს უფასოდ ასწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას.

წყარო: იმედინიუსი