15 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა დადგენილებას, რომლითაც 7 თვითმმართველი ქალაქი - თელავი, მცხეთა, გორი, ახალციხე, ოზურგეთი, ზუგდიდი და ამბროლაური თვითმმართველი ერთეულის სტატუსს კარგავენ და სათემო მუნიციპალიტეტებში ერთიანდებიან. ცვლილებას, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებდა, მხარი პარლამენტის იმ მაჟორიტარმა დეპუტატებმაც დაუჭირეს, რომლებიც სწორედ ამ ქალაქების ამომრჩეველთა ხმებით გახდნენ პარლამენტის წევრები. თელავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი ჯერ კიდევ საკომიტეტო მოსმენებისას აცხადებდა, რომ...
ზუგდიდის თეატრის ადმინისტრაცია შენობის რეკონსტრუქციის პროექტზე საბოლოო პასუხს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ელოდება. თეატრის დირექტორის, ზურაბ ეგუტიას თქმით, ის უკვე ესაუბრა ბიუროს უფროსს, რომელმაც უთხრა, რომ „90%-ით დღეს მორჩებიან ყველაფერს, ან მაქსიმუმ ხვალ გადმოუგზავნიან პროექტის საბოლოო ვერსიას“. დეტალებზე თეატრის დირექტორი ჯერ არ საუბრობს, მათ შორის არც რეკონსტრუქციის ღირებულებაზე. მან „ლაივპრესს“ უთხრა, რომ პროცესი მიმდინარეობს, ამიტომ თანხის ზუსტ...
პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა ნაკადი გაიზარდა. ამ დრომდე მოძრაობდა 6 3-ვაგონიანი შემადგენლობა. მოთხოვნის შესაბამისად, დილიდან დაემატა მეშვიდე სამვაგონიანი შემადგენლობა. სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები დღის განმავლობაში დააკვირდებიან მგზავრთა ნაკადებს და საჭიროების შემთხვევაში, საბურთალოს ხაზს კიდევ ერთი სამვაგონიანი მოძრავი შემადგენლობა დაემატება. თუ ახლა მატარებლების მოძრაობას შორის ინტერვალი 4,5 -5 წუთია, ახალი შემადგენლობის დამატება გამოიწვევს მოძრაობის ინტერვალის 25...
ბორჯომში 3 ქუჩაზე სხვადასხვა სახის სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, გამსახურდიასა და 9 აპრილის ქუჩებზე მოეწყობა ფეხით სავალი ნაწილი, აღმაშენებლის ქუჩაზე კი რეაბილიტაცია ცენტრალური გზის გამყოლ კედელს ჩაუტარდება. გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, გამსახურდიასა და 9 აპრილის ქუჩებზე ტროტუარებს რეაბილიტაცია 700 გრძივი მეტრ მონაკვეთზე ჩაუტარდება, აღმაშენებლის ქუჩაზე კი გამყოლი კედელი ბაზალტის ფილებით მოპირკეთდება და ლითონის მოაჯირები...
პარლამენტში ინიცირებულია “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლითაც საკრებულოების შემადგენლობა იცვლება. ქალაქების შემთხვევაში აღნიშნული ამომრჩეველთა რაოდენობას დაუკავშირდება. კერძოდ, პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, თვითმმართველი თემის შემადგენლობაში შემავალ ქალაქებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 4 000-ზე მეტია, მაგრამ 10 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული წესით საკრებულოს 2 წევრი აირჩევა. ქალაქებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 10 000-ზე მეტია, მაგრამ 20 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული წესით საკრებულოს 3 წევრი აირჩევა. თვითმმართველი...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარების და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე 4 საჯარო მოხელე და კერძო კომპანიების ხელმძღვანელები დააკავეს. როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, დაკავებულები არიან: თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე მამული მამულაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის,...
აზიის განვითარების ბანკი (ADB) ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის დაახლოებით 50 კმ სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას დააფინანსებს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, შონ ო’სალივანმა (Sean O'Sullivan), რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს. შეთანხმება 80 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, დაფინანსდება ძირულა-ჩუმათელეთის მაგისტრალთან სარკინიგზო სადგურებისა...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე 20 კანონპროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახაბერ გულედანმა მეორე მოსმენით, მუხლობრივი განხილვისთვის წარადგინა. სამინისტროში აცხადებენ, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" თვითმმართველობის ევროპულ ქარტიასთან მოდის შესაბამისობაში და, ამავდროულად, ხდება მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაცია, რაც 12 თვითმმართველი...
"კურიერის" წამყვანი ზაალ უდუმაშვილი მაყურებელს დაემშვიდობა. „ეს არის ჩემი ბოლო მიმართვა მაყურებლისადმი, როგორც „კურიერის“ წამყვანის. დღეს მე 25- წლიან სატელევიზიო კარიერას ვასრულებ. ჩვენ ამიერიდან სატელევიზიო ეკრანი აღარ გაგვყოფს. მე მივიღე გადაწყვეტილება და მივდივარ პოლიტიკაში. როგორც ჟურნალისტი, მთელი ამ წლების განმავლობაში მე თქვენი ყოველდღიური სტუმარი ვიყავი და გაწვდიდით ინფორმაციას ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თუმცა, ახლა ვთვლი, რომ დადგა დრო,...
მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 37 სოფელი დაემატება და მომავალი წლიდან შესაბამისი სოციალური შეღავათებით კიდევ 7000-მდე მოსახლე ისარგებლებს, - როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, 37 სოფლისთვის მთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შუამდგომლობა დღეს მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ მოიწონა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს 3700 დასახლებიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული...
ათი სოფლის ადიგენთან დამაკავშირებელ ხიდზე მოძრაობა ათ დღეში აღდგება. ამ დროისთვის აქ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს; ე.წ. გორგულის ხიდზე, რომელიც ადიგენთან ათ სოფელს აკავშირებს შპს „არილი“ მეტალის კონსტრუქციას აკეთებს. ხიდის სიგანე 6, სიგრძე კი 24 მეტრი იქნება. „აქ სამუშაოები ათ დღეში დასრულდება და მოძრაობაც შესაძლებელი იქნება“, – აცხადებენ საგზაო დეპარტამენტში. ამავე უწყების ინფორმაციით, ხიდზე სამუშაოების პარალელურად ამავე ხიდის საპროექტო სამუშაოებიც მიმდინარეობს: „ახლა დროებით...
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ მურღულია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით მურღულია აღნიშნულ პოსტზე საგნმანათლებლო დაწესებულებაში მართვის ორგანოების არჩევამდე დარჩება. "ვიდრე არ დასრულდება სამუშაოები და არ იქნება არჩეული მართვის ორგანოები, მანამდე მოვალეობას შეასრულებს თეიმურაზ მურღულია", -  განაცხადეს განათლების და მეცნიერების სამინისტროში. მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი "ქართუ ჯგუფმა" უნდა...
ამ მომენტისთვის, საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია უკვე 8 ათასმა აღსაზრდელმა გაიარა. ამის შესახებ  თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ განაცხადა. მისივე თქმით, სააგენტოს ვებ-გვერდზე საზაფხულო საბავშვო ბაღებში მოსახვედრად ბავშვების რეგისტრაციის პრობლემა აღმოფხვრილია. „უკვე ყველაფერი წესრიგშია. ეს იყო ხარვეზი, რომელიც გამოსწორდა. პროგრამისტებმა და შესაბამისმა სამსახურებმა იმუშავეს და პრობლემა მოგვარებულია. ამ წუთის მონაცემებით, უკვე 8 ათასი აღსაზრდელია რეგისტრირებული“, - განაცხადა თორდინავამ. მისივე...
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პარკირების საცნობი ახალი ნიშნების გაცემა დაიწყო. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, შშმ პირები ახალ სტიკერებს უფრო მარტივი და მოსახერხებელი სისტემით მიიღებენ. სტიკერები უშუალოდ შშმ პირებს გადაეცემათ. მათ ყოველი მგზავრობისას შეეძლებათ სტიკერი განათავსონ იმ ავტომობილზე, რომლითაც ისარგებლებენ. როგორც მერიაში განმარტავენ, ახალი ნიშნის მისაღებად სრულწლოვანმა შშმ პირმა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული...
საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ გზავრობისთვის დაწესებულმა ჯარიმამ შესაძლოა მოიმატოს, - ამის შესახებ  თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. თუმცა, ჯერ კიდევ 2 კვირის წინ თბილსის მერია აცხადებდა, რომ ჯარიმის გაზრდა არ იგეგმებოდა. როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, სატრანპორტო კომპანიამ უბილეთოდ მგზავრობისთვის სანქციების გამკაცრების ინიციატივით მერიას უკვე მიმართა და ამჟამად საკითხი განხილვს ეტაპზეა. „იმისთვის, რომ უბილეთოდ მგზავრობაზე მონიტორინგი იყოს უფრო გაძლიერებული, სატრანსპორტო კომპანია საჯარიმო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ