პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა ნაკადი გაიზარდა. ამ დრომდე მოძრაობდა 6 3-ვაგონიანი შემადგენლობა. მოთხოვნის შესაბამისად, დილიდან დაემატა მეშვიდე სამვაგონიანი შემადგენლობა. სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები დღის განმავლობაში დააკვირდებიან მგზავრთა ნაკადებს და საჭიროების შემთხვევაში, საბურთალოს ხაზს კიდევ ერთი სამვაგონიანი მოძრავი შემადგენლობა დაემატება.
თუ ახლა მატარებლების მოძრაობას შორის ინტერვალი 4,5 -5 წუთია, ახალი შემადგენლობის დამატება გამოიწვევს მოძრაობის ინტერვალის 25 წამით შემცირებას.
ბლოგი
ტესტი
ქვიზი: ვინ რას წყვეტს? – რამდენად კარგად იცნობ მმართველობით სისტემას
თვითმმართველობა ბევრისთვის გაუგებარი სიტყვაა, მაგრამ ის ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე პირდაპირ ახდენს გავლენას. ეს ქვიზი დაგეხმარება, შეამოწმო, რამდენად კარგად იცნობ სისტემას, რომელიც შენი საცხოვრებელი გარემოს...