რუსთავში საახალწლო ღონისძიებები 30 დეკემბერს დაიწყება და 2 იანვარს დასრულდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით შანიძემ განუცხადა. მისი თქმით, საახალწლო ღონისძიებების გასამართად სამი ლოკაციაა შერჩეული, ესენია: ლეონიძის სკვერი, ახალგაზრდობის პარკი და თეატრის უკან მდებარე სკვერი. ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 120 000 ლარი დაიხარჯება. "შერჩეულია სამი ლოკაცია, ახალგაზრდობის პარკი, ლეონიძის სკვერი და თეატრის უკან...
რამდენიც არ უნდა გადაწეროთ ისტორია, ბათუმი არის სააკაშვილის აშენებული, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მის სასამართლო პროცესზე განაცხადა. სააკაშვილის განმარტებით, მას რომ დაცლოდა, ლაზიკა უკვე აშენებული იქნებოდა და ის დღეს შავი ზღვის ყველაზე ბრწყინვალე პორტი იქნებოდა. „ეს იყო ქვეყანა, რომელიც ახალ ქალაქებს აშენებდა. რამდენიც არ უნდა გადაწეროთ ისტორია, ბათუმი არის სააკაშვილის აშენებული, რომ დამცლოდა, ლაზიკა უკვე აშენებული იქნებოდა და შავი...
2022 წელს თბილისის და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება გათანაბრდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მინისტრის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ხელფასების გათანაბრებასთან ერთად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლების პროცესიც გაგრძელდება. ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ყოველწლიურად 60-80 ერთეული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის განახლებას გეგმავს.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 2022 წელს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი, ადმინისტრაციული შენობა აშენდება, სადაც ერთიანი რეაგირების ცენტრი განთავსდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თბილისის რაიონული სამსახურების მშენებლობა-რეაბილიტაციაც. მინისტრის განცხადებით, ყველა ფილიალი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკით დაკომპლექტდება და...
ერთ თვეზე მეტია, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში,  კორონავირუსის პანდემიის გამო, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, პირველი დეკემბრიდან 21-ვე საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა მიღებას და სასწავლო პროცესის განახლებას გეგმავენ. „სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტამ აღსაზრდელები ძალიან დააზარალა, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – ამიტომ გადავწყვიტეთ სწავლა განვაახლოთ. 29 და 30 დეკემბერს ყველა საბავშვო ბაღის თანამშრომელს...
video
ყვარელში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების გარე ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ხორციელდება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. კორპუსების ფასადები ჭავჭავაძის ქუჩაზე იცვლება, მისი დასრულების შემდეგ კი ეზოების კეთილმოწყობა იგეგმება. ასევე შეკეთდება ამავე ქუჩაზე მდებარე კერძო სახლების ღობეები და ქალაქის შემოსასვლელში მდებარე ილია ჭავჭავაძის ბარელიეფი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ ბიუჯეტის პროექტი განიხილა და ჩასასწორებლად ისევ მერიას დაუბრუნა. ამის შესახებ სპექტრი წერს. როგორც ჩვენთან საუბარში საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, თინათინ ძაბილაშვილმა განაცხადა, შენიშვნების განხილვას მომდევნო კვირიდან დაიწყებენ. " ბიუჯეტის პროექტი 19 მილიონ 853 000 ლარს შეადგენს. პრიორიტეტული მიმართულებებია ინფრასტრუქტურა, დასუფთავება, განათლება, სპორტი, კულტურა, ჯანდაცვა და სოციალურ მიმართულება. საკრებულოს ჰქონდა შენიშვნები და უკან დაგვიბრუნა ბიუჯეტის პროექტი, ორშაბათიდან...
ქუთაისის საკრებულომ, აღმასრულებელს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით უკვე დაუბრუნა. წარმომადგენლობით ორგანოში განმარტავენ, რომ მერიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში იყო როგორც შინაარსობრივი, ასევე, ტექნიკური სახის შენიშვნები. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.   "კომისიებში განვიხილეთ მერიის მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია. რამდენიმე შენიშვნა გვქონდა და ეს შეეხებოდა კონკრეტული პროგრამის არსებობას, რომ არ მომხდარიყო მისი დუბლირება.  გვქონდა თანხების გაზრდის მიმართულებით შენიშვნები. მაგალითად, სამედიცინო...
აჭარის კულინარიულ გზამკვლევში  80-მდე აჭარული კერძის შეტანა იგეგმება. წიგნში, რომელზეც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მუშაობს, ნაკლებად ცნობილი და მივიწყებული აჭარული კერძების,  დესერტებისა და წასახემსებლების რეცეპტები, ფოტოები და კერძთან დაკავშირებული ტრადიციები განთავსდება. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. კულინარიული ექსპედიციისას ჩატარებულმა კვლევამ ისეთი კერძებისა და დესერტების გაცოცხლებას შეუწყო ხელი, რომლებსაც ადგილობრივებიც აღარ იცნობენ და იყენებენ კვებისას. კულინარიული გზამკვლევი ერთის მხრივ აჭარის მრავალფეროვანი კერძების პოპულარიზაციას, მეორეს მხრივ...
პრემიერმინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ბორჯომში, კოსტავას სახელობის მოედნისა და პატარა პარკის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. მოედანზე მიმდინარეობს ქვაფენილის დაგების სამუშაოები, მოეწყობა ფეხით სავალი ნაწილები და დასასვენებელი სივრცე. კოსტავას სახელობის პატარა პარკში მიმდინარეობს ფეხით სავალი ნაწილების რეაბილიტაცია. მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცე, ღია კინოთეატრი, ჭადრაკის დაფა, დასასვენებელი ფანჩატური, პერგოლა, კაფე, არსებულ შადრევანს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. დამონტაჟდება დეკორატიული ურნები, სკამები, გარეგანათების ლამპიონები...
ქალაქ ვალის N1 საბავშვო ბაღის თანამშრომელმა ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებას, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, უკანონო გათავისუფლებისთვის უჩივლა. ყოფილი თანამშრომელი საბავშვო ბაღში აღმზრდელის თანაშემწედ 2012 წლიდან მუშაობდა, ის სამსახურიდან მიმდინარე წლის სექტემბერში გაათავისუფლეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. „სარჩელი 15 ოქტომბერს შევიტანეთ, 15 სექტემბერს ლატავრა ქვეყანაში არ იმყოფებოდა, გათავისუფლების ბრძანება მამამისს ჩააბარეს. ბრძანების მიხედვით, გათავისუფლების მიზეზი 3 სექტემბრის ურთიერთობაა, თუმცა ჩემთვისაც...
სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოები 2022 წლის ბიუჯეტს განიხილავენ. მათმა უმრავლესობამ მთავარი ფინანსური დოკუმენტი შენიშვნებით მერიაში უკვე გაადაგზავნა. საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეების განცხადებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ახალი მოწვევის საკრებულოები დაამტკიცებენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, ახალმა საკრებულოებმა პირველი სხდომა მომდევნო პარასკევს, 3 დეკემბერს უნდა გამართონ. ამ თემაზე სამხრეთის კარიბჭე წერს. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გელა ნოზაძის განცხადებით, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მერიას შენიშვნებით გადაეგზავნა,...
video
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირი ეთერით გადაიცემა. 7 ნოემბრის საქმის სასამართლო განხილვის პირდაპირი ტრანსლირების უფლება „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ მიეცა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო. „თუ დაფიქსირდება ისეთი შემთხვევა, რომ თქვენ ჩანაწერს ვერ მიაწოდებთ სხვა ტელეკომპანიებს, სასამართლო ამაზე იმსჯელებს. თუ კანონით ვხელმძღვანელობთ, უნდა ვიხელმძღვანელოთ ყველამ. რაც მოითხოვეთ, განახორციელეთ ის,“- განაცხადა მოსამართლემ. სხდომაზე ტექნიკური შესვენებაა გამოცხადებული. ცნობისთვის, სასამართლო სხდომას დღეს ბრალდებულის სახით, მიხეილ სააკაშვილი...
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, კორონავირუსის ახალი აფრიკული შტამის გავრცელების გამო, საქართველოში 8 ქვეყნიდან შემოსვლაზე შეზღუდვები წესდება. შეზღუდვა ეხება: სამხრეთ აფრიკას, ბოტსვანას, ზიმბამბვეს, ნამიბიას, ლესოთოს, ესვატინს, მოზამბიკს და მალავს. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, ნებისმიერი პირს, მიუხედავად იმისა, საქართველოს მოქალაქეა თუ არა აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია , მოუწევს 14 დღიანი იზოლაცია/კარანტინს გავლა. „14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა.ცნობისთვის საქართველოს...
ახალგაზრდა ფერმერების გადამზადების მიზნით, ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობა ღრმავდება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. სასოფლო-სამეურნეო სადემონსტრაციო ცენტრის შექმნის და ახალგაზრდა ფერმერების გადამზადების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და ისრაელის კონსულმა საქართველოში, სმადარ ცემახ-რაცაბმა მოაწერეს. „ისრაელსა და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობა...
რა თქმა უნდა, თუ არსებობს რაიმე საფუძველი, უნდა ჩატარდეს მიუკერძოებელი გამოძიება. ვფიქრობ, ადამიანები არიან შეშფოთებულები, არსებობს შეკითხვები, უნდა ჩატარდეს მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოძიება დროულად, იმისთვის, რომ ხალხმა გაიგოს, რა მოხდა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, უნდა ჩატარდეს თუ არა გამჭირვალე და მიუკერძოებელი გამოძიება ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. „გამოვხატავ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ