საქართველოში რვა ქვეყნიდან შემოსვლაზე შეზღუდვები წესდება

304

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, კორონავირუსის ახალი აფრიკული შტამის გავრცელების გამო, საქართველოში 8 ქვეყნიდან შემოსვლაზე შეზღუდვები წესდება.

შეზღუდვა ეხება: სამხრეთ აფრიკას, ბოტსვანას, ზიმბამბვეს, ნამიბიას, ლესოთოს, ესვატინს, მოზამბიკს და მალავს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, ნებისმიერი პირს, მიუხედავად იმისა, საქართველოს მოქალაქეა თუ არა აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია , მოუწევს 14 დღიანი იზოლაცია/კარანტინს გავლა.

„14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა.ცნობისთვის საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინო სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.

გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის ახალი „ომიკრონი“ შტამის დაფიქსირების გამო მიიღო და 28 ნოემბრიდან ამოქმედდება. .- ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში