ქალაქ სიღნაღში ჭავჭავაძის, კვერნაძის, აბრამიშვილის, ბარათაშვილის I შესახვევის ქუჩების და საყრდენი კედლების რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას სიღნაღის გამგეობა ავრცელებს. ამ დროისთვის ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული რიყის ქვის საფარის დემონტაჟი მიმდინარეობს, რის შემდეგაც გრანიტის ქვა დაიგება. კვერნაძის და ბარათაშვილის ქუჩაზე რკინა-ბეტონის, ხოლო აბრამიშვილის ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის გზის საფარი მოეწყობა. ასევე, გორგასლის და წმ. გიორგის ქუჩაზე გზის საყრდენი კედლები გაკეთდება. პროექტი, რომელიც ქალაქის ქუჩების ნაწილს მოიცავს,...
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა მუნიციპალიტეტის 2018-2021 წლების პრიორიტეტების დოკუმენტს ადგენს. პრიორიტეტების კომისიამ, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე ხელმძღვანელობს, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მუნიციპალიტეტის 2018-2021 წლების პრიორიტეტები განიხილა. გამგეობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები მომდევნო წლებშიც უცვლელია და მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას და წინა წლებში დაწყებული მნიშვნელოვანი პროექტების გაგრძელებას. სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სფეროების მიხედვით განსახორციელებელი პროგრამები და...
"ბათუმელები" ავტორი: თედო ჯორბენაძე ყოფილი პანსიონატი „მზიური“ და სანატორიუმი „მახინჯაური“ კომპანია „სტატოტელს“ აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით 3,9 მილიონ ლარად გასული წლის სექტემბერში მიჰყიდა. კომპანიამ კი, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ზუსტად 20 დღეში, 2016 წლის 4 ოქტომბერს, სამინისტროს ორი წერილით მიმართა, რომლებითაც ამ ქონების იპოთეკით დატვირთვასა და გასხვისებაზე ითხოვდა ნებართვას. „აღნიშნული უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის საკითხზე გაცნობებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა...
ხულოში მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ცენტრთან დამაკავშირებელი კიბეები გარემონტდება, ქვეითები ცენტრში ძირითადად ამ კიბით გადაადგილდებიან, რადგან კიბე ამცირებს დროს და მანძილს. კიბის რემონტისთავის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 22 000 ლარია გამოყოფილი. ასევე შეიღებება დაბაში არსებული, მოაჯირები და პარაპეტები, რისთვისაც 2 000 ლარი დაიხარჯება. 23 679 დაიხარჯება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული ობიექტების (შენობა-ნაგებობები და სხვა) მოვლა პატრონობისთვის (მცირე რემონტი). მიმდინარე წელს გარემონტდება დაბის სკვერში არსებული...
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულში პროექტი - "ახალი ტექნოლოგიების სახელოსნო - ენერგოეფექტური ღუმელები/წყლის გამაცხელებელი" - განხორციელდება. ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. პროექტს საერთაშორისო ორგანიზაცია "ოქსფამი", არასამთავრობო ორგანიზაცია "ბრიჯ-ინოვაცია და გაერთიანება" და ასოციაცია "შავი ზღვის ეკოაკადემია" ახორციელებენ. პროექტის ავტორთა თქმით, ენერგოეფექტური ღუმელები მოსახლეობაში შეშის მოხმარებას შეამცირებს, რაც მათ ხარჯებსაც დაუზოგავს და ტყის გაჩეხვაც შემცირდება. ახალი ტექნოლოგიების სახელოსნო შუახევში უკვე გაიხსნა. პროექტის ფარგლებში, შუახევის სოფელ ნიგაზეულის მოსახლეობას...
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ლიკანის დასახლებაში სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები დაიწყო. გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, სასწრაფო დახმარება წლებია კერძო მესაკუთრის ფართშია განთავსებული, სამედიცინო პერსონალს კი არასათანადო პირობებში უწევს მუშაობა. „ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის ექიმებს ჰქონოდათ მაღალი სტანდარტებისა და შესაბამისად აღჭურვილი გარემო. შედგა პროექტი, რომელის მიხედვითაც აშენდება ერთსართულიანი შენობა, სამედიცინო პერსონალისათვის გათვალისწინებული იქნება როგორც სამუშაო, ასევე მოსასვენებელი ოთახები“,...
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებული საკითხებით გაგრძელდება. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, კონსტიტუციაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან მიმართებაში ბევრი საკითხი დაიხვეწება. "დღეს მთავარი განსახილველი საკითხი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონი. ამ კანონშიც არის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც თავად აჭარის წარმომადგენლების მონაწილეობით დაიხვეწა, არის თვითმმართველობის გარკვეული საკითხები. უზენაეს საბჭოსთან დაკავშირებული თემატიკა. სხვადასხვა საკითხები, რომელიც ჩვენი...
ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სოფელ მერისში ერთკვირიანი ინგლისურენოვანი ბანაკი მოეწყობა. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსის, მამია გვარიშვილის ინფორმაციით, საზაფხულო ბანაკი ქედელი მოსწავლეებისთვის სოფელ მერისში ინტერნატის შენობაში მოეწყობა და ერთი კვირის განმავლობაში ბანაკში 50 მოსწავლე დაისვენებს.   სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე წყარო: ბათუმელები ფოტო: ბათუმელები
,,საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, ქალაქ გორს საკრებულოში 5 მაჟორიტარი წევრი ეყოლება. ამის შესახებ პროექტი საქართველოს პარლამენტში უკვე შეიტანეს. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ხელმძღვანელების განცხადებით, საკრებულოს შემადგენლობაში, თვიმმართველი თემის და ქალაქის წარმომადგენელთა რაოდენობა დაბალანსდება. ამჟამად, ქალაქი გორი 6 ზონადაა დაყოფილი - ცენტრალური ნაწილი, წმინდაწყალი, ვერხვების დასახლება, ჭალის, კომბინატისა და სადგურის დასახლება. 2010-2014 წლებში ქალაქიდან, მხოლოდ, ერთი მაჟორიტარი წევრი იყო არჩეული. თვითმმართველი თემის შემადგენლობაში შემავალ ქალაქებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 35 000 ან მეტია – მაჟორიტარული წესით საკრებულოს 5 წევრი აირჩევა. ქალაქ...
წქედაში მინისტადიონებს რეაბილიტაცია უტარდება. პროექტის ფარგლებში 7 სპორტული მოედნის მოწყობა იყო დაგეგმილი, მათგან ოთხის მოწყობა უკვე დასრულდა. ახალი მინისტადიონები აშენდა სოფლებში - კოკოტაურსა და მახუნცეთში. ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის 236 ათასი ლარი დაიხარჯება. https://www.youtube.com/watch?v=vLtlvdi2W-4&feature=youtu.be წყარო: აჭარის ტელევიზია
ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, მეშვიდე სააღმზრდელო დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. პროექტის განხორციელებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 753 752 ლარი გამოყო. "სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება და აღსაზრდელების სწავლა-განათლებისთვის სათანადო პირობები შეიქმნება", - აცხადებენ გამგეობაში.
ქალაქ ფოთის მერია იმ მინი სპორტული მოედნების სიას აქვეყნებს, რომლებსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ. სამუშაოები უკვე დაწყებულია და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარია გამოყოფილი. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯეო ბილდერი“ ახორციელებს. პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე, 15 მინი სპორტულ მოედანს ბარათაშვილის, კოსტავას (ლოლუას ქუჩის გადაკვეთის მიმდებარედ), თავდადებულის, აღმაშენებლის, გორგასლის, ბერდიანსკის, მემედ აბაშიძის, გეგიძის, კრატასიუკის, აკაკის, გურიის (მალთაყვის კლუბთან), ჭყონდიდელის ქუჩებსა და 9 აპრილის ხეივანზე კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება,...
ფოთში, მრავალსართულიან კორპუსებში შიდა საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ღირებულება  760 ათასი ლარია. აქედან 217 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ხოლო დარჩენილი თანხა 543 ათასი ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან. პროექტის მიხედვით შიდა საკანალიზაციო ქსელი 35 მრავალსართულიან კორპუსში შეკეთდება.  მრავალსართულიან კორპუსებში შიდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია 2016 წელსაც განხორციელდა. პროექტის მიხედვით, საკანალიზაციო სისტემა 26 მრავალსართულიან კორპუსში მოწესრიგდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 588...
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, კონდოლის პირველი შესახვევის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპზე მთლიან ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ნაძალადევის გამგეობა ავრცელებს. კონდოლის პირველ შესახვევში სანიაღვრე ქსელი 120 გრძივ მეტრზე ეწყობა. პროექტის ამ ნაწილის დასრულების შემდეგ, დაიწყება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს. კაპიტალური რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულება 160 000 ლარამდეა.
ქედის მუნიციპალიტეტში, მახუნცეთისა და დაბა ქედის პარკებში, თანამედროვე ტიპის ღია სცენები მოეწყობა. ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. "ორივე ლოკაცია ქედის მუნიციპალიტეტისთვის ტურისტული თვალსაზრისით სტრატეგიული ადგილებია, სადაც სცენების არქონის გამო, კულტურული ღონისძიებები ინტენსიურად ვერ იმართებოდა. ტურისტებისთვის ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების გაცნობისა და მათთვის კიდევ ერთი ახალი სერვისის შეთავაზების კუთხით, გამგეობამ პროექტები ჯერ კიდევ გასულ წელს 8 000 ლარად შპს ,,ARCH-STYLE"-ს დაუკვეთა. სტანდარტების...
ხულოს მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება გრძელდება. ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, უკვე განახლდა მთა საჯოგიადან ნეგოიანში სასმელი წყლის მიყვანის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები. შემოტანილია, ასევე, 219 მმ დიამეტრის ფოლადის მილები. "აღნიშნული სამუშაოები წარმოადგენს პროექტ "ბაბანური-ხულოს წყალსადენის" გაგრძელებას და სასმელი წყლით დაბა ხულოსა და მის მიმდებარე სოფლების ნაწილს მოამარაგებს", - ნათქვამია გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყლის მილების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ