ხაშურში, ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებით განვითარების ცენტრის ორგანიზებით, საზაფხულო სკოლა „ მომავალი “ გაიხსნება!
საზაფხულო სკოლა უფასოა და განკუთვნილია ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 8-დან 13 წლამდე ასაკის მოსწავლეებისათვის. საზაფხულო სკოლა – „მომავალი“ 2017 წლის 3 ივლისიდან 31 ივლისის იფუნქციონირებს. სკოლაში ჩარიცხული ბავშვები ჩაერთვებიან სხვადასხვა სპორტულ და სოციალურ აქტივობებში, მიიღებენ საგნობრივ და სახელოვნებო განათლებას, განუვითარდებათ უნარ – ჩვევები, კომუნიკაბელურობა....
ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანა გადავა პროპორციულ სისტემაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილებას „ისტორიული“ და „უმნიშვნელოვანესი“ უწოდა და განმარტა, რომ ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა მოხერხდა სწორედ იმ დათქმით, რომ აღნიშნული სისტემა არა 2020, არამედ 2024 წელს ამოქმედდება.
„ჩვენმა გუნდმა გამოავლინა პოლიტიკური ნება და მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: შემდეგი საპარლამენტო...
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმაზე იმსჯელეს. ინფორმაციას ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეხვედრაზე, რომელსაც გუბერნატორი და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავამ ნარჩენების მართვის კოდექსით მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული ვალდებულებები და ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულები წარმოადგინა.
2017 წლის ბოლომდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმა უნდა შეიმუშავოს და სამინისტროს წარუდგინოს. ნარჩენების მართვის დაგეგმვის...
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაციამ" სენაკის მუნიციპალიტეტში, ცივა-ტეხურას მდინარეთაშორის მასივზე, ახალსოფლის დამშრობი სისტემის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. ინფორმაციას "საქართველოს მელიორაცია" ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ახალი მილხიდები, შეკეთდა გადასასვლელი ხიდები, ნატანი მასისგან გაიწმინდა კოლექტორები და შემკრები არხები.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული სისტემის რეაბილიტაცია 20 წელზე მეტია, არ ჩატარებულა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად კი, სოფელ ახალსოფლის 691 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე აღდგა სადრენაჟე...
დღეს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ექსტრემალური ტურისტული სერვისი - "ნარიყალა ზიპლაინი" (zip line) გაიხსნება. ატრაქციონის საშუალებით, ბაღის ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, ნარიყალას კომპლექსიდან ბაღის ივენთ-სკვერამდე უსაფრთხოდ ჩამოსრიალდნენ.
zip line გაჭიმულ ფოლადის კაბელზე თავისუფლად მოძრავი როლერია, რომლითაც შესაძლებელია ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე უსაფრთხოდ დაშვება. ორ სპეციალურ ბაქანს შორის მანძილი 270 მეტრია, ხოლო სიმაღლე 30 მეტრი. ზიპლაინი შპს "აქტივიტმა" დაამონტაჟა.
"ამ ახალი სერვისისა და პროდუქტის შეთავაზება,...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. 2017 წლის რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული უმსხვილესი პროექტების ფარგლებში მიმდინარე გზების რეაბილიტაციის სამუშაოები იმერეთის მხარის გუბრნატორმა გივი ჭიჭინაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
"გზების მოწესრიგება ჩვენი პრიორიტეტია, 542 740 ლარით ფინანსდება სოფელ ქვიტირში გზის რეაბილიტაციის, ხოლო 70 000 ლარით სოფელ სორმონში წმინდა სამების სახელობის მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის ბეტონის საფარით...
ხობის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-48) ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის მე-2 კილომეტრზე, მდინარე ყორათზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 1 მილიონ 677 ათას ათას ლარს შეადგენს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი“ ახორციელებს.
არსებული ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია და განხორციელდება მისი დემონტაჟი. სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოების წარმოების პერიოდში მოძრაობის გადართვა გათვალისწინებულია...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ქვემო ნაშოვარში, ფოდაანსა და ბაისუბანში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო საამუშაოები იწყება. პროექტები, რომლის ფარგლებშიც 3 კილომეტრამდე გზის საფარის დაგება მოხდება ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ ლაგოდეხგზა“ განახორციელებს.
რეაბილიტაციამდე აღნიშნული პროექტები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ მშენებელი კომპანიის წარმომადგენელთან ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა . გზის საფარის დაგება სამივე სოფელში მომდევნო კვირაში დაიწყება. რომელთა საერთო ღირებულება...
„ახალციხის ციხეზე“ 14 თანამშრომელს 200–ლარამდე ხელფასი დააკლეს, მხოლოდ ერთს კი 70 ლარი დაუმატეს. ვის შეეხო რეორგანიზაცია ქალაქის მთავარ ტურისტულ ობიექტზე.
„ახალციხის ციხეზე“ დღეს, 20 ივნისს დილიდან რეორგანიზაცია დაიწყო. ყველა თანამშრომელის გათავისუფლების ბრძანება დაიწერა და ამ დრომდე მათი ხელახლა დანიშვნის შესახებ დოკუმენტები ფორმდება.
„ეფექტური მმართველობისთვის აუცილებელი იყო რეორგანიზაციის განხორციელება, რაც იმას გულისხმობს, რომ ახალი სტრუქტურული ერთეულები ჩამოვაყალიბეთ და სახელფასო განაკვეთები შესაბამისობაში მოვიყვანეთ“,...
საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ დასავლეთის რეგიონული ტურნე დაასრულა. ბოლო შეხვედრა ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში შეხვედრების ძირითად მიზანს ფერმერთა პრობლემების იდენტიფიცირება და მათთვის ახალი ინიციატივის - ფერმერთა სათათბიროს ფორმირების გაცნობა წარმოადგენდა. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ასევე იყო ფერმერთა სათათბიროში წევრობისათვის დელეგატთა შერჩევის წესისა და პროცედურების გაცნობა.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ მის მოადგილესთან, გიორგი ნონიაშვილთან...
სოფელ ზეგაანის შესასვლელთან გზის მოასფალტების სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
ახალი ასფალტი 2000 კვ. მეტრზე დაიგო. სამუშაოებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და ის შ.პ.ს "ლაგოდეხავტოგზამ" განახორციელა.
19 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთის განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა. მთის განვითარების საბჭოს წევრის, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, მაღალმთიანი დასახლების ნუსხაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელი ბჟინევი შევიდა. ბჟინევის მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლებისთვის დაწესებული შეღავათებით სარგებლობას 2018 წლის 1 იანვრიდან შეძლებს. სოფელ ბჟინევთან ერთად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 36 სოფელს მიენიჭა.
სოფელ კაჭრეთისა და ზემო კაჭრეთის შემაერთებელი შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით მიმდინარეობს და მას შპს "იბერი" ასრულებს.
მთლიანად მოასფალტდება 4100 მეტრი სიგრძის გზა, 112 მეტრზე გაიწმინდება სანიაღვრე, 942 მეტრზე მოეწყობა ახალი რკინა-ბეტონის სანიაღვრე და 547 მეტრზე - ბორდიური.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფელ ვაქირში ახალგაზრდული სახლის შექმნა, ამისთვის სათანადო ფართისა და ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში არსებულ რამოდენიმე ოთახს, აღიჭურვება კომპიუტერული ტექნიკით და საოფისე ინვენტარით.
"აღნიშნულ სივრცეში თავმოყრის საშუალება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს ექნებათ, რომლებიც იზრუნებენ როგორც თვითგანვითარებისთვის, ასევე, მუნიციპალიტეტში სასიკეთო პროექტების განხორციელებისთვის", - ნათქვამია გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალი ავტომაგისტრალი ძირულა – მოლითი – ფონა – ჩუმათელეთის 50 კმ გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია იწყება. პროექტს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. საპროექტო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაქირავებული გერმანული კომპანია „ კოქს კონსალტი“ ახორციელებს. საპროექტო – საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ძირულის მოსახლეობას შეხვდნენ და ახალი საავტომობილო გზის პროექტის პრეზენტაცია მოაწყვეს. პროექტის ფარგლებში მოხდება ასფალტის დაგება, ხიდების...
ქალაქ წნორში თავისუფლების ქუჩის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოების ფარგლებში, 960 მეტრზე ასფალტო-ბეტონის გზის საფარი და ბორდიურები მოეწყობა. ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მასზე 423 350 ლარი დაიხარჯება.
თავისუფლების ქუჩის გზის რეაბილიტაცია აგვისტოში დასრულდება.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































