ახალი ავტომაგისტრალი ძირულა – მოლითი – ფონა – ჩუმათელეთის 50 კმ გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია იწყება. პროექტს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. საპროექტო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაქირავებული გერმანული კომპანია „ კოქს კონსალტი“ ახორციელებს. საპროექტო – საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ძირულის მოსახლეობას შეხვდნენ და ახალი საავტომობილო გზის პროექტის პრეზენტაცია მოაწყვეს. პროექტის ფარგლებში მოხდება ასფალტის დაგება, ხიდების გარემონტება/რეკონსტრუქცია, გზის სადრენაჟე მილების გარემონტება/რეკონსტრუქცია, გზის გასწვრივ სადრენაჟე ნაგებობების მშენებლობა და საჭიროებიდან გამომდინარე მოხდება გზის მონიშვნა და აღჭურვა სათანადო საგზაო ნიშნებით, უსაფრთხოების ბარიერების მოწყობა. საავტომობილო გზა ორზოლიანი იქნება.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!


































