თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება აქტიურ ფაზაში შედის. „ქართულ ოცნებაში“ უკვე ასრულებენ მაჟორიტარ კანდიდატთა სიის შედგენას. ეს პროცესი თითქმის დასრულებულია ჩოხატაურსა და ოზურგეთში. გამონაკლისი ლანჩხუთია, სადაც ამ დრომდე ვერ მოხერხდა კანდიდატთა უმრავლესობაზე შეჯერება. როგორც გვითხრეს ამის მიზეზი გამგებლის კანდიდატურის არარსებობაა - გადაწყვეტილია, რომ მოქმედ გამგებელს ზაზა ურუშაძეს შანს მეორეჯერ არ მისცემენ. ამ პოსტის დაკავება კი მმართველის პარტიის „ლანჩხუთის ორგანიზაციის“ აღმასრულებელ მდივანს ალეკო...
დაბა ახალდაბაში აქტიურად მიმდინარეობს შინმოუსვლელთა სახელობის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები. ტერიტორიაზე მოეწყობა ლითონის ღობე და კარები, დაგეგმილია კაუჩუკის საფარის გაკეთება, პარკში არსებულ კედელზე აღდგება ძველი წარწერები, მოეწყობა შადრევანი და ატრაქცონები, განლაგდება სკამები და ურნები. პარკი 80-იან წლებში გაიხსნა და   მას შემდეგ არაფერი გაკეთებულა. ინფრასტრუქტურა დაზიანდა და მოიშალა.   სამუშაოების დასრულების შემდეგ პარკით სარგებლობა როგორც ადგილობრივებს ასევე კურორტის სტუმრებს შეეძლებათ. სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
თბილისის მერობის კანდიდატი  ზაალ უდუმაშვილი ზაჰესის ხიდზე იმყოფებოდა. მისი განცხადებით, დაზიანებული ხიდი კიდევ ერთი სიმბოლოა იმ არაკომპეტენტურობისა და კორუფციის, რომელსაც თბილისის მერიაში აქვს ადგილი. უდუმაშვილის განცხადებით, თბილისის მერია პასუხისმგებელია იმ მილიონნახევარ ლარზე, რომელიც მერიამ შესაბამის კომპანიას ავანსად ხიდის რეაბილიტაციისთვის გადაუხადა. თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ თბილისის მერიის მუშაობით და იმ ხელშეკრულებებით, რომელსაც მერია სხვადასხვა კომპანიებთან აფორმებს. „ეს ხიდი კიდევ...
რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია  მიმდინარეობს.   მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ გორში ათი მინი მოედნის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ ადგილზე დაათვალიერა. ქ. გორში 9 დასახლებაში მინი მოედნები დაზიანებული და უფუნქციო იყო. ვერხვების დევნილთა დასახლებაში კი  მოედანი არ არსებობდა. სპორტული ობიექტების რეაბილიტაციის შედეგად, მოზარდები ახალი და გამართული ინფრასტრუქტურის მქონე მინი მოედნებით ისარგებლებენ. გაიმართება შეჯიბრებები...
პარტია „მრეწველები“ თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვას გეგმავს, -  ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, პარტიას თბილისის მერობის კანდიდატი არ ეყოლება, თუმცა საკრებულოების დაკომპლექტებაში მიიღებენ მონაწილეობას. პარტია „მრეწველების“ ლიდერის თქმით, ჯერჯერობით პარტიაში კანდიდატურებზე მსჯელობა მიმდინარეობს. „ჩვენი პოლიტიკური პარტია დაფუძნდა 1999 წელს, ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვართ, კვალიფიცირებული სუბიექტი, რომელსაც მიაჩნია, რომ ბოიკოტი არ უნდა...
თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის შეჩერება და "საარჩევნო კოდექსში" ნაჩქარევად ინიცირებული ცვლილებები მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება მომავალ არჩევნებზე მუნიციპალიტეტებზე კონტროლის გაიოლებას ცდილობს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა სევდია უგრეხელიძემ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საკრებულოს წევრის თქმით, მიმდინარე წლის 15 ივნისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვით ადრე, საქართველოს პარლამენტმა 14 მუნიციპალიტეტი გააუქმა და ისინი 7 ახალ ერთეულად გააერთიანა. მისივე თქმით,...
მარნეულის მუნიციპალიტეტში, კაჩაგანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სამ სოფელში – კაჩაგანში, ხანჯიგაზლოსა და თაქალოში შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია სოფელ ხანჯიგაზლოში 1200 მეტრი გზის,  თაქალოში 1580 მეტრი სიგრძის გზის, ხოლო სოფელ კაჩაგანში 1100 მეტრი  გზის რეაბილიტაცია ასფალტ-ბეტონის საფარით. სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისის თვეში დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. პროექტზე დასაქმებულია 25 ადგილობრივი მოსახლე. აღნიშნულ სოფლებში გზების რებილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი...
მაჭახელას ხეობაში წითელ ნუსხაში შეტანილი წაბლის ხეები ხმება. ადგილობრივები ამბობენ, რომ მცენარეები ე.წ. წაბლის კიბოთი სამი წლის წინ დაავადდა და დღეისათვის, ამ ჯიშის ხეების 70 პროცენტი უკვე გამხმარია. „70 პროცენტი უკვე ხმელია და მას შეშად ვიყენებთ. ეს ხეები სხვა ჯიშის წაბლით ან ცაცხვით უნდა ჩანაცვლდეს. ხეების ხმობამ განსაკუთრებული ზარალი მეფუტკრეებს მიაყენა, თაფლის მოსავალი ძალიან შემცირდა“ - ამბობს სოფელ ჩიქუნეთის მცხოვრები...
ხობის მუნიციპალიტეტში, პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  პროექტის ფარგლებში  დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი და  მოეწყობა ეზოებში შესასვლელები. სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების - გორასა და უხუთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.  პროექტის ფარგლებში მოასფალტდება აღნიშნული გზის 2 500 მეტრიანი მონაკვეთი, რისთვისაც  ბიუჯეტიდან 540 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “გზამშენი XXI” ახორციელებს. დღეს სოფელში მიმდინარე გზის მოსფალტების სამუშაოები ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ხურციძემ,მოადგილესთან ლაშა გიორგაძესთან და გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, ბესარიონ ახვლედიანთან ერთად დაათვალიერა. სპეციალისტების თქმით...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბაზალეთი-ღარიხევის მიმართულებით გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, სისტემა უკვე გამართულია. ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის, ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ბაზალეთში გარე განათება არასდროს ყოფილა. განათების ქსელის მოსაწყობად 20 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გასულ წელს გამოიყო. წელს კი, მუნიციპალიტეტის გამგეობის დავალებით სამუშაოები ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის" თანამშრომლებმა შეასრულეს, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ“ - განმარტავს სოფლის დეპუტატი.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ქვემო  ოსიაურსა და ალში გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს; სოფელ ქინძათში კი ახალი  მინი სტადიონი მოეწყობა.  ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოფელ ქვემო ოსიაურში გზის მოასფალტებისთვის სულ 220 958 ლარია გამოყოფილი, სოფელ ალში  -  399 000 ლარი. ხოლო სოფელ ქინძათში მინი სტადიონის მოწყობისთვის 47 185 ლარი გამოიყო. აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა, ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსთან გიორგი პაპიაშვილთან...
ქარელის მუნიციპალიტეტში მოხისი -კოდა- ვარდისუბნის გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი  რეგიონული პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 318 000 ლარია. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს  შპს „იბოლია“ ახორციელებს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში  დედოფლისწყარო-ქედების დამაკავშირებელი 6 კილომეტრიანი მონაკვეთის მოხრეშვა - რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს  შპს ,,სერპარტინი“ ახორციელებს. გამგებლის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნულ სოფლებთან დამაკავშირებელი გზის პრობლემა აღარ იარსებებს.  
საქართველოს პარლამენტის სესიებზე მთავარი განსახილველი საკითხი იქნება საქართველოს მთავრობის ინიციატივა "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებას ითვალისწინებს. პარლამენტი ცვლილებებს მეორე მოსმენით დღეს განიხილავს. შემოთავაზებული ცვლილებით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე მცირდება. გარდა ამისა, აღმასრულებელ ორგანოდ ყველა მუნიციპალიტეტში განისაზღვრება მერი და, შესაბამისად, კოდექსის მთელ რიგ მუხლებში ტერმინოლოგიური ცვლილება შევა. პარლამენტის საგაზაფხულო სესია მიმდინარე კვირაში დასრულდება.  
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი პირველი დღიდანვე მაქსიმალურად გახსნილი იყო და მმართველი გუნდი დღესაც მზად არის პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა სტრასბურგში, ვენეციის კომისიის მდივანთან, თომას მარკერტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ჩუგოშვილის თქმით, ვენეციის კომისია საკმაოდ პოზიტიურად არის განწყობილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში. "ჩვენ პირველი დღიდანვე პროცესი გვქონდა მაქსიმალურად გახსნილი. ყველანაირად ვეცადეთ, რომ პროცესი წარმართულიყო ყველას მონაწილეობით....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ