რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სამსახურებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც სამომავლო გეგმებზე და განსახორციელებელ სამუშაოებზე ისაუბრა.
როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, 2022 წელს რუსთავის ბიუჯეტი 31 მილიონით გაიზარდა და 81 მილიონი ლარი გახდა. იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამებისა და პროექტების განხორციელება, მერიის სამსახურების სრული და დროული მობილიზებაა საჭირო.
„რუსთავის 2022 წლის ბიუჯეტი მიღებულია. ძალიან მასშტაბური და დიდი ზრდა გვაქვს...
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო „მწვანე პასპორტის“ შესახებ დამატებით რეკომენდაციებზე მუშაობს და მას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე წარადგენს.
ამასთან, მინისტრის თქმით, ორნაირი „მწვანე პასპორტის“ შემოღება, გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს მეცნიერებაზე დაყრდნობით არ შეუძლია კითხვებზე პასუხების გაცემა.
„იცით რომ ჩართული ვართ საერთაშორისო ქსელში და საზღვარგარეთ ვალიდური იქნება „მწვანე პასპორტის“ მხოლოდ ის ნაწილი, რითაც ევროკავშირთან ხელშეკრულება გვაქვს...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი დაცულ ტერიტორიებზე ხე-ტყის მოვლა-აღდგენა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვაა. სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ტყის ინვენტარიზაციას, - ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაცული ტერიტორიების ტყის ფონდის 32%-ზე ინვენტარიზაცია უკვე ჩატარებულია, რაც, ჯამში, 146 000 ჰექტარს მოიცავს და პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს.
ტყის ინვენტარიზაცია წარმოადგენს საფუძველს ტყის მდგრადი მართვისა და...
სააკაშვილი უნდა იყოს მაგალითი იმისა, რომ ვერავინ ვერასდროს უნდა გაბედოს, ისე მოექცეს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, როგორც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ექცეოდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კალაძის თქმით, სააკაშვილი ბნელი წარსულია და ის ქვეყნის ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება.
„ვინც ჯანსაღად ვაზროვნებთ და სურვილი გვაქვს ამ ქვეყნის განვითარების, სურვილი გვაქვს ქვეყანაში ჯანსაღი პროცესების არსებობის, მგონი, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ...
საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებთან თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება. ამასთან, თამბაქოსთან დაკავშირებულ აკრძალვებთან დაკავშირებით ახალი სახის ფულადი ჯარიმების შემოღება იგეგმება.
ამ მიმართულებით “ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი ინიცირებისთვის მზად არის, რომელიც პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედინება.
კერძოდ, თამბაქოს რეალიზაცია ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო და პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებში ან მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში გამოიწვევს ჯარიმის დაკისრებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო ამ...
აშშ განაგრძობს 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები , - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რიგაში დაგეგმილი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
,,აშშ განაგრძობს 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები. ამ ქვეყნების წლიური ეროვნული პროგრამა ასახავს მათი...
„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს განაგრძობს. ამჟამად სამონტაჟო სამუშაოები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთზე მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობას დღეს თბილისის მერი გაეცნო.
კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის და საახალწლო ილუმინაციების ანთება 10 დეკემბერს იგეგმება. სადღესასწაულო დღეებში ასევე მოეწყობა საახალწლო სოფელი, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები დახვდებათ.
„საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. ამის შემდეგ ნაძვის ხე აეწყობა. 10 დეკემბრისთვის...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრსატრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას აგრძელებს. მოცემულ ეტაპზე, ბაკურციხე-წნორის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტი 16.6 კილომეტრი სიგრძის, 2-ზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის და 6 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. მისი ღირებულება 87.8 მილიონი ლარია და აზიის განვითარების ბანკის (ADB)...
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 1 დეკემბერს რიგგარეშე სხდომა ჩანიშნა, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას გეგმავს. ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანონ „ფეისბუკზე“ გამოაქვეყნა. როგორც საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ თქვა, ბიუჯეტში არსებითი ხასიათის შენიშვნებიო არ ყოფილა და იყო მხოლოდ ოთხი სახის წინადადება. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
“საკრებულოს შენიშვნები არ გადაუგზავნია მერთან და წარმოდგენილი პროექტით, კანონი გვაძლევს იმის უფლებამოსილებას, რომ მოხდეს დამტკიცება“
სხდომა მერიის დიდ საკონფერენციო...
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გია ონიანმა, მერიის სამსახურის ხელმძღვანელ პირებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ახალი მოადგილეები წარუდგინა. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მერის მოადგილის თანამდებობას მარად ლიპარტელიანი და ბერდია ჩანქსელიანი დაიკავებენ.
მოადგილეთა წარდგენისას, მერმა საჯარო სამსახურში მოღვაწეობის მრავალწლიან გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება, მუნიციპალიტეტის გაძლიერების საქმეში მათი ჩართულობის პროცესზე ისაუბრა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
მარადი ლიპარტელიანი სწავლობდა ლენტეხის საშუალო სკოლაში, რის შემდეგაც დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოსთან პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო 15 პირი დააკავეს. ამის შესახებ სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც უწყებაში ამბობენ, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით მიმდინარე სასამართლო პროცესის პარალელურად გამართული საპროტესტო აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების კანონით დასაშვებ ნორმებს.
"აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და მათ ძალადობრივი მეთოდებით წინააღმდეგობა გაუწიეს,...
წინა სტატია
ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში მოშიმშილეების პროტესტის საპასუხოდ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თითოეული ოჯახის საკითხი ღიად და გამჭვირვალედ, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
"ზუგდიდში, გასაჩივრების კომისია რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდა. კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდნენ ყველა იმ დევმილ ოჯახს, რომელთაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნდათ. კომისიამ იხელმძღვანელა არსებული...
2022 წლიდან დაგეგმილია სამედიცინო მოტოციკლეტების შემოყვანა, რომლის საშუალებითაც მოტოპარამედიკოსები დაიწყებენ გადაადგილებას და სწრაფ და ეფექტურ სამედიცინო დახმარებას განახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას ცნობილი გახდა, რომ 2022 წელს ცენტრი დაიწყებს ჟანგბადის გამომმუშავებელი პორტატული გენერატორის POGS (Portable Oxygen Generator System) გამოყენებას.
„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა უწყების...
გორის მუნიციპალიტეტის 2017-2021 წლების მოწვევის საკრებულოს წევრის კახა ბურჯანაძის სასამართლო დასრულდა. გამოძიება მას სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდა.
“2021 წლის 8 ივლისს, დაახლოებით 12:30 საათზე, გორში, თარხნიშვილის ქუჩა N19-ს მიმდებარედ, კახა ბურჯანაძემ შურისძიების მოტივით ცეცხლი წაუკიდა და დააზიანა მ.კ-ს ავტომანქანა “ფოლკსვაგენი”, რამაც 4 730 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია” , – ვკითხულობთ საქმის მასალებში.
როგორც ცნობილია, ბურჯანაძემ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების...
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი განიხილა.
კომიტეტის წევრებს ინფორმაცია 2021 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო.
„შემოსულობების ნაწილი იზრდება 349 მლნ. ლარით. ეს სრულად არის საგადასახადო შემოსავლების ხარჯზე. გარდა ამისა, გვაქვს სესხის აღების მაჩვენებელი შემცირებული და 150 მლნ. ლარით ნაკლებს...
რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე მერიის და მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებს
შეხვდა. ლაცაბიძის განცხადებით, შეხვედრის მთავარი თემა მომავალი წლის ბიუჯეტი იყო. სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებს მიეცათ დავალებები, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყონ სხვადასხვა პროცედურა, რათა ახალი წლიდან სწრაფად გადავიდნენ საქმის კეთებაზე. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.
"სამსახურების უფროსებთან გვქონდა კვირის მთავარი სამუშაო შეხვედრა, ვიმსჯელეთ ქალაქის ბიუჯეტზე. 2022 წლის ბიუჯეტი არის ძალიან მასშტაბური და დიდი ზრდა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































