ქუთაისში ბერი თევდორეს ქუჩის მცხოვრებლები მათ ქუჩაზე შექმნილ მდგომარეობას აპროტესტებენ.  მათი თქმით, რამდენიმე დღეა, წლის მილი დაზიანდა და მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. პრობლემის გამო მათ გადაადგილება უჭირთ. ადგილობრივები პრობლემის დროულად მოგვარებას ითხოვენ. „ერთადერთი ქუჩაა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რომლის გაკეთებასაც ყოველ არჩევნებზე გვპირდებიან, თუმცა უშედეგოდ. რამდენიმე თვის წინ დაიწყეს მილების გამოცვლა, რის გამოც ისედაც დაზიანებული ქუჩა უარესად გადათხარეს, უკვე აქ გადაადგილება შეუძლებელია....
გვერძინეთიდან ქოზიფამდე ასფალტირების სამუშაოების მეორე ეტაპი იწყება. ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ახალი გზის დაგება დამატებით კიდევ 600 მ მანძილზე გაგრძელდება. აღნიშნული გზის  1 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია უკვე ჩატარდა. საბოლოო ჯამში, ზაფხულის ბოლომდე, გზის ახალი საფარი სულ 1,6 კმ მანძილს მოიცავს. მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაგეგმეს, რომ ეტაპობრივად სამუშაოები ქოზიფას მონასტრამდე ჩაატარონ. გვერძინეთიდან ქოზიფამდე დაახლოებით 10 კმ-ია. აღნიშნული მონაკვეთი ძამას ხეობაში მდებარეობს. წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი
ქალაქის ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე სარემონტო სამუშაოები ერთ თვეში დაიწყება.  ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, მესამე სართულზე შეიცვლება პარკეტი და იატაკი ლამინირებული გახდება. გარდა ამისა, ყველა სართულზე გარემონტდება დერეფნები, დამონტაჟდება განათების მოწყობილობები. ხელშეკრულება შერჩეულ კომპანიასთან სავარაუდოდ 1 აგვისტოს დაიდება. კომპანია ვალდებულია სამუშაოები 45 დღეეში დაასრულოს.  განახლებული საოფისე ფართები ექსპლუატაციაში სექტემბრის ბოლოს შევა. შემდგომით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დაგეგმილი. გორის მოსახლეობა ახალ მერს აირჩევს. წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო...
თბილისის გარკვეულ პარკებსა და სკვერებში ძაღლების გასასეირნებელი სპეციალური ადგილები მოეწყობა. როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, თემურ ფხალაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე თბილისში შვიდი სპეციალური ადგილია შერჩეული, თუმცა შერჩევის პროცესი კიდევ მიმდინარეობს. მისივე თქმით, ეს ადგილებია: „ვერის ბაღი“, „კუს ტბის“ მიმდებარე ტერიტორია, „მზიური“, საბურთალოზე „წითელ ბაღი“, „დედა ენის ბაღი“, ასევე პეტრიაშვილის ქუჩასა და ვარკეთილში არსებული ერთ-ერთი ბაღი. „ადგილების შესარჩევად თბილისის არქიტექტურისა და...
https://www.youtube.com/watch?v=E1qWA2A3zYk&feature=youtu.be მთავრობა ქალაქ თელავის მიწათსარგებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებას იწყებს, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის ფარგლებში, სივრცითი დაგეგმარება არაერთ ქალაქსა და მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტში დაიწყო. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურისტების მატებასთან ერთად, იზრდება მშენებლობები. მოგეხსენებათ, თელავი არის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის კერა და ასევე ტურისტული მიმართულება. ჩვენ გვინდა, უმოკლეს ვადაში მომზადდეს პროფესიონალურად სივრცითი დაგეგმარების პროექტი,...
https://www.youtube.com/watch?v=KS9wMXVj2Gw&feature=youtu.be ვფიქრობთ, აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახი კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს, ის აუცილებლად მოიგებს არჩევნებს და ძალიან ბევრს გააკეთებს ჩვენი დედაქალაქისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კახა კალაძე იყო ძალიან წარმატებული ენერგეტიკის მინისტრი და იმედი გამოთქვა, რომ თბილისს ღირსეული მერი ეყოლება. „დღეს კახისთვის მინისტრის ამპლუაში ბოლო მთავრობის სხდომაა და მინდა, მას გადავუხადო დიდი მადლობა. კახის მინისტრობის პერიოდში განხორციელდა...
სამოქალაქო სექტორის ნაწილი აპირებს განცხადებით მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიებს, რეგისტრაციაში გაატარონ არჩევნებზე დამკვირვებლებად იმ თვითმმართველ ქალაქებში, რომელთა გაუქმებაც აქვს დაგეგმილი ხელისუფლებას. ამის საფუძველს კი ქმნის ცესკოს დადგენილება, რომლის თანახმადაც, 7 თვითმმართველ ქალაქში საარჩევნო ოლქები და საარჩევნო კომისიებია შექმნილი. ამასთან, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის სარჩელი, რომლითაც ისინი 7 თვითთმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების თაობაზე პარლამენტის დადგენილების...
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი საქართველოში პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთია, სადაც ამომრჩევლებს პეტიციის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობა აქვთ (დადგ. N23; 05.05.2017). აღნიშნული საკითხის ინიციატორი ქ. გორის საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ ზურაბ როსებაშვილია და მიზნად ისახავს ადგილობრივ თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას. საკითხის მომზადებასა და პროგრამულ უზრუნველყოფაში საკრებულოს  დახმარება გაუწია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა (ICCC) პროექტის „ინოვაციური მიდგომების გამოყენება მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, რომელიც განხორციელდა გაეროს...
თბილისში წელს პირველად, ხეების ინვენტარიზაციის პროცესი დაიწყება. როგორც თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი წერეთელმა განაცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები და მოლაპარაკებები ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თუ რა სახით, როგორ უნდა მოხდეს მწვანე საფარის ინვენტარიზაცია. „ორ კვირაში უკვე გვეცოდინება, რა პირობებით უნდა გამოცხადდეს ტენდერი, რომელსაც სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისში გამოვაცხადებთ. შემდეგ გამარჯვებულთან ხელშეკრულება გაფორმდება და თბილისის მასშტაბით ხეების...
ქალაქ ვანში ჩახუნაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  აღნიშნული ქუჩის 1 500 მეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა ბეტონის გზის საფარი. სამუშაოებზე  345 893 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ხურციძემ მოადგილესთან, ლაშა გიორგაძესთან და გამგეობის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „MJM “ ახორციელებს. გზის რეაბილიტაცია 16 აგვისტოს დასრულდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლე ღარიხევის ცენტრალურ  გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.  სოფელ ღარიხევის ცენტრალური გზის პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 63 109 ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში მობეტონდა სოფლის ცენტრალური გზის 700 მეტრიანი მონაკვეთი.
„დემოკრატიის გაღრმავება ნიშნავს თვითმმართველობის გაღრმავებას,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა. მისი აზრით, ტრივიალური ჭეშმარიტებაა ის საკითხი, რომ ქალაქებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ხელი შეეწყოს. პრეზიდენტის განცხადებით, მოქალაქეებს საკუთარი ქალაქის მართვაში მეტი მონაწილეობის მიღება უნდა შეეძლოს. „დღეს საუბარია იმის თაობაზე, რომ, თურმე, თვითმმართველობა, ანუ დემოკრატია, ანუ მეტი ჩართულობა ხალხისა, თურმე,...
ასათიანის ქუჩის მცხოვრებლები ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიისთვს რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭებას და ამ ტერიტორიაზე დაგეგმილი კორპუსების მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. აღნიშნულ პრობლემაზე დღეს თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ასათიანის ქუჩის მცხოვრებლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. ერთ-ერთი მცხოვრებლის მარიკა ჩიქოვანის განცხადებით, ახლახანს ადგილობრივებმა თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან მიიღეს დოკუმენტი, რომლითაც მათ აღნიშნულმა სამსახურმა უარი უთხრა ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიის, გე-ერ-გე-ს (განაშენიანების რეგულირების გეგმის)...
თბილისში, ალასანიას ქუჩა №23-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედანი მოეწყო, განახლებული მოედანი საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილემ ლუკა კანკავამ დაათვალიერა. მერიის ინფორმაციით, მოედანზე დაიგო მესამე თაობის ხელოვნური ბალახი, დამონტაჟდა ფეხბურთის კარები და საკალათბურთო ფარები. სამუშაოები შპს „დოკასპორტმა“ განახორციელა. მიმდინარე წელს საბურთალოს რაიონში უკვე მოეწყო 22 სპორტული მოედანი.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ბორჯომის ქუჩებში საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, პროექტი 9 აპრილის ქუჩაზე და გამსახურდიას ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით ხორციელდება. „საფეხმავლო ბილიკები აღნიშნული ქუჩების როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა მხარეს გაკეთდება. მოეწყობა ბაზალტის ფილები და ბორდიურები, ბაზალტის ფილებით მოპირკეთდება ასევე მდინარე ბორჯომულას სანაპირო კედელი. ორივე ქუჩაზე ჯამში ერთ კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთი მოწესრიდგება“, - აღნიშნა გამგებელმა. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 9...
საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს.  როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო. "მე გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებას, ამომრჩევლებს რამდენიმე დღეში გავაცნობ - რა გადავწყვიტე, როგორ გადავწყვიტე, რას ვაპირებ", - განაცხადა ელისაშვილმა. მისივე თქმით, შესაძლებელია მერად კენჭისყრასთან დაკავშირებით განცხადება ამ კვირაში გააკეთოს. "არავისთან ერთად არ ვაპირებ გამოსვლას. ჩემი მხარდამჭერი, ჩემი აზრით, იქნება ხალხი....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ