ვანში, ჩახუნაშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

555

ქალაქ ვანში ჩახუნაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  აღნიშნული ქუჩის 1 500 მეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა ბეტონის გზის საფარი. სამუშაოებზე  345 893 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ხურციძემ მოადგილესთან, ლაშა გიორგაძესთან და გამგეობის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „MJM “ ახორციელებს.
გზის რეაბილიტაცია 16 აგვისტოს დასრულდება.