https://www.youtube.com/watch?v=on6zfBLZXiI
კახეთში ოთხმოცამდე სოფელი ახალგაზრდებისაგან იცლება. მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემებით, საქართველოში 223 სოფელია, სადაც არსებული კონაცემებით აღარავინ აღარ ცხოვრობს.
51 ნასოფლარი ახმეტაშია. ეს ძირითადად თუშეთის სოფლებია. სოფლების დაცლის პრობლემა კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც არის. მოსახლეობის მიგრაციის პრობლემა მწვავედ დგას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მერქნისცერში, ხევღრუმასა და გრძელჭალაში. სოფლები ყვარლიდან 32 კილომეტრის დაშორებით, მდინარე ინწობის ხეობაში მდებარეობს. ირგვლივ მხოლოდ მიტოვებული, ეკალ-ბარდში გახვეული და...
„საქართველოს მელიორაციის" დირექტორის, არჩილ ბუკიას ინფორმაციით, რეგიონებში გაიზრდება გახსნილი სერვისცენტრების ფუნქციური დატვირთვა, რაც აბონენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას გულისხმობს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაძლიერდება მონიტორინგის სისტემა, რომელიც სარწყავი წყლის უკანონო მოხმარების გამოვლენას უფრო ოპერატიულს და ეფექტიანს გახდის.
,,რწყვის სეზონის აქტიურ ფაზაში შესვლასთან დაკავშირებით, საქართველოს მელიორაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, რეგიონებში შეიქმნა საკოორდინაციო შტაბები, რომლებიც კოორდინაციას გაუწევენ რწყვის პროცესს. შტაბებში თავს...
„ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის პროექტის ფარგლებში“, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის მიმდებარედ ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა იგეგმება.
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" აცხადებენ, რომ აღნიშნული ნაგებობის ფუნქციონირება უზრუნველყოფს ქალაქ თელავის ფარგლებში წარმოქმნილი საკანალიზაციო წყლების გაწმენდას დასაშვებ დონემდე.
,,გაწმენდილი წყლის ჩაშვება გათვალისწინებულია მდინარე ალაზანში. ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ოპერირებას განახორციელებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“. სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობა მოიცავს დაახლოებით 1 წელიწადს. აღნიშნულში შედის...
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდეგ, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების აბსოლუტური უმრავლესობა იმ შეღავათებით მოსარგებლე გახდა, რასაც აღნიშნული კანონი ითვალისწინებს.
როგორც Guardian.ge-ს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაქარია ენდელაძემ განუცხადა, აღნიშნული კანონის წყალობით, „ძალიან ბევრი ადამიანი დაუბრუნდა სოფელს“, რადგან შეღავათები მრავალი მიმართულებით არის გათვალისწინებული.
„მაღალმთიანი დასახლების სტატუსით ადიგენის მუნიციპალიტეტის 57 სოფლიდან, 43 სარგებლობს. „მთის კანონის“ ფარგლებში მოსახლეობა ბევრი შეღავათით სარგებლობს, მათ შორისაა, განახევრებული...
იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქურდევსა და სოფელ ხევაშენში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში გაიზარდა წყლის დებეტი და სოფლებში საუბნო და ინდივიდუალური დაქსელვა განხორციელდა,სისტემა სუფთა სასმელი წყლით უზრუნველყოფს სოფლად მცხოვრებ ასეულობით ადამიანს. სამუშაოები 2016 წლის გაზაფხულიდან დაიწყო, მისი ღირებულება 85 904 აშშ დოლარს შეადგენდა.დღეს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანიმ, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, ადიგენისა...
ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი.
ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის ღირებულებაც 36800 ლარია, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „აფო“ ახორციელებს.
ზემოთაღნიშნული პროექტის პარალელურად, ქალაქ ხობში, ახალსოფლის, გურიფულის, პირველი მაისის, პატარა ფოთის და ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულებაც 14 მილიონ ლარამდეა.
აბაშის მუნიციპალიტეტში იპოდრომის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში განახლდება მაყურებელთათვის ძელსკამები. ასევე, განხორციელდება იარუსებზე შემორჩენილი ხის ძელების დემონტაჟი, არსებული იარუსის რკინის მთლიანი კონსტრუქცია შეიღებება, გასწორდება და ანტიკოროზიული საღებავით და ძელსკამის კარკასზე ხის დამუშავებული ძელები დამაგრდება. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება 4144 ლარით და შ.პ.ს. „ჯი ემი JM“ ასრულებს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უყებამ იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც კურორტ "გოდერძის" ტერიტორიაზე საკუთრებაში, მართლზომიერ მფლობელობაში ან თვითნებურად დაკავებული აქვთ მიწის ნაკვეთები, კომპენსაციების გაცემის პროცესი დაიწყო.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ დროისთვის მოქალაქეებთან 14 ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. სხდომაზე შესაბამისმა კომისიამ დამატებით მოქალაქეთა განცხადებები განიხილა და შესაბამისი კომპენსაციების გაცემის გადაწყვეტილება მიიღო.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მოქალაქეთა განცხადებების მიღების პროცესი გრძელდება. კომპენსაციების...
https://www.youtube.com/watch?v=IgLDMkueYpo&feature=youtu.be
ჩაქვი, მახინჯაური, ციხისძირი - შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მდებარე უნიკალური 51 ისტორიული შენობიდან მხოლოდ რამდენიმეღა შემორჩა.
სახელმწიფო ბალანსზე გადასული სასახლეების ნაწილს სასწრაფო რეაბილიტაცია სჭირდება. იმის მიუხედავად, რომ შვიდ შენობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, სურათი წლების განმავლობაში მაინც არ იცვლება. მათ შორისაა ნიკოლოზ მეორის აღმზრდელის სასახლე და ჩაქვის საუფლისწულო მამულების სასახლეები.
მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში რუსი დიდგვაროვნების საკუთრებაში არსებული სასახლეების გადარჩენის გეგმა ამ ეტაპზე არ არსებობს.
ადგილობრივი მთავრობა ინვესტორების იმედზეა.
25 წლიანი წყვეტის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთმა რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებთან საფოსტო კავშირი დაამყარა, - ამის შესახებ ინფორმაციას „აფხაზია ინფორმი“ ავრცელებს.
„ახლა უკვე აფხაზეთიდან, რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში არამარტო წერილის, არამედ ამანათების გაგზავნაც იქნება შესაძლებელი და რუსული ინტერნეტ-მაღაზიებიდან გამოწერილი პროდუქციის მიღებაც. ახლა მიმდინარეობს საუბარი საზღვარგარეთის სხვა ქვეყნების ინტერნეტ მაღაზიებიდან გამოწერილი პროდუქციის აფხაზეთში ჩამოტანაზე“, - განმარტავს ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის...
„კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ დღეს აუქციონზე იყიდება. კომპანიის საწყისი ფასი 27 მილიონ 279 ათას 500 ლარია. ეს ორჯერ ნაკლებია ენერგოკომპანიის ქონების ღირებულებაზე, რომელიც 54 მილიონ 558 ათას 603 ლარად შეფასდა.
„კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ 2008 წელს ლიტვურმა „ახემა ჯგუფმა“ შეიძინა. თუმცა, ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მას აქტივი ჩამოერთვა.
კომპანია გაკოტრების რეჟიმშია და აუქციონზე ის აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაიტანა.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
ახმეტის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება დაიწყო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „რუკა მაპინგი“ პროგრამის ფარგლებში, უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით ვენახების ორთოფოტოების გადაღებას ახორციელებს, რის საფუძველზეც შემდგომში მომზადდება საკადასტრო რუკები, ალფანუმერული ინფორმაცია მევენახეებისა და ვენახების შესახებ, ჯიშებისა და სხვა მახასიათებლების ჩათვლით.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვენახების საკადასტრო სისტემა წარმოადგენს ვენახების ფართობების, გაშენებული ჯიშებისა და სხვა მონაცემების ერთობლიობას, რომლითაც იდენტიფიცირდებიან ღვინის წარმოების...
https://www.youtube.com/watch?v=ouNpmtsvetc&feature=youtu.be
"ევროპულმა საქართველომ" ვაზისუბანში პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა. წარდგენისას პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ სოციალური პროგრამაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი პროგრამა გულისხმობს პენსიების 50 ლარით მატებას და სოციალური დახმარების 520 ლარამდე გაზრდას.
"ვაზისუბანში წარვადგინეთ ჩვენი სოციალური პროგრამა. სოციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს 50 ლარიან დანამატს პენსიაზე და სოციალური დახმარების ზრდას 520 ლარამდე. აქვე ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრეთ იმაზე, რომ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიორგი კობერიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე ქუთაისის წყალარინების სისტემის და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე და პროექტის დეტალებზე ისაუბრეს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალარინების სისტემა და აშენდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობა. შედეგად შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება, მოსახლეობა ისარგებლებს თანამედროვე გამართული საკანალიზაციო სისტემით.
კომპანიის დირექტორმა საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ერთად,...
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე არსებული გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას იწყებს. კახეთთან დამაკავშირებელი გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია 12 ივლისს დაიწყება და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. გზის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4.5 მლნ ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს "ენკო" შეასრულებს.
რუსთავში, კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე დღეს, 19:00 საათზე მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნება. სიმპოზიუმში მონაწილეობას 8 ქართველი და სამი უცხოელი - ესპანელი, ფრანგი და ეგვიპტელი მოქანდაკეები მიიღებენ.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, სიმპოზიუმის ფარგლებში 11 სკულპტურა შეიქმნება, რომელთა განთავსებაც ძირითადად ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე მოხდება. სივრცე, სადაც მოქანდაკეთა სიმპოზიუმი ეწყობა, კულტურისა და დასვენების პარკში სწორედ იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც გასული...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































