ქუთაისს ახალი წყალარინების სისტემა ექნება

658

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიორგი კობერიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე ქუთაისის წყალარინების სისტემის და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე და პროექტის დეტალებზე ისაუბრეს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალარინების სისტემა და აშენდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობა. შედეგად შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება, მოსახლეობა ისარგებლებს თანამედროვე გამართული საკანალიზაციო სისტემით.

კომპანიის დირექტორმა საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ერთად, ის მიმდინარე პროექტებიც მიმოიხილა, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს რეგიონებში ახორციელებს.

ევროპის საინვესტიციო ბანკს საქართველოს ქალაქებში პროექტების განსახორციელებლად ჯამში 180 მილიონი ევროს ფინანსურის რესურსი აქვს გამოყოფილი.