მოქალაქეებზე, რომლებსაც “გოდერძის” ტერიტორიაზე აქვთ ნაკვეთები, კომპენსაციების გაცემა დაიწყო

750

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უყებამ იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც კურორტ “გოდერძის” ტერიტორიაზე საკუთრებაში, მართლზომიერ მფლობელობაში ან თვითნებურად დაკავებული აქვთ მიწის ნაკვეთები, კომპენსაციების გაცემის პროცესი დაიწყო.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ დროისთვის მოქალაქეებთან 14 ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. სხდომაზე შესაბამისმა კომისიამ დამატებით მოქალაქეთა განცხადებები განიხილა და შესაბამისი კომპენსაციების გაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მოქალაქეთა განცხადებების მიღების პროცესი გრძელდება. კომპენსაციების მიღებით დაინტერესებულმა მოქალაქეებმა სამინისტროში უნდა წარმოადგინონ:

• საკადასტრო-აზომვითი ნახაზი

• 2 მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება

• ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ნოტარიულად დამტკიცებული განცხადება.

ამ დოკუმენტებით დადასტურდება, რომ მოქალაქეს ბოლო 10 წლის განმავლობაში 2016 წლის დეკემბრამდე ან თვითნებურად აქვს დაკავებული, ან მართლზომიერ, ან საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთი.

კომპენსაციების გაცემის შემდეგ კურორტის განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთების პრივატიზების პროცესი დაიწყება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში საინვესტიციო წინადადებების მიღება უკვე დაწყებულია, რომლის განხილვის შემდეგაც ელექტრონული აუქციონები გამოცხადდება.

განაშენიანების დოკუმენტი კურორტზე მაღალი დონის სასტუმროების, კოტეჯების, კვების ობიექტების და სხვა საზოგადოებრივი ცენტრების მოწყობას ითვალისწინებს.