აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე არსებული გზის კაპიტალური რეაბილიტაცია იწყება

941

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე არსებული გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას იწყებს. კახეთთან დამაკავშირებელი გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია 12 ივლისს დაიწყება და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. გზის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4.5 მლნ ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ენკო” შეასრულებს.