ისარგებლებს თუ არა პრეზიდენტი კანონით მინიჭებული უფლებით და იქნება თუ არა ერთდროულად ორი ვეტო - გადაწყვეტილება გიორგი მარგველაშვილმა 21 ივლისამდე უნდა მიიღოს. საუბარია არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების მოთხოვნაზე - ისინი პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენებას სთხოვენ როგორც "საარჩევნო კოდექსში", ისე "თვითმმართველობის კოდექსში" შესატან ცვლილებებზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ რომ საბოლოო გადაწყვეტილებას გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ ძალებთან და არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს. "როგორც...
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "რეალური სივრცე" ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი გუდიაშვილის მოედნის რესტავრაცია-კონსერვაციაზე საუბრობს. https://www.youtube.com/watch?v=utB8aGpMHZw&feature=youtu.be
"მანის" მარკის 143-ვე ავტობუსი 20 ივლისიდან სხვადასხვა ხაზზე იმოძრავებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა. მისივე თქმით, ხვალ დიდ დიღომში ახლად აშენებული ავტობაზის პრეზენტაცია გაიმართება. ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ის მარშუტები, რომელზეც ახალი ავტობუსები იმოძრავებენ. "დასრულდა ახალი ავტობაზის მშენებლობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. 19 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ახალი ავტობაზის მშენებლობაზე ქალაქის ბიუჯეტიდან, რომელიც მოწყობილია თავისი გაზგასამართი სადგურითა...
ხაშურის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით,  გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლების, ასევე მუნიციპალური ა(ა)იპ-ების წარმომადგენელთათვის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) წარმომადგენლებმა ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობების ჩართულობით“ ფარგლებში გაიმართა. ტრენერებმა თეა თედლიაშვილმა და ნინო ბიბილეიშვილმა მსმენელებთან ერთად განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა თვითმმართველობების ორგანოების ვალდებულებები...
გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლო ათეული წლების განმავლობაში პირველად, მუზეუმში, დაახლოებით, 1 000 მ2 ფართობის გზა მოეწყო - დაიგო ერთფენიანი ასფალტის საფარი. გამოიცვალა ნათურები, ჩანაცვლდა ძველი და დაიდგა ნაგვის ახალი ურნები. მუზეუმში განთავსდა სკამები.
კასპის #4 საბავშო ბაღის  სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.  პროექტის ფარგლებში შეიცვალა საბავშვო ბაღის შენობის სახურავი, დამუშავდა კედლები. ამჟამად მიმდინარეობს  სველი წერტილების, ელექტრო გაყვანილობის, ჭერის, და ა.შ სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტს  შპს „BREND STILE” -ახორციელებს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან კახეთის რეგიონში დაფინანსებული ახალი პროექტების მიმდინარეობას გაეცნო და პროექტის მონაწილეებთან შეხვედრები გამართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე 1 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ვენახი გაშენდება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება კახური ვაზის ჯიშები, აგრეთვე ინტროდიცირებული სასუფრე ვაზის ჯიშები. გიორგი აბაშიშვილის ინფორმაციით, საცდელ მეურნეობაში ძირითადად დასაქმდებიან აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და...
კურორტ შეკვეთილში, თბილისი-ბათუმის სარკინიგზო ავტომაგისტრალზე, ნატანების სარკინიგზო სადგურსა და წვერმაღალის სარკინიგზო გაჩერებას შორის, „შავი ზღვის არენას“ საკონცერტო დარბაზთან, რკინიგზის ბაქნის მშენებლობა დასრულდა. თანამედროვე დიზაინის სარკინიგზო ბაქანი სოფელ ნატანების ტერიტორიაზე აშენდა, რომლითაც „შავი ზღვის არენაზე" გამართულ კონცერტებზე დასწრების მსურველებიც ისარგებლებენ. ადგილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე მოადგილეებთან და საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. უახლოეს მომავალში შეკვეთილში ახალი სადგური მოეწყობა. იგეგმება მიმდებარე ტერიტორიის...
ანტონ კათალიკოსის ქუჩა კოტე აფხაზის ქუჩის კვეთიდან ერეკლე მეორის მოედნის მიმართულებით გაცალმხრივდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. სატრანსპორტო საშუალებებს ერეკლე მეორის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე მისვლა შოთა ყავლაშვილის ქუჩიდან შეეძლებათ. 17 ივლისის საღამოს ქუჩის მითითებულ მონაკვეთზე შესაბამისი საგზაო ნიშნები დამონტაჟდება, ხოლო ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა ძალაში 18 ივლისიდან შევა. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ეს გადაწყვეტილება ორმხრივი მოძრაობისთვის ანტონ კათალიკოსის ქუჩის სივიწროვისა და...
არასამთავრობო სექტორი "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" წარმომადგენლებს საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას. ამის შესახებ შეხვედრის დაწყებამდე "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წევრმა, ლევან ნატროშვილმა განაცხადა. "ვინაიდან ჯერ საარჩევნო კამპანია არ დაწყებულა და პარტიები კანდიდატების დასახელების პროცესში არიან, ამ საკითხზე ინფორმაციას ვერ მივაწვდით, ამიტომ ჩვენ ვისაუბრებთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე - როგორ წარიმართა პროცესი და ა.შ. ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ არ მოხდა ცვლილებების შეტანა "საარჩევნო კოდექსში" ისე,...
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისში ახალი ჭაბურღილი კეთდება. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოები უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. პროექტი გამგეობის დაკვეთით ხორციელდება და მისი მიზანი  გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესებაა. სამუშაოების ღირებულება  41 499 ლარია და ქარელის მუნიციპალიტეტის 2017  წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. აღნიშნული ჭაბურღილით  სოფელ ცერონისის 652 მოსახლე ისარგებლებს. სამუშოებს  „ამხანაგობა მშენებელი“ასრულებს.
პარლამენტის მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონის განხორციელების მეთვალყურეობის მიზნით დაარსებული საკოორდინაციო საბჭო, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) დღეს პირველ რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტების ინფორმირება სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ, ქობულეთში გაიმართება. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმი თავს უყრის სხვადასხვა სამინისტროს, სამხარეო ადმინისტრაციებისა და აჭარის მუნიციპალიტეტების დარგობრივი ხელმძღვანელების 60 წარმომადგენელს. მისი მიზანია, კანონის,...
მიმდინარე კვირაში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვები დაიწყება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს არქიტექტორთა კავშირში, ტექნიკურ უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 4 საჯარო განხილვაა დაგეგმილი. დავით ნარმანიას ინფორმაციით, ასევე, შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომლის შემადგენლობაში სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები არიან. მისივე განცხადებით, აღნიშნული კომისიის ფორმატში თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის...
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგიონში წინასარჩევნო მონიტორინგი უკვე დაიწყო. ამის შესახებ საიას ადვოკატმა ნონა ასკილაშვილმა,  ახალციხეში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრას „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ორი პოლიტიკური პარტიისა და ორი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვიდრე ასკილაშვილი მიმდინარე მონიტორინგსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებდა, მათ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გააცნო. მისი თქმით, საპარლამენტო არჩვენებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, იგივე ხარვეზები იყო, რაც...
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) ინიციატივით, საქართველოში, ოქტომბერში დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად, საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია ჩამოვიდა. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, დელეგაციის ვიზიტის მიზანი საქართველოში დემოკრატიული პროცესებისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირება და საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებაა. დელეგაციის წევრები არიან: იანუშ ონიშკევიჩი (პოლონეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და პოლონეთის პარლამენტის ყოფილი წევრი); დევიდ კრამერი (აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის მიმართულებით),...
როგორ უნდა გახდეს ახალგაზრდებისთვის დაბადების ადგილი მიმზიდველი, რა პრობლემებია რეგიონებში და არის თუ არა გარემო, რომელიც ახალგაზრდებს რეგიონებში დაამკვიდრებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში - "რეალური სივრცე" ამ საკითხებზე ადგილობრივი აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპეტები მსჯელობდნენ. https://www.youtube.com/watch?v=tiqJ60-KOhg&feature=youtu.be

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ