გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბოლო ათეული წლების განმავლობაში პირველად, მუზეუმში, დაახლოებით, 1 000 მ2 ფართობის გზა მოეწყო – დაიგო ერთფენიანი ასფალტის საფარი. გამოიცვალა ნათურები, ჩანაცვლდა ძველი და დაიდგა ნაგვის ახალი ურნები. მუზეუმში განთავსდა სკამები.