კურორტ შეკვეთილში, თბილისი-ბათუმის სარკინიგზო ავტომაგისტრალზე, ნატანების სარკინიგზო სადგურსა და წვერმაღალის სარკინიგზო გაჩერებას შორის, „შავი ზღვის არენას“ საკონცერტო დარბაზთან, რკინიგზის ბაქნის მშენებლობა დასრულდა.
თანამედროვე დიზაინის სარკინიგზო ბაქანი სოფელ ნატანების ტერიტორიაზე აშენდა, რომლითაც „შავი ზღვის არენაზე” გამართულ კონცერტებზე დასწრების მსურველებიც ისარგებლებენ.
ადგილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე მოადგილეებთან და საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
უახლოეს მომავალში შეკვეთილში ახალი სადგური მოეწყობა. იგეგმება მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.