პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, მას შთაბეჭდილება რჩება, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, ვეტოს უფლებას იყენებს, როგორც ბერკეტს. როგორც საზოგადოებრივს კილაძემ განუცხადა, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაცნობამდე, წინასწარ იმის თქმა, ვეტო დაიძლევა თუ არა, არასერიოზული იქნება. "ზოგადად, ეს დემოკრატიული პროცესია და თუ პრეზიდენტმა საჭიროდ ჩათვალა, რომ კანონებისთვის ვეტო დაედო, ვალდებული ვართ, მის არგუმენტებს გავეცნოთ და გადაწყვეტილება ამის...
ორი ვეტო ავლაბრის სასახლიდან - პრეზიდენტმა თვითმმართველობის და საარჩევნო კოდექსებში შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო. საუბარია "თვითმმართველობის კოდექსში" შემავალ იმ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, 7 თვითმმართველ ქალაქს 3 წლის წინ მინიჭებული სტატუსი გაუუქმდა, ხოლო "საარჩევნო კოდექსის" ცვლილებებით, ცესკოს დაკომპლექტების წესი იცვლება. https://www.youtube.com/watch?v=8TzbIg1QI78&feature=youtu.be
პრეზიდენტის ერთი სამუშაო დღე და ორი ვეტო - გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი უფლება ერთდროულად ორ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოიყენა. აქედან ერთი "თვითმმართველობის კოდექსია", რომლის მიხედვითაც, თვითმმართველი ერთეულის სტატუსი შვიდ ქალაქს უუქმდება, ხოლო მეორე "საარჩევნო კოდექსი". https://www.youtube.com/watch?v=1Fh2sfzmhyM&feature=youtu.be
ჩვენ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ყურადღებით გავეცნობით და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, გავიზიარებთ პრეზიდენტის შენიშვნებს თუ დავძლევთ ვეტოს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია "ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა. "იმის მიუხედავად, რომ ორივე კანონპროექტი, რომელთაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, პროგრესული და კარგია და, ზოგადად, ხშირია პრეზიდენტის მხრიდან ჩვენს მიერ მიღებულ კანონპროექტებზე ვეტოს დადების პრეცედენტები, მის თითოეულ შენიშვნას გულისყურით და დეტალურად განვიხილავთ....
მიუხედავად იმისა, რა შედეგი მოჰყვება ვეტოს პარლამენტში, მნიშვნელოვანია, პარლამენტის წევრებს და ხალხს ავუხსნათ, რომ ამ ორი ცვლილების გატარება მკვეთრად აუარესებს დემოკრატიას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ განუცხადა. მისი თქმით, "ადგილობრივი თვითმმარეთველობის კოდექსსა" და "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებს ქვეყნის განვითარებისთვის ნაგატიური შედეგები მოაქვს, რაც მათთვის მიუღებელია. "ვეტოს არსი ისაა, რომ უმრავლესობას, საქართველოს პარლამენტის წევრებს, საზოგადოებას და ხალხს გააგებინოს...
"საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებები თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას აკნინებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგმა მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც მან "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა" და "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტმა მოტივირებული შენიშვნები საკანონმდებლო ორგანოს გადაუგზავნა და, ამასთან, ვეტოს დადების მიზეზი განმარტა. "მეორე ცვლილებების ნაწილი ეხება საარჩევნო კანონს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკითხებს, სადაც, ერთი მხრივ, ცესკო-ში მეტი შემადგენლობა და...
როდესაც 7 ქალაქს ერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც მან "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა" და "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტმა მოტივირებული შენიშვნები საკანონმდებლო ორგანოს გადაუგზავნა და ვეტოს დადების მიზეზი განმარტა. "პირველი საკითხი ეხება თვითმმართველობის კოდექსს, რომლითაც 7 თვითმმართველ ქალაქს - თელავს, ზუგდიდს, ოზურგეთს,...
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ პარლამენტი "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა" და "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე მის მოტივირებულ შენიშვნებს გაითვალისწინებს. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დღეს "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა" და "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნები საკანონმდებლო ორგანოს გადაუგზავნა. "იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს ჩემს მოტივირებულ შენიშვნებს, მით უმეტეს, გამომდინარე იქიდან, რომ მოტივირებული შენიშვნები, თავის მხრივ, ეფუძნება, მათ შორის, აქტიურ პოზიციას, რომელიც...
საქართველოს პრეზიდენტმა თვითმმართველობის და საარჩევნო კოდექსებს ვეტო დაადო. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, 7 თვითმმართველი ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება დასანანია, ვინაიდან მათ ეს სტატუსი "ქართული ოცნების" მიერ მიენიჭა და ეს პროცესი შემდგომ უნდა გაღრმავებულიყო. ამ პროცესის უკან შეტრიალება არამოტივირებული და გაუგებარია. ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებას და გაძლიერებას, - განაცხადა პრეზიდენტმა. რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, პრეზიდენტმა...
წინასწარ იმის დაფიქსირება, რომ ვეტო იქნება დაძლეული, არ არის საკითხისადმი სწორი მიდგომა, - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დღეს მოისმინა უმრავლესობის წევრების განცხადება, რომ "თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებზე ვეტოს დაძლევას შეძლებენ. "ვფიქრობ, წინასწარ ასეთი განცხადებების გაკეთება არასწორია, იმიტომ, რომ, თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს ვეტოს დადებას, აუცილებელია მისი არგუმენტების გაცნობა და, შესაბამისად, წინასწარ იმის დაფიქსირება, რომ...
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია, ხვალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისს შეაფასებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტიდან" აცნობეს, ანგარიშის პრეზენტაცია პარასკევს, 14:00 საათზე, სასტუმრო "რედისონში" გაიმართება. ანგარიშის გამოქვეყნებამდე დელეგაცია მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს. სადამკვირვებლო დელეგაციას "ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის" (NED) და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს. "NDI არის არამომგებიანი, მიუკერძოებელი ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოქალაქეების აქტიური მონაწილეობის, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულობის ხელშეწყობით მუშაობს...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოდიშისა და აბასთუმანის ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრიდან N1 სასაფლაომდე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 500, ხოლო სიგანე 5 მეტრია. გზასთან ერთად ოდიშში სანიაღვრე არხიც მოეწყობა. დაიგება ბეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 201 600 ლარია. გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს აბასთუმანის ადმინისტრაციულ ერთეულში,...
როცა გარდავიცვლებით, ყველა დავიმარხებით, ეს არის ჩემი პასუხი. რა უნდა გითხრათ სასაფლაოებთან დაკავშირებით?! - ასე უპასუხა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს შეკითხვაზე, ითვალისწინებს თუ არა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა სასაფლაოების საკითხს, ასევე, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 2040 წლისთვის, თბილისში სასაფლაოებზე ადგილი აღარ იქნება. როგორც დავით ნარმანიამ განმარტა, თბილისის გენერალური განვითარების გეგმა, ტერიტორიების ზონირებებთან ერთად, სხვა ძალიან ბევრ საკითხს მოიცავს, მათ შორის,...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, სწრაფად, ობიექტურად და სრულყოფილად გამოიძიონ 2017 წლის 16 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში პოლიტიკური გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლისა და მისის ოჯახის წევრებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი და გამოიკვლიონ ხომ არ იყო ქმედება პოლიტიკური მოტივით ჩადენილი.  როგორც გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, შესაძლოა, დანაშაულის ჩადენა დაკავშირებული იყოს დაზარალებულის პოლიტიკური აქტივობასა და შეხედულებებთან. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებისა...
ქარელის მუნიციპალიტეტში ახალი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ხუცაიძემ ქარელის მუნიციპლიტეტის მოსახლეობას გააცნო. ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, რაციონალურად და სწორად მოხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების გამოყენება. ”ამ მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლების წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ...
საპატრიარქოსათვის მიწების გადაცემა მასიურად არ ხდება, მოთხოვნის საფუძველზე გაიცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა საპატრიარქოსათვის სიმბოლურ ფასად მიწების გადაცემასთან დაკავშირებით. დავით ნარმანიას თქმით, საპატრიარქოსთვის მიწების გადაცემა, ძირითადად, იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე ეკლესია-მონასტრები დგას. "სადაც ეკლესია-მონასტრები დგას, საპატრიარქოდან არის მოთხოვნა ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით. არსებობს შესაბამისი კომისია და კომისიური გადაწყვეტილებების საფუძველზე შემდეგ დედაქალაქის მთავრობა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ