დავით ნარმანია: როცა გარდავიცვლებით, ყველა დავიმარხებით, სასაფლაოების დეფიციტი არ გვექნება

853

როცა გარდავიცვლებით, ყველა დავიმარხებით, ეს არის ჩემი პასუხი. რა უნდა გითხრათ სასაფლაოებთან დაკავშირებით?! – ასე უპასუხა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს შეკითხვაზე, ითვალისწინებს თუ არა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა სასაფლაოების საკითხს, ასევე, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 2040 წლისთვის, თბილისში სასაფლაოებზე ადგილი აღარ იქნება.

როგორც დავით ნარმანიამ განმარტა, თბილისის გენერალური განვითარების გეგმა, ტერიტორიების ზონირებებთან ერთად, სხვა ძალიან ბევრ საკითხს მოიცავს, მათ შორის, სასაფლაოების ტერიტორიებს.

“მნიშვნელოვანია ის, რომ გენგეგმაში მოცემულია ის ტერიტორიები, რომელიც მომავალში სასაფლაოებისთვის იქნება გამოყენებული, ასევე, სხვა სარიტუალო ღონისძიებებისთვის. ასე რომ, ეს საკითხი გენგეგმაში გათვალისწინებულია, ისევე, როგორც სხვა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. ასე რომ, დეფიციტი არ გვექნება”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი