საპატრიარქოსათვის მიწების გადაცემა მასიურად არ ხდება, მოთხოვნის საფუძველზე გაიცემა, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა საპატრიარქოსათვის სიმბოლურ ფასად მიწების გადაცემასთან დაკავშირებით.
დავით ნარმანიას თქმით, საპატრიარქოსთვის მიწების გადაცემა, ძირითადად, იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე ეკლესია-მონასტრები დგას.
“სადაც ეკლესია-მონასტრები დგას, საპატრიარქოდან არის მოთხოვნა ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით. არსებობს შესაბამისი კომისია და კომისიური გადაწყვეტილებების საფუძველზე შემდეგ დედაქალაქის მთავრობა გადასცემს შესაბამის ტერიტორიებს საპატრიარქოს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერმა ვერ გაიხსენა შემთხვევა, როდესაც საპატრიარქო ისეთი მიწის ნაკვეთის გადაცემას ითხოვდა, სადაც ეკლესია-მონასტრები არ არის.
წყარო: ინტერპრესნიუსი