დაბა მანგლისის გაუმჯობესებული წყალმომარაგების მიზნით, მიმდინარე წელს, სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და ქსელის რეაბილიტაცია დაიწყება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გამართულ მიწის რეგისტრაციის ფორუმზე ადგილობრივ მოსახლეობას მანგლისის წყალმომარაგების პროექტი გააცნეს. პროექტი ითვალისწინებს სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას, რაც უზრუნველყოფს წყლის დებიტის გაზრდას. ქსელში დანაკარგების შემცირების მიზნით, დაგეგმილია ამორტიზებული ქსელების რეაბილიტაცია. სამუშაოები, ასევე, ითვალისწინებს აბონენტების გამრიცხველიანებას, რაც უზრუნველყოფს სასმელი...
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ წყორძის ტაძრის ეზოს მოასფალტება პროექტით გათვალისწინებული არ იყო და ეს მშენებელმა მათთან შეთანხმების გარეშე, საკუთარი ინიციატივით გააკეთა. ზაზა მელიქიძის თქმით, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება, ადგილობრივების თხოვნის საფუძველზე, თავად მშენებელმა კომპანიამ, შპს „ასტორიამ“ მიიღო, ტაძრის ეზოს ხელახლა კეთილმოწყობაც მისი ვალდებულებაა და ეს საკუთარი სახსრებით უნდა გააკეთოს: „პროექტით ეკლესიის ირგვლივ მოასფალტება არ გვქონია გათვალისწინებული, ვიცით, რომ...
პარტია "ახალმა საქართველომ" თბილისის მერიაში სასადილოებთან დაკავშირებით ინფორმაცია წარადგინა. საქმე შეეხება თბილისის ათი გამგეობის თანამშრომლების მიერ სასადილოების შემოწმებაზე შედგენილ ოქმებს. პარტიაში აცხადებენ, რომ ოქმები არასრულყოფილად არის შედგენილი, გაყალბებულია და სასადილოების მონიტორინგი არაჯეროვნად შესრულდა. პარტიის სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭილაძე ამბობს, რომ ოქმებში საკვების ხარისხი და უკამყოფილო ბენეფიციართა რაოდენობა აღწერილი არ არის. ჭილაძის თქმით, უმეტეს შემთხვევაში ოქმები იდენტურია და ერთმანეთისგან არის გადაწერილი. "ოქმებში არ...
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, შპს „ასტორიას“, რომელმაც წყორძის ტაძართან ასფალტი დააგო, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის თავიდან მოწყობას სთხოვს, გამგეობებს კი აფრთხილებს, შეთანხმების გარეშე ძეგლებთან არაფერი დაგეგმონ.  ახალციხეში, სოფელ წყორძის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ასფალტის დემონტაჟისა და მისი თავიდან კეთილმოწყობის მოთხოვნით, სპეციალური წერილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, სამშენებლო კომპანია შპს „ასტორიას“  გაუგზავნა. სააგენტოში განმარტავენ, რომ სამშენებლო კომპანიამ დაჩქარებულ ვადებში ახალი პროექტი უნდა წარადგინოს....
მუნიციპალიტეტის მერებს პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანამდებობაზე დასანიშნად საკრებულოს თანხმობა დასჭიდებათ. მათ ასევე საკრებულოს თანხმობა დასჭირდებათ მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთა დასანიშნად. შესაბამისი ცვლილებები "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" ხორციელდება, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგოლ ლილუაშვილის და კომიტეტის წევრის, პაატა მხეიძის მიერ არის ინიცირებული. პროექტის თანახმად, მერის პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანამდებობებზე დანიშვნაზე თანხმობას საკრებულო გამოხატავს საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის, მაგრამ...
მუნიციპალიტეტების მერი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად ვეღარ მიიღებს - დაგეგმილია მუნიციპალიტეტებში მმართველი საბჭოების შექმნა, რომელიც იმ აღმასრულებელი ფუნქციებით აღიჭურვება, რასაც მერი ერთპიროვნულად ახორციელებს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულია "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილმა და კომიტეტის წევრმა პაატა მხეიძემ წარუდგინეს. პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭოს მთავარი მიზანი საკრებულოს გადაწყვეტილებათა აღსრულება და გადაწყვეტილებების მიღებისას პასუხისმგებლობის გადანაწილება...
გუდაურში ე.წ "გადასახედის" მონუმენტის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს და აგვისტოს ბოლოდან ტურისტებსა და დამთვალიერებლებს განახლებული "გადასახედი" დახვდებათ. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს მოძველებული მოზაიკისა და შენობის "სარტყელის" აღდგენა, კონსტრუქციის გამაგრება და მონუმენტამდე მისასვლელ  გზაზე ქვაფენილის დაგება. ასევე, დაგეგმილია დასასვენებელი ადგილებისა და პარკინგის მოწყობა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 600 000 ლარზე მეტია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაციამ" ახმეტის მუნიციპალიტეტში ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სოფელ ოჟიოს გამანაწილებლის სარეაბილიტაციო პროექტის I ეტაპი დაასრულა. ინფორმაციას "საქართველოს მელიორაცია" ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოეწყო 4 კილომეტრამდე დახურული საირიგიაციო ქსელი. მიმდინარეობს შიდა კვლების მოწყობის სამუშაოები, რაც ფერმერებს საშუალებას აძლევთ, უშუალოდ ნაკვეთებამდე მიიყვანონ წყალი. ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტში წყალუზრუნველყოფილია სოფელ ოჟიოსა და ხორხელის 150 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის...
იმ პარტიებს შორის, რომელსაც NDI-ის გამოკითხულები არასდროს მისცემდნენ ხმას, 21%-ით "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს. გამოკითხულთა 19% აცხადებს, რომ არ არსებობს ასეთი პარტია, 18% ამბობს, რომ არ იცის. 14% არასდროს მისცემდა ხმას "ქართულ ოცნებას", 5% - "პატრიოტთა ალიანსს", 4% - "ლეიბორისტულ პარტიას", 2% - "გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას", 1% - "გირჩს", ასევე 1% - "ევროპულ საქართველოს". NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 18 ივნისი-9...
NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, 37% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. გამოკითხულთა 23%-ის თქმით, მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ქართული ოცნება" დგას. გამოკითხულთა 9% აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა", 4%-ის თქმით, "ევროპული საქართველო", ასევე, გამოკითხულთა 4%-ის თქმით, "პატრიოტთა ალიანსი", ხოლო 3%-ის თქმით, "ლეიბორისტული პარტია". გამოკითხულთაგან 13%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის და პასუხზე უარი განაცხადა. NDI-ის კვლევის საველე...
NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 30% კახი კალაძეს მისცემდა ხმას, 19% - ალეკო ელისაშვილს, 18% - ზაალ უდუმაშვილს, 5% - ელენე ხოშტარიას. გამოკითხულთა 12%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, 4%-მა პასუხზე უარი განაცხადა, ასევე, 4%-ის თქმით, არც ერთ კანდიდატს არ მისცემდა ხმას. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს...
NDI-ს კვლევის თანახმად, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 22% ”ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას, 7% ”ნაციონალურ მოძრაობას”, 3% ”ევროპულ საქართველოს”. ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობა, 40% აცხადებს, რომ არ იცის რომელ პარტიას მისცემდა ხმას, 14%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 7% ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ დაუჭერდა მხარს. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს...
NDI-ის გამოკითხულთა 32% საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უმთავრეს დაბრკოლებად ამომრჩეველთა მოსყიდვას ასახელებს. 18% მიიჩნევს, რომ ასეთია ამომრჩეველთა შევიწროება, 14% - ბიუჯეტიდან არჩევნებზე უსამართლოდ ფულის ხარჯვა, 14% - ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები, 12% - საარჩევნო ყუთებში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრა, 12% - ხმის მიცემა რომელიმე კანდიდატისთვის სამსახურის შესანარჩუნებლად, 11% - კარუსელი. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში,...
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო იმ კანონპროექტზეც დაძლია, რომლითაც საკრებულოებში მაჟორიტართა რაოდენობა იზრდება. "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების პროექტზე ვეტო 94 ხმით, 5-ის წინააღმდეგ დაძლიეს. პრეზიდენტმა ვეტო პარლამენტის მიერ მიღებულ იმ კანონპროექტსაც დაადო, რომელიც თვითმმართველი ქალაქებისა და თემების საკრებულოების ახლებურად ფორმირებას და საკრებულოებში მაჟორიტართა რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს. პარლამენტის მიერ მიღებული პროექტის თანახმად, თვითმმართველი თემის საკრებულო, ერთი მხრივ, შედგება პროპორციული წესით და თითოეული თემიდან და...
"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტმა არ გაიზიარა და ხმათა უმრავლესობით - 94 ხმით, 5-ის წინააღმდეგ - უარყო. პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად, შვიდ თვითმმართველ ქალაქს - თელავს, ოზურგეთს, ზუგდიდს, გორს, ამბროლაურს, მცხეთასა და ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთმევა და ისინი სათემო მუნიციპალიტეტებს მიუერთდება. შედეგად, ქვეყანაში, ნაცვლად 12 თვითმმართველი ქალაქისა, 5 თვითმმართველი ქალაქი - თბილისი, რუსთავი,...
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი  ორგანიზაცია CRRC საქართველოს  მიერ  წარმოდგენილი  საზოგადოებრივი  აზრის  უახლესი კვლევა აჩვენებს მოსახლეობის დამოკიდებულებას ქვეყნის უმნიშვნელოვანეს კანონთან - კონსტიტუციასთან დაკავშირებული ცვლილებების მიმართ. მოქალაქეთა მხოლოდ 32 პროცენტს სმენია საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ; იმ ადამიანთა უმრავლესობა (59 პროცენტი), ვისაც სმენია ამის შესახებ, აცხადებს, რომ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია ამ ცვლილებებზე. გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეთა მხოლოდ 2 პროცენტი დაესწრო საკონსტიტუციო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ