ვაშაძის პარტია მერიას თბილისის რამდენიმე სასადილოს შესახებ მიმართავს

828

პარტია “ახალმა საქართველომ” თბილისის მერიაში სასადილოებთან დაკავშირებით ინფორმაცია წარადგინა. საქმე შეეხება თბილისის ათი გამგეობის თანამშრომლების მიერ სასადილოების შემოწმებაზე შედგენილ ოქმებს.

პარტიაში აცხადებენ, რომ ოქმები არასრულყოფილად არის შედგენილი, გაყალბებულია და სასადილოების მონიტორინგი არაჯეროვნად შესრულდა. პარტიის სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭილაძე ამბობს, რომ ოქმებში საკვების ხარისხი და უკამყოფილო ბენეფიციართა რაოდენობა აღწერილი არ არის. ჭილაძის თქმით, უმეტეს შემთხვევაში ოქმები იდენტურია და ერთმანეთისგან არის გადაწერილი.

“ოქმებში არ არის ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც სასადილოდან არა მთლიანი ულუფა, არამედ პური მიაქვთ”, – ამბობს ჭილაძე და თბილისის მერიასა და აუდიტის სამსახურს დოკუმენტების შესწავლისკენ მოუწოდებს. ჭილაძის განცხადებით, მათი მოთხოვნაა, იმ 50 საჯარო მოხელის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომლებიც სასადილოების შესწავლის საქმეში არიან ჩართულნი.

წყარო: იმედინიუსი