NDI-ის კვლევა: 30% – კახი კალაძეს, 19% – ალეკო ელისაშვილს, 18% – ზაალ უდუმაშვილს

1421

NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 30% კახი კალაძეს მისცემდა ხმას, 19% – ალეკო ელისაშვილს, 18% – ზაალ უდუმაშვილს, 5% – ელენე ხოშტარიას.

გამოკითხულთა 12%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, 4%-მა პასუხზე უარი განაცხადა, ასევე, 4%-ის თქმით, არც ერთ კანდიდატს არ მისცემდა ხმას.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2%-ია. NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება და CRRC საქართველო ატარებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი