ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, „მარადიული ცეცხლის“ სკვერის მეორე ეტაპის სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები, სკვერში განლაგდება სკამები და ნაგვის ურნები.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, პროექტის ფარგლებში ტერიტორია მოპირკეთდა ფილებით, მოეწყო ფეხით სავალი ნაწილი, კიბეები, ლითონის მოაჯირები და ლამპიონები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ შადრევანს, ტერიტორიზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები, დაირგო ყვავილები და მარადმწვანე მცენარეები.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოები...
საპარტნიორო ფონდი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - ლიკანის კომპლექსის რეაბილიტაციას იწყებს.
ლიკანის პარკი, მასში განთავსებული ნაგებობებით, საქართველოს ტერიტორიაზე დღემდე შემორჩენილი ერთ-ერთი კომპლექსია, რომელსაც ისტორიული, არქიტექტურული და მემორიალური ღირებულება აქვს.
გასულ კვირას, მთავრობის გადაწყვეტილებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს „ლიკანის პარკს“ ეროვნული ძეგლის მნიშვნელობა მიენიჭა.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერითა და მწერლის ირაკლი შამათავას რედაქტორობით კრებული გამოიცა, რომელშიც ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის "თბილისი" 2016 წლის ნომინირებული და გამარჯვებული ნაწარმოებები დაიბეჭდა.
საკრებულოს ინფორმაციით, წიგნში შესულია როგორც ლიტერატურული, მუსიკალური და ფერწერული ნაწარმოებები, ასევე ნომინაციებში: არქიტექტურა, ქანდაკება და ფოტოხელოვნება წარმოდგენილი ნამუშევრები და ავტორთა ბიოგრაფიული მონაცემები.
”ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი "თბილისი" წელს მესამედ იმართება, ის თავისი ფორმატით ქართულ სახელოვნები სივრცეში ერთგვარ...
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ცამეტი საკითხი განიხილეს.
ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის არჩილ ვანაძის ინფორმაციით, 2017 წლის ბიუჯეტის შემოსულობები ჯამში 1,818,9 ათასი ლარით იზრდება. არჩილ ვანაძის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებით ბიუჯეტის გადასახდელებში ასახულ იქნა როგორც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის ფარგლებში გასახორციელებელი სამუშოების თანადაფინანსება, ასევე, საკუთარი შემოსავლებისა და ეკონომიების ხარჯზე დამატებით გათვალისწინებულ იქნა...
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა უხელმძღვანელებს. ეს ინფორმაცია „ქართულ ოცნებაში“ დაადასტურეს. თუ რატომ შეარჩიეს დავით კოდუა აღნიშნულ თანამდებობაზე, განმარტეს:
„ბატონ დავითს გააჩნია ყველა ის თვისება, რაც შტაბის უფროსს უნდა ჰქონდეს“.
მანამდე „ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბს გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია ხელმძღვანელობდა.
დავით კოდუა გუბერნატორის მოადგილედ 2016 წლის დეკემბერში დაინიშნა. უფრო ადრე ის გუბერნატორის ადმინისტრაციაში რეგიონული პროექტების კოორდინირების...
შუახევის გამგებლობის სავარაუდო კანდიდატებად "ქართული ოცნებიდან", მოქმედი გამგებლის პირველი მოადგილე ავთანდილ დიასამიძე, ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის სატყეო უფროსის მოადგლე ანზორ გოგიტიძე, და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე სახელდებიან.
შუახევის გამგებლის პირველი მოადგილე ავთანდილ დიასამიძე განმარტავს, რომ სურვილი აქვს, თუმცა ამ ეტაპზე შეთავაზება არ აქვს.
"სურვილი და შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, არის თუმცა ამ ეტაპზე შემოთავაზება...
ზესტაფონში, საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
ამ ეტაპზე რეაბილიტაცია ჩხეიძის მე-5 შესახვევს ჩაუტარდა. ახალი გზით ზესტაფონი - ხარაგაულის დაახლოებით 22 ათასი მაცხოვრებელი ისარგებლებს.
მინისტრი ზურაბ ალავიძე, მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა კიკნაველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონში იმყოფებოდა, სადაც საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის დაგების და კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
აღნიშნული გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ ჩატარებულა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 000 ლარით...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში ახალ გზას აშენებს. სოფლების ბოხვაური-შემოქმედის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაწყებულია. 3 კმ-იანი გზის ამ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, შიდა გზებზე არსებულ ვითარებას და მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გაეცნო.
სამუშაოების დასრულების შედეგად, სოფლები - ბოხვაური და შემოქმედი ერთმანეთს ახალი გზით დაუკავშირდება. წლის...
ოზურეგთის მუნიციპალიტეტში, ვაკიჯვარისა და მთისპირის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია 3 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 800 000 ლარზე მეტია გამოყოფილი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე შესრულებული სამუშაოების ხარისხს გაეცნო და შიდა გზებზე არსებული ვითარება დაათვალიერა.
პროექტის დასრულების შემდეგ, რამდენიმე სოფლის მოსახლეობა კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას ცენტრალურ გზამდე. ასევე, აღსანიშნავი, რომ ტურისტები და მოსახლეობა მუნიციპალიტეტში...
დიდ დიღმის მე-4 მიკრორაიონის კერძო დასახლებაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. წყლის ახალი მილები გეხტმანის, შაქარაშვილის, ცხაკაიას, ჯავახიშვილის, ჭანდრის და არჩილ მეფის ქუჩებზე, სულ 5840 მეტრზე დამონტაჟდა.
ამ ეტაპზე დაწყებულია წყლის სატუმბი სადგურის შენობა-ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები.
აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, 250-მდე ოჯახი სასმელი წყლით მომარაგდება.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, გულისაშვილის, მაისურაძის, ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე ახალი საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოების ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს სატუმბო სადგურის მშენებლობას, 5 კილომეტრიანი ქსელის მოწყობას, რომლითაც 300 ოჯახი ისარგებლებს.
თბილისის მერის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა და გლდანის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ გლდანის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
სამუშაოებს, რომელზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 832 362,30 ლარია გამოყოფილი,...
თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში, დღეს, პროექტის - „ისწავლე და დასაქმდი თბილისის მერიასთან ერთად“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების კურსების განხორციელებას და მათი დასაქმების ხელშეწყობას ტურიზმისა და მომსახურების სექტორში.
მოკლევადიანი პროფესიული კურსები განხორციელდა პროფესიული კოლეჯი „იკაროსის“ მიერ ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და...
https://www.youtube.com/watch?v=ZXlarv9kgf4
თბილისში ე.წ. ხრუშოვკების ხანა დიდი ხანია დასრულდა, - ამის შესახებ ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კალაძე აღნიშნავს, რომ არ შეიძლება ადამიანები ცხოვრობდნენ ისეთ შენობებში, რომლებსაც უკვე დიდი ხანია ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა, არის ამორტიზირებული და მიშენება-დაშენებებით კიდევ უფრო ავარიული და უსახური.
”უახლოეს მომავალში ვგეგმავ, წარმოვადგინო ჩემი პროგრამული ხედვები. მანამდე მსურს, ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის დაანონსება....
31 ივლისს, 12:00 საათზე, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრი“ და ინტერენეტგამოცემა „TSpress.ge“ ატარებენ დისკუსიას თემაზე: „თვითმმართველი ქალაქების გაუქმება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები“.
დისკუსიაზე განხილული იქნება: რას მოუტანს ქალაქ გორს თვითმმართველი ერთეულის სტატუსის ჩამორთმევა; რა გამოწვევების წინაშე დადგნენ თვითმმართველი ქალაქები ადგილობრივი არჩევნების წინ და რა გავლენას იქონიებს „თვითმმართველობის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაზე.
დისკუსიაში მონაწილეობას...
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ წიგნი - „ერობა - თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს რესპუბლიკაში - 1918“ გამოსცა.
წიგნის პრეზენტაცია ფონდის - „ღია საზოგადოება - საქართველო“ ოფისში გაიმართა, სადაც მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა კვლევის შესახებ ისაუბრა.
წიგნი 1918-1920 წლების საერობო რეფორმას ეხება და მკითხველს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს არა მარტო რეფორმის ჩატარების სპეციფიკას, გეოგრაფიასა და მიმდინარეობას მაზრების მიხედვით, არამედ თავად თვითმმართველობის საკითხებზე მიმდინარე დისკუსიებს მე-19 საუკუნის...
24 ივლისს „ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრმა“ და ინტერნეტგამოცემა "TSpress.ge"-მ, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან ერთად, გამართეს დისკუსია თვითმმართველი ქალაქების გაუქმებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ.
დისკუსია, რომელიც სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ითვალისწინებდა საზოგადოებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ქალაქ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის ჩამორთმევა, ადგილობრივი არჩევნების წინ თვითმმართველი ქალაქების წინაშე არსებული გამოწვევები და თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































