ოზურგეთში, ბოხვაური-შემოქმედის დამაკავშირებელი ახალი გზა შენდება

880

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში ახალ გზას აშენებს.  სოფლების ბოხვაური-შემოქმედის დამაკავშირებელი  გზის რეაბილიტაცია დაწყებულია. 3 კმ-იანი გზის ამ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.  სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, შიდა გზებზე არსებულ ვითარებას და მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გაეცნო.

სამუშაოების დასრულების შედეგად, სოფლები – ბოხვაური და  შემოქმედი ერთმანეთს ახალი  გზით დაუკავშირდება. წლის ბოლოდან, ადგილობრივი მოსახლეობა ახალი გზით შეძლებს სარგებლობას, რაც მაცხოვრებლებს გააუადვილებს მუნიციპალიტეტის ცენტრალურ უბნებთან მიმოსვლას.