ვაკიჯვარი-მთისპირის 3 კმ-იან საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი იგება

739

ოზურეგთის მუნიციპალიტეტში, ვაკიჯვარისა და მთისპირის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია 3 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 800 000 ლარზე მეტია გამოყოფილი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე შესრულებული სამუშაოების ხარისხს გაეცნო და შიდა გზებზე არსებული ვითარება დაათვალიერა.

პროექტის დასრულების შემდეგ, რამდენიმე სოფლის მოსახლეობა კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას   ცენტრალურ გზამდე. ასევე, აღსანიშნავი, რომ ტურისტები და მოსახლეობა  მუნიციპალიტეტში მდებარე მე-IV საუკუნის ასკანის ციხემდე განახლებული გზით მივლენ.

მინსტრის  განცხადებით, ვაკიჯვარი გურიის მაღალმთიანი სოფელია და ზაფხულში ათეულობით ოჯახი ჩამოდის დასასვენებლად. ამიტომ, აუციელებლია წლის ბოლომდე სამუშაოები დასრულება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც მრავალი წლის განმავლობაში მოემსახურება მოსახლეობას.