საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ამბროლაურში მშენებარე აეროპორტის ასაფრენი ბილიკის მიმდებარედ, მდინარე რიონის ჭალა-კალაპოტის გამაგრებით სამუშაოებს ახორციელებს. ნაპირდამცავი კედლის მშენებლობა, 4 უბანზე, საერთო ჯამში 1037-მეტრიან მონაკვეთზე ახალი ტექნოლოგიით ხორციელდება.
როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, ახალი ტექნოლოგია გულისხმობს, ექსკავრირებული და დამსხვრეული მასის ცემენტისა და ნაცრის გამოყენებას სპეციფიკური ოდენობით. დამცავი კედელის გამაგრება ხდება ბაზალტის ბადის ბეტონის ფენის დაფარვით. აღნიშნული ტექნოლოგია, საქართველოში პირველად გამოიყენება. ახალი ტექნოლოგიის უპირატესობა მშენებლობის...
წალკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქციის (ხრამის) ხეობაში მდებარე დაშბაშის კანიონამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია 10 აგვისტოს დასრულდება.
გზაზე, რომლის სიგრძეც 1,4 კმ-ია, სამუშაოების 40% უკვე შესრულებულია. პროექტის ღირებულება 372 ათასს ლარს შეადგენს.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე
„შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „შენების მოძრაობა“ დაიწყო და მისი პოლიტიკური გუნდი სამწლიან პოლიტიკურ ციკლს წარმატებით გაივლის.
დავით უსუფაშვილმა დღეს, საზოგადოებას ადგილობრივი არჩევნებისთვის „შენების მოძრაობის“ კანდიდატები წარუდგინა.
უსუფაშვილის თქმით, მის გუნდს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება აქვს დაგეგმილი, ხოლო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სერიოზული პრეტენზია ექნება.
„ფორმირების პროცესში მყოფი გუნდით ადგილობრივ არჩევნებზე სერიოზულ სიტყვას ვიტყვით როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში....
ალგეთის, აზიზქენდის, თაზაქენდის და გაჯისაქენდის მცხოვრებლებისთვის თვეების განმავლობაში პრიორიტეტულ საკითხს სწორედ სასმელი წყლით უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მოადგილეები ალექსანდრე მეტრეველი და ზაურ დარგალი მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მოადგილე თეიმურაზ ბერიძე, თვითმმართველობის თანამშრომლები, ,,მარნეულის სოფწყალისა” და „რუსთავწყალის“ წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და ეს სასიამოვნო სიახლე პირადად აცნობეს.
ალგეთის ადმინისტრაციული ერთეულს სასმელი წყლით ამ დრომდე „რუსთავ წყალი“ ამარეგბს, თუმცა...
ქუთაისში მოქმედი საჯარო სკოლების წარმომადგენლები ქალაქის მერს შეხვდნენ. შეხვედრა თავად პედაგოგების მხრიდან იყო ორგანიზებული,- ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
განათლების სფეროში გაწეული დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის შოთა მურღულიას მადლობა გადაუხადეს. ასევე, მე-3 საჯარო სკოლის დირექტორს თამაზ ჭაბუკიანს საპატიო ქუთაისელის წოდება მიულოცეს.
"ჩვენ ვცდილობთ სკოლებს შესაძლებლობის ფარგლებში შევუწყოთ ხელი სხვადასხვა პროგრამებში, იქნება ეს ინფრასტრუქტურა თუ საგანმანათლებლო პროექტები. თვითმმართველობის და ქალაქის განვითარება განათლების...
ჩვენ ვმუშაობთ რეალურ საქმეებზე და არ ვხდებით “ნაციონალური მოძრაობის” შოუს მონაწილეები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე თბილისის მერიის მაღალჩინოსნების გამოუცხადებლობის მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საკითხები, რომელზეც ფრაქციის წევრები აპელირებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. თბილისის მერის განცხადებით, მერიაში არც სახელფასო ციფრი გაზრდილა და არც დასაქმებულთა რაოდენობა.
კითხვაზე, დაირღვა თუ არა რეგლამენტი, რასთან დაკავშირებითაც “ნაციონალური მოძრაობა”...
"შენების მოძრაობა" თბილისის საარჩევნო გუნდსა და მერობის კანდიდატს წარადგენს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” „შენების მოძრაობიდან” აცნობეს, პრეზენტაცია დღეს, 12:00 საათზე, აღმაშენებლის გამზირზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის სკვერში გაიმართება.
"შენების მოძრაობა" პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დააფუძნა. მოძრაობის სადამფუძნებლო პრინციპები და ლოზუნგია - "რაც კარგია, ვუვლით, რაც ცუდია, ვცვლით, რაც გვაკლია, ვქმნით".
"შენების მოძრაობაში" გაწევრიანებულები არიან: ფიზიკოსი, თეოლოგი, რელიგიის საკითხთა ექსპერტი; ლევან აბაშიძე; საერთაშორისო სამართლის...
მიმდინარე კვირის ბოლოს პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება და მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, პეკინის ქუჩის სარეაბილიტაციო შტაბში გამართული მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
დედაქალაქის მერმა, აღნიშნულ შეხვედრაზე, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.
დავით ნარმანიას განცხადებით, დაგეგმილი სამუშაოები გეგმა-გრაფიკით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის პირველი ეტაპის...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი არასამთავრობო ორგანიზაციების დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"დღეს გავრცელდა ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით.
ღრმა შეშფოთებას იწვევს იმ შეცდომების მრავალრიცხოვნება, რომელიც ამ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში ფიქსირდება: ა) ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი არ არის საჯარო მოსამსახურე. ეს განცხადება გამომდინარეობს თავად...
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელი ლევან ალაფიშვილი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით საუბრობს.
https://www.youtube.com/watch?v=GUd1RF-TkAk&feature=youtu.be
ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, ბაქოს ქ. N1-ში ახალი სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დამონტაჟდება ბორდიურები და დეკორატიული ფილები, დაიდგმება საპარკე სკამები და ურნები, ხოლო პატარებისთვის სათამაშო ატრაქციონი, რომელიც კაუჩუკის რბილი იატაკით მოეწყობა. სამუშაოები ერთი კვირის წინ დაიწყო და სექტემბრის თვეში დასრულდება. სამუშაოებს შპს „არადელი“ ახორციელებს.
ამავე ტერიტორიაზე, მერიის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ფიტნეს ტრენაჟორები დაამონტაჟა. ჩუღურეთის რაიონს,...
გურჯაანში დიდების მემორიალს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. აღდგება დაზიანებული კიბეები, დაიდგმება სკამები, მოეწყობა ხის ჯიხურები, სადაც კახური ნობათი და სუვენირები გაიყიდება. ასევე დაიდგმება ტელესკოპი, რომლის საშუალებითაც კავკასიონის და ალაზნის ველის დანახვა იქნება შესაძლებელი.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეჯინი“ მსოფლიო ბანკისა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მხარდაჭერით ახორციელებს. მემორიალის რეაბილიტაციასა და კეთილმოწყობაზე 18 700 ლარი დაიხარჯება.
გურჯაანში დიდების მემორიალური მუზეუმი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა...
ფონდის - "ღია საზოგადოება - საქართველო" აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი ტელეკომპანია "პირველის" ეთერში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით საუბრობს.
https://www.youtube.com/watch?v=HC3A-vEGa9Y&feature=youtu.be
ორბელიანის მოედანზე მიმდინარე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის გამო, 4 ივლისს, 22:00 საათიდან, ათონელის ქუჩაზე მშრალი ხიდის მიმართულებით და ხაზინის ქუჩის კუთხემდე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
შესაბამისად, მშრალი ხიდიდან ორბელიანის მოედნისკენ მოძრავი მიკროავტობუსები და N20 და N23 ავტობუსები ზაარბრიუკენის მოედნიდან მოძრაობას ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების მიმართულებით განაგრძობენ, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. N20 ავტობუსი და მიკროავტობუსები ბარათაშვილის...
https://www.youtube.com/watch?v=wCqmSSDS2_Y
მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დედაქალაქის ურბანულ განვითარებაზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს:
,,გაძლევთ პირობას, რომ თბილისში დასრულდება ე.წ. ''ურბანული გენოციდი'' და ქალაქი გახდება თანამედროვე და, რაც მთავარია, სიცოცხლით სავსე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას ძალიან მალე შევძლებთ და ეს იქნება ჩვენი ერთად დგომით და ერთიანი ძალისხმევით". - ნათქვამია კალაძის ვიდეომიმართვაში.
წყარო: აიპრესი
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის (126კმ-141კმ) უღელტეხილის საავტომობილო გზის 15.2 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი, ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, რომელიც იწყება სოფელ უწერაში, კვეთს სოფელ გლოლას და მთვარდება კურორტ შოვში.
აღნიშნული საავტონობილო გზა მდ.რიონის და ჭანჭახის გასწვრივ მთიან ტერიტორიას მიუყვება.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: გზის სავალი ნაწილის და 8 ხიდის რეაბილიტაცია. ასევე, განხორციელდება წყალგამტარი მილების, მიერთებების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების მოწყობის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































