მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დედაქალაქის ურბანულ განვითარებაზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს:
,,გაძლევთ პირობას, რომ თბილისში დასრულდება ე.წ. ”ურბანული გენოციდი” და ქალაქი გახდება თანამედროვე და, რაც მთავარია, სიცოცხლით სავსე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას ძალიან მალე შევძლებთ და ეს იქნება ჩვენი ერთად დგომით და ერთიანი ძალისხმევით”. – ნათქვამია კალაძის ვიდეომიმართვაში.
წყარო: აიპრესი