“შენების მოძრაობა” თბილისის საარჩევნო გუნდსა და მერობის კანდიდატს წარადგენს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” „შენების მოძრაობიდან” აცნობეს, პრეზენტაცია დღეს, 12:00 საათზე, აღმაშენებლის გამზირზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის სკვერში გაიმართება.
“შენების მოძრაობა” პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დააფუძნა. მოძრაობის სადამფუძნებლო პრინციპები და ლოზუნგია – “რაც კარგია, ვუვლით, რაც ცუდია, ვცვლით, რაც გვაკლია, ვქმნით”.
“შენების მოძრაობაში” გაწევრიანებულები არიან: ფიზიკოსი, თეოლოგი, რელიგიის საკითხთა ექსპერტი; ლევან აბაშიძე; საერთაშორისო სამართლის მაგისტრი – გელა გელაშვილი; განათლების პოლიტიკის ექსპერტი – ალუდა გოგლიჩიძე; მოჭადრაკე, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი – ნინო გურიელი; ეკონომიკის და სახელმწიფო მართვის მაგისტრი – გოგა დანელიშვილი; იურისტი, ბიზნესმენი – გიორგი ეპიტაშვილი; ეკონომისტი, ბიზნესმენი – ტარიელ ზარანდია; ისტორიკოსი, საჯარო მმართველობის მაგისტრი – გიორგი თაქთაქიშვილი; ეკონომისტი, საჯარო მოხელე- მანუჩარ თოხაძე, სტუდენტი – ეკატერინე კვანტალიანი; ექიმი, ჯანდაცვის სისტემების მენეჯერი – ნათია ლანდია; სახელმწიფო მმართველობის სპეციალისტი – თეიმურაზ მურვანიძე; ეკონომისტი – გურამ მჭდელიძე; მედიკოსი, დოქტორი, პუბლიცისტი – ფრიდონ საყვარელიძე; ჟურნალისტი, ეკონომისტი, დიზაინერი – სოსო მიმინოშვილი; იურისტი, პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე – დავით უსუფაშვილი; ეკონომისტი, პოლიტოლოგი – ნათია ქობალია; ფიზიკოსი, პოლიტიკოსი – რეზო შავიშვილი; კიბერნეტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტოლოგია, ”ეროვნული ფორუმის” ყოფილი ლიდერი – კახა შარტავა; ეკონომისტი, საჯარო მმართველობის ექსპერტი – თენგიზ შერგელაშვილი; ლობისტი, ბიზნეს-კონსულტანტი – ილია ჩხუტიშვილი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი – გია ხეჩინაშვილი; ფიზიკოსი, დოქტორი, კონსტიტუციონალისტი – ვახტანგ ხმალაძე, ეკონომისტი – გოჩა ჯაბიძე, საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი ანდრო დადიანი და ისტორიკოსი, საჯარო მმართველობის მაგისტრი გიორგი კანაშვილი.
წყარო: ინტერპრესნიუსი