სულ მალე ონის მუნიციპალიტეტს ახალი, რეაბილიტირებული სპორტული სკოლა ექნება. ამჟამად მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები. შენობაში განთავსებული იქნება სპორტსმენებისთვის 7 სასტუმრო ოთახი, სავარჯიშო ოთახები, სველი წერტილები და სხვა. სამუშაოს საერთო ღირებულება შეადგენს 700 000 ლარს. სამუშაო პროცესი მოინახულა ონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და მისმა მოადგილემ. წყარო: აიპრესი
ბორჯომში თორის ქ. №6 მდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ტერიტორიაზე დაიგო კაუჩუკის ფილები, მოეწყო ბორდიურები და ლამპიონები, ბავშვებისათვის დამონტაჟდა სასრიალოები, საქანელა და მბრუნავი ატრაქციონი, დაირგო ნაძვის ხეები. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ქვაფენილის მოწყობა, სკვერში განლაგდება ტრენაჟორები, სკამები და ნაგვის ურნები. პროექტის ფარგლებში კორპუსის შიდა ეზოში რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ მინი-სტადიონს. მოეწყობა ახალი ხელოვნური ხალიჩის საფარი და აღდგება დაზიანებული ბადეეები.
წელს ტრადიციული დღესასწაული „შუამთობა“ განსაკუთრებით ხალხმრავალი იყო. დღესასწაულს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მთავარ სცენაზე გაიმართა სადღესასწაულო კონცერტი, ხოლო მემთეურებს და სტუმრებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ. ზურაბ პატარაძემ ადგილობრივებს მიულოცა შუამთობის დღესასწაული და მთის ამ ტრადიციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება....
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი "ახალი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, მერის არჩევნებში ოპოზიციის საერთო კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით არასერიოზულს უწოდებს.  ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს, რომ პრაიმერში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს და ამ თემის ვრცელი კომენტარისგან თავს იკავებს. გიორგი ვაშაძე ყველა ოპოზიციურ პარტიას გაერთიანებასა და თბილისის მერობის კანდიდატის შერჩევას პრაიმერის გზით სთავაზობს. წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ნინო გოგუაძე, საბურთალოზე არსებულ დღის ცენტრს - ”ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებას“ ესტუმრა. დღის ცენტრი თბილისსა და მარნეულში ფუნქციონირებს და დაარსების დღიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და მათ მშობლებს ემსახურება. დღეს თბილისში ცენტრს 52 ბენეფიციარი ჰყავს, ხოლო 27 მარნეულში. "ჯანდაცვის სამინისტრო მნიშვნელოვან პროგრამებს ახორციელებს ამ ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. საჭიროა საზოგადოების მუდმივი მხარდაჭერა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე, რათა მათ მოახდინონ...
საპარლამენტო ტრიბუნა და ამ ტრიბუნაზე გამომსვლელი ადამიანის თავისუფლება - საკუთარი სტილით, საკუთარი მეთოდითა და მაგალითებით განიხილოს ესა თუ ის თემა, საპარლამენტო ცხოვრების ფუნდამენტია, - ამის შესახებ  მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, ამჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარეს, უმრავლესობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის ბოლოდროინდელი პოლემიკის შეფასებისას განუცხადა. უსუფაშვილი იმასაც ამბობს, რომ განცხადება, რომელიც გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის სახელით გავრცელდა, ახალი სიტყვაა საპარლამენტო ცხოვრებაში. "მე...
საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" სევდია უგრეხელიძე მერობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერის ჩატარების იდეას მიესალმება. სევდია უგრეხელიძე დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" ახალი ოპოზიციური გაერთიანების შეხვედრას ესწრებოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს პარტიასთან არ შეუთანხმებია. "მე ვერ მოვასწარი პარტიასთან შეთანხმება, მაგრამ არც არის საჭირო. რამდენიმე მეგობარი შემხვდა და ვთქვით, რომ ეს საინტერესოა და მე მოვედი. რა თქმა უნდა, ამ ამბავს გუნდში მივიტან. პირადად მე...
თბილისის საკრებულოს წევრმა, ჯაბა სამუშიამ და ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ თემქაზე განახლებული სპორტული მოედანი გახსნეს. სტადიონი, რომელიც ზღვის უბნის (თემქა) მე-3 მ.რ მე-2 კვარტლის 33-ე კორპუსის წინ მდებარეობს, წლების განმავლობაში განადგურებული იყო. ჯაბა სამუშიას შუამდგომლობის საფუძველზე, აღნიშნული სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია კერძო ინვესტორის დაფინანსებით განხორციელდა. მაჟორიტარმა და გამგებელმა განახლებული სპორტული მოედანი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერეს და მათ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ...
https://www.youtube.com/watch?v=9Q0030DLdMY ნუცუბიძის ფერდობზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.  შვიდჯგუფიანი საბავშვო ბაღი ნუცუბიძის მე-4 მ/რ-ში, ყოფილი 183-ე ბაღის მიმდებარედ შენდება, სადაც ახლა 90-იან წლებში შესახლებული იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ. პროექტისთვის  2700-მდე კვადრატული მეტრი ტერიტორიაა გამოყოფილი. ბაღში 2 ბაგის და 5 სამიდან ექვს წლამდე ასაკობრივი ჯგუფი იქნება. დასაქმდება 50-მდე ადამიანი. მერიის ინფორმაციით,  ნუცუბიძის მე-4 მ/რ ერთ-ერთია, სადაც ყველაზე მაღალია მოთხოვნაა საბავშვო ბაღებზე.  მშენებლობა...
https://www.youtube.com/watch?v=lRAjElPqTDk&feature=youtu.be „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. ზალიკო უდუმაშვილმა და ნიკა მელიამ ამჯერად ჩუღურეთის რაიონს გიორგი რობაქიძე წარუდგინეს.   უდუმაშვილის განცხადებით, რობაქიძე წლების განმავლობაში  ამ რაიონში მუშაობდა და ინფრანსტრუქტურული პროექტების განხორციელებაში მონაწილეობდა.  წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
არის კბილები, რომლებიც დიდი ხანია, მოვიცვალეთ პოლიტიკაში,  - ასე პასუხობს დავით უსუფაშვილი გიორგი ვაშაძის ინიციატივას ოპოზიციური პარტიების მერობის ერთი კანდიდატის შერჩევის შესახებ. ამასთან, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ "შენების მოძრაობის" ლიდერი გაერთიანების შესახებ შეთავაზებას არ მიიღებს."შენების მოძრაობის" მერობის კანდიდატის თენგიზ შერმანაშვილის თქმით კი, მათი პარტია არის განსხვავებული და შესაბამისად, არ აპირებს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას. "ერთიან კანდიდატზე შესაძლოა, ვისაუბროთ მეორე ტურის შემთხვევაში, მანამდე...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალ კამპანიას „ვეღარ გააყალბებ“ იწყებს. გაყალბების საწინააღმდეგო შტაბის მიზანია წინასაარჩევნო პერიოდში არსებული დარღვევებისა და ძალადობის ფაქტების შესწავლა, გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „მომხდარი უკანონობისა და განუკითხაობის განმეორების საშიშროების აღმოფხვრა“. კამპანიის „ვეღარ გააყალბებ“ შტაბს ლევან ბეჟაშვილი და ზაზა ბიბილაშვილი უხელმძღვანელებენ. „ყველამ იცის, რომ გაყალბება მხოლოდ არჩვენების დღეს ურნებთან ჩადენილი დანაშაული არაა. გაყალბებაა უკანონო მიწერები (როცა თქვენს ბინაში უცხო...
გიორგი ვაშაძემ ოპოზიციას თბილისის მერობის საერთო კანდიდატის არჩევისაკენ მოუწოდა: მივმართავ ზალიკოსაც, ელენესაც, ალეკოსაც, სამივე ღირსეული ადამიანია, გავერთიანდეთ, გამოვალინოთ ვინ არის ყველაზე ძლიერი კანდიდატი, - ამის შესახებ ”ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ "ახალი საქართველო", "ახალი ერთობა საქართველოსთვის", "ევროპელი დემოკრატები" და "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის" გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ახალმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ პროდასავლურ ოპოზიცურ პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებრივ...
"ქართული ოცნება" ცდილობს შექმნას ახალი სატრანსპორტო მონსტრი, ცდილობს ბნელ და ძალიან საეჭვო გარიგებაზე წავიდეს, -ამის შესახებ განცხადება თბილისის მერობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა გააკეთა. კანდიდატი აცხადებს, რომ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ დედაქალაქის მერია მოლაპარაკებებს აწარმოებს თბილისის სამარშრუტო ტაქსების მფლობელ ხვიჩა მაქაცარიასთან. მისივე თქმით, მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი თვეა მიმდინარეობს და უკვე დასკვნით ეტაპზეა. ელისაშვილის ინფორმაციით, ხელშეკრულების მიხედვით, იმ ჯარიმას, რომელიც ”სითი პარკთან”...
რუსთავში, მიწისა და ქონების რეგისტრაციის პრობლემატურ საკითხებზე, რუსთავის მერიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ წარმომადგენლები, რუსთავის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძესა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა, იმ კონკრეტულ პრობლემებზე იმსჯელეს, რომელსაც მოქალაქეები ქონებისა და მიწის რეგისტრაციისას აწყდებიან. შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს რუსთავში ე....
თბილისში ჩვენ გვჭირდება წესრიგი და კონკრეტულ მოქალაქეებზე ორიენტირებული ხელისუფლება, - ამის შესახებ დღეს თენგიზ შერგელაშვილმა განცხადა, რომელიც ”შენების მოძრაობამ” თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა. ”თითქმის 20 წლიანი გამოცდილება, რომელიც თვითმმართველობის სფეროში დამიგროვდა, მაძლევს საფუძველს თბილისელებს შევთავაზო კონკრეტული გეგმები ყველა სფეროში, რამაც საბოლოო ჯამში, ეს ქალაქი ჯანსაღ ქალაქად უნდა აქციოს. თბილისი უნდა იყოს კომფორტული ყველასთვის, მიუხედავად იმისა, ცენტრშია თუ გარეუბანში, მიუხედავად იმისა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ