ალეკო ელისაშვილი: ”ქართული ოცნება“ ცდილობს შექმნას ახალი სატრანსპორტო მონსტრი

904

“ქართული ოცნება” ცდილობს შექმნას ახალი სატრანსპორტო მონსტრი, ცდილობს ბნელ და ძალიან საეჭვო გარიგებაზე წავიდეს, -ამის შესახებ განცხადება თბილისის მერობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.

კანდიდატი აცხადებს, რომ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ დედაქალაქის მერია მოლაპარაკებებს აწარმოებს თბილისის სამარშრუტო ტაქსების მფლობელ ხვიჩა მაქაცარიასთან. მისივე თქმით, მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი თვეა მიმდინარეობს და უკვე დასკვნით ეტაპზეა. ელისაშვილის ინფორმაციით, ხელშეკრულების მიხედვით, იმ ჯარიმას, რომელიც ”სითი პარკთან” დადებულ კონტრაქტშია გათვალისწინებული, სწორედ ხვიჩა მაქაცარია გადაიხდის. კანდიდატის განცხადებით, ეს თანხა 25 მილიონი ლარია. ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ ჯარიმის გადახდის გამო, პარკირების საფასური გაიზარდოს.

”ხელისუფლებას გაცნობიერებული აქვს, რომ ”სითი პარკს” ამ ქალაქში დიდი დღე არ უწერია. ჩემი დაპირებაც არის ის, რომ პირველი გადაწყვეტილება რასაც მივიღებ გამარჯვების შემთხვევაში არის „სითი პარკის“ გაშვება.  ”ქართული ოცნება” ცდილობს შწქმნას ახალი სატრანსპორტო მონსტრი, ცდილობს ბნელ და ძალიან საეჭვო გარიგებაზე წავიდეს.

მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ შეთანხმება არ შედგება და მოუწოდებს პარტია ”ქართულ იცნებას” და ხვიჩა მაქაცარიას,  გაუქმდეს  ხელშეკრულება და ჩატარდეს საერთაშორისო ტენდერი.

 

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი