თენგიზ შერგელაშვილი: თბილისში ჩვენ გვჭირდება წესრიგი და მოქალაქეებზე ორიენტირებული ხელისუფლება

570

თბილისში ჩვენ გვჭირდება წესრიგი და კონკრეტულ მოქალაქეებზე ორიენტირებული ხელისუფლება, – ამის შესახებ დღეს თენგიზ შერგელაშვილმა განცხადა, რომელიც ”შენების მოძრაობამ” თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა.

”თითქმის 20 წლიანი გამოცდილება, რომელიც თვითმმართველობის სფეროში დამიგროვდა, მაძლევს საფუძველს თბილისელებს შევთავაზო კონკრეტული გეგმები ყველა სფეროში, რამაც საბოლოო ჯამში, ეს ქალაქი ჯანსაღ ქალაქად უნდა აქციოს. თბილისი უნდა იყოს კომფორტული ყველასთვის, მიუხედავად იმისა, ცენტრშია თუ გარეუბანში, მიუხედავად იმისა რა ასაკობრივი ჯგუფია, ავტომფლობელია თუ ფეხით მოსიარულეა”, – განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.

“შენების მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა საკუთარი ხედვები დედაქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით ჯანსუღ კახიძის სახელობის სკვერში წარადგინა, სადაც პრეზენტაცია გაიმართა.

წყარო: ინტერპრესნიუსი